ჭდე: ოპოზიცია

პარლამენტში ვითარება უკონტროლოა – ფიზიკური დაპირისპირება ოპოზიციასა და უსაფრთხოების სამსახურს შორის

პარლამენტში ვითარება უკონტროლოა - ფიზიკური დაპირისპირება ოპოზიციასა და უსაფრთხოების სამსახურს შორის

პარლამენტში ვითარება უკონტროლოა – ფიზიკური დაპირისპირებაა ოპოზიციასა და უსაფრთხოების სამსახურს შორის. ადგილზე იმყოფებიან ლევან ხაბეიშვილი, თემურ ჯანაშია, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბოტკოველი, გიგა ლემონჯავა, რომლებიც ასევე მონაწილეობენ დაპირისპირებაში, რომელიც მათ უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების მხრიდან შეხვდათ. ამ წუთებში, ადგილიდან ხაბეიშვილის გაყვანას ძალის გამოყენებით ცდილობენ.

“ვერავის ვერ გადაუღუნოთ, დავაი, დაახვიეთ” – როგორ მიმართა რიჟვაძემ ოპოზიციას

"ვერავის ვერ გადაუღუნოთ, დავაი, დაახვიეთ" - როგორ მიმართა რიჟვაძემ ოპოზიციას

აბა გამახსენე, რას ვამბობდი მიხეილ სააკაშვილზე,წეღან როგორც ამბობდით რესტორნებში დადიოდაო, აბა გამახსენდეთ რა ვთქვი, თქვე ჭორიკნებო… ვერავის ვერ გადაუღუნოთ, დავაი, დაახვიეთ – ამ სიტყვებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ოპოზიციას მიმართა. უმაღლეს საბჭოში გუშინ წლიური ანგარიშის წარდგენა იყო, თუმცა მთელი სხდომის განმავლობაში რიჟვაძე შეურაცხყოფას აყენებდა ოპონენტებს, ემუქრებოდა მათ, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით და ცინიკური გამონათქვამებით “შე უზრდელო ბავშვო […]

პრეზიდენტი – “მოვუწოდებ მთავრობას, ოპოზიციის მონაწილეობით შეიქმნას უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული ფორმატი”

პრეზიდენტი - "მოვუწოდებ მთავრობას, ოპოზიციის მონაწილეობით შეიქმნას უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული ფორმატი"

მოვუწოდებ მთავრობას, რომ ოპოზიციურ სპექტრის მონაწილეობით შეიქმნას უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული, ან სხვა ფორმატი, სადაც განხილული იქნება ყველა სენსიტიური საკითხი. აქვე, კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ, რომ ამ ყველასათვის უმძიმეს პერიოდში გამოვაცხადოთ მორატორიუმი სიძულვილის ენის გამოყენებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, წლიური ანგარიშით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტმა მიმართა მთავრობას და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. „ამ ურთულეს პერიოდში […]

მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციას – “იმის დედას შევე-ი, ვინც ჩვენ შორის რუსული საქმე აკეთა”

მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციას - "იმის დედას შევე-ი, ვინც ჩვენ შორის რუსული საქმე აკეთა"

ჩვენს და თქვენს შორის ვინც რუსული საქმე გააკეთა და დღემდე აკეთებს, იმის დედას შ… მე, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნება“ ახლა ერთიან აზრზე იმყოფება და ოპოზიცია „ვერ ეღირსება განსხვავება შეიტანოთ“. „ბევრი საუბარი მინდოდა გავლილ წლებზე, ამ არსებებზე – „ნაციონალურ მოძრაობაზე“, რადიკალურ ოპოზიციაზე, რეზოლუციაზე, რომელზეც დღემდე […]

ოპოზიციის ნაწილმა თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

ოპოზიციის ნაწილმა თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

კოორდინაციაში მყოფმა ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს. კანდიდატები პარტია ,,დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, „გირჩი – მეტი თავისუფლებას” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ და ,,ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ წარადგინეს. კერძოდ, პარტია ,,ევროპული საქართველოდან” სამგორის მაჟორიტარი კანდიდატი დათო ჟღენტი იქნება, ისანში – ბესიკ დონაძე, ჩუღურეთში კი გიორგი ნონიაშვილი. პარტია ,,დროას” გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება პარტიის ლიდერი ელენე ხოშტარია, ვაკის […]

