ჭდე: ნუცუბიძის ქუჩა

ნუცუბიძეზე კორპუსში აფეთქება მოხდა

კასპში მდინარეში მსხვილი კომპანიის უფროსის ცხედარი იპოვეს

აფეთქება თბილისში – შემთხვევა ნუცუბიძის ქუჩაზე, ერთ ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. საგანგებოს ინფორმაციით, არავინ დაშავებულა და აფეთქებას ხანძარი და ნგრევა არ მოჰყოლია. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ეკიპაჟებია მობილიზებული. მთავარი

ნუცუბიძეზე 80 წლის მამაკაცი მანქანის დაჯახებას შეეწირა

ნუცუბიძეზე 80 წლის მამაკაცი მანქანის დაჯახებას შეეწირა

თბილისში, ნუცუბიძეზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაცია “მთავარ არხს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 80 წლამდე ასაკის კაცი, რომელიც ქვეითად გადაადგილდებოდა, ავტომობილის დაჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ავარია ნუცუბიძეზე – დაშავებულია ორი ადამიანი

ავარია ნუცუბიძეზე - დაშავებულია ორი ადამიანი

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშვდა ორი ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

თბილისში, ნუცუბიძეზე, ხევში ავტომობილი გადავარდა

თბილისში, ნუცუბიძეზე, ხევში ავტომობილი გადავარდა

თბილისში, ნუცუბიძეზე, ხევში ავტომობილი გადავარდა. ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა დილით მოხდა. გავრცელებული ცნობის თანახმად, ტაქსის მძღოლს საჭესთან ჩაეძინა და შემთხვევაც ამის შედეგად მოხდა. ტაქსის მძღოლი ამოიყვანეს ხევიდან, ის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. ნიუპოსტი

ავარია ნუცუბიძეზე – დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის 2 ინდოელია

ავარია ნუცუბიძეზე - დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის 2 ინდოელია

11 იანვარს ნუცუბიძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაშავებულია 4 ადამიანი. დაშავებულთა შორის 2 ინდოეთის მოქალაქეა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

ნუცუბიძეზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

რუსთავი2-ის გადამღები ჯგუფი რუხის ციხესთან გაქურდეს

,,პირველის” ინფორმაციით, თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში 35-წლამდე ასაკის კაცის ცხედარი იპოვეს. ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. როგორც ,,პირველს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პირველადი დათვალიერებით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. ისჯება თავისუფლების შეზღუდვით სამ წლამდე ან თავისუფლების […]

საბურთალოზე პოლიციას 32 წლის მამაკაცი დაკავების დროს შემოაკვდა

ავარია ქუთაისში - დაშავებულია ბავშვი

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი მაშინ გარდაიცვალა, როცა პოლიცია მის დაკავებას ცდილობდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 32 წლის ახალგაზრდა პოლიციას შეამოკვდა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. “მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, საღამოს, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, მოქალაქეებმა მეზობლური კონფლიქტის ფაქტზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. შემთხვევის ადგილზე მისულმა პატრულ-ინსპექტორებმა კონფლიქტი განმუხტეს და კანონით გათვალისწინებული […]

ნუცუბიძის ქუჩაზე ავტომობილი განათების ბოძს შეეჯახა

ნუცუბიძის ქუჩაზე ავტომობილი განათების ბოძს შეეჯახა

ნუცუბიძის ქუჩაზე რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც 1tv.ge თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, მსუბუქი ავტომობილი გარე განათების ბოძს შეეჯახა, რის შედეგადაც ბოძი წაიქცა და როგორც ავტომობილი, ასევე სამარშრუტო მიკროავტობუსი დააზიანა. არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ნუცუბიძის ქუჩაზე მოძრაობა შეფერხდა. ფოტო/წყარო 1tv.g