ჭდე: ორი ნაბიჯი

„ორ ნაბიჯში“ კონსულტანტი ქალები და დაცვის ქალი თანამშრომელი ცემა ერთმა მთვრალმა უცხოელმა“ – ნიკა საჯაია

„ორ ნაბიჯში“ კონსულტანტი ქალები და დაცვის ქალი თანამშრომელი ცემა ერთმა მთვრალმა უცხოელმა“ - ნიკა საჯაია

ნიკა საჯაია სოციალურ ქსელში წერს: „ორ ნაბიჯში” კონსულტანტი ქალები და დაცვის ქალი თანამშრომელი ცემა ერთმა მთვრალმა უცხოელმა და მინიმუმ 5 აყლაყუდა „ქართველი კაცი” ამას უყურებდა და ნაზად აშველებდა მხოლოდ ერთი!ბარემ მიშველებოდით ცემაში…ვიდეოს არ ვაზიარებ მხოლოდ დაზარალებულთა ინტერესებიდან გამომდინარე… ორი ნაბიჯი და ნორმალური დაცვის კომპანიის დაქირავება რაღა გაგიხდათ?!“

 “ორ ნაბიჯში” ვირთხა აღმოაჩინეს – ვიდეო

 "ორ ნაბიჯში" ვირთხა აღმოაჩინეს - ვიდეო

კამპანია “არა მონობას” სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, რომელიც ვარკეთილში, “ორი ნაბიჯის” ფილიალშია გადაღებული. “ვირთხა „ორი ნაბიჯის“ ფილიალში – ვიდეო ჩვენმა მომხმარებელმა გამოგვიგზავნა მისი თქმით ვიდეო ვარკეთილში 39 ნომრის გაჩერებასთან არსებულ ფილიალშია გადაღებული.იმის