ხათუნა ლაგაზიძე – “ამ ოპოზიციაში დიდი ცვლილებებია საჭირო, ამომრჩეველს და დასავლეთს მან იმედები გაუცრუა”

ხათუნა ლაგაზიძე - "სააკაშვილის დონის ლიდერი დღეს საქართველოში არ არის"

ხათუნა ლაგაზიძემ ფეისბუქში დაწერა: “რითიც უნდა დამთავრდეს მოლაპარაკებები, ქართული პოლიტიკური ველის მასშტაბური განახლება გარდაუვალია. და თუ ოპოზიცია თავის თავში ვერ იპოვის ძალას, ეს ისევ, და უკვე ტრადიციულად ქართული პოლიტიკისთვის, მმართველი პარტიის ბაზაზე მოხდება და გახარია მხოლოდ დასაწყისია. შარლ მიშელზე მეტად საქართველოში შექმნილ რეალობაზე თვალის ახელა ქართულ ოპოზიციას მართებს დაინახავენ განახლების აუცილებლობას და იპოვიან საკუთარ თავში […]

ოპოზიცია საგანგებო რეჟიმზე გადადის – “შევალთ ყველა ოჯახში”

ოპოზიცია საგანგებო რეჟიმზე გადადის - "შევალთ ყველა ოჯახში"

„დღეიდან ოპოზიცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა საკანონმდებლო ორგანოსთან, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა. მისივე თქმით, ოპოზიცია 15 მაისს რუსთაველის გამზირზე კვლავ შეიკრიბება. „დღეიდან ოპოზიცია გადადის მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გეგმაზე, რაც თვალისწინებს იმას, რომ ჩავალთ ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, შევალთ ყველა ოჯახში და დავარწმუნებთ ჩვენ მოსახლეობას, […]

პრეზიდენტის სასახლეში ხელისუფლების და ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს

პრეზიდენტის სასახლეში ხელისუფლების და ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს

ორბელიანების სასახლეში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ ორგანიზებული შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მასპინძლობს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმყოფებიან ოპოზიციის ლიდერები და მმართველი გუნდის წევრები. ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას დღეს შეხვედრა შესთავაზა. როგორც მან აღნიშნა, “დადგა დრო, ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე”. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი მზადყოფნა გამოთქვა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, […]

მამუკა მდინარაძე – “მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ”

მამუკა მდინარაძე - "ნიკა მელიას იმუნიტეტს მოვუხსნით"

ალტერნატივა არ აქვს, არც დიალოგს, არც მოლაპარაკებას და არც კანონის უზენაესობას – მზად ვართ, მოლაპარაკების მაგიდასთან ვიყოთ, ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღოთ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანამ რომ განაგრძოს დემოკრატიული, სტაბილური განვითარება პასუხისმგებლობა ოპონენტებმაც უნდა გაიზიარონ. „რა თქმა უნდა, ჩვენ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს შევეხეთ. […]

ოპოზიცია 26 თებერვალს მასშტაბურ აქცია მოაწყობს – “ეს იქნება მსვლელობა თავისუფლებისკენ”

ოპოზიცია 26 თებერვალს მასშტაბურ აქცია მოაწყობს - "ეს იქნება მსვლელობა თავისუფლებისკენ"

ოპოზიცია 26 თებერვალს მასშტაბურ აქციას აანონსებს. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე განაცხადა, დიდი მსვლელობა 26 თებერვალს, 15:00 საათზე დაიწყება. „ახლა ჩვენ, თითოეული პატრიოტი და თვითონ ნიკა, მოგიწოდებთ, 26 თებერვალს, 15:00 საათზე ფილარმონიიდან დავიწყოთ დიდი მსვლელობა, რომელიც მიეძღვნება ოკუპაციას როდიონოვების, გავრილოვების წინააღმდეგ, ეს იქნება მსვლელობა თავისუფლებისთვის“,-აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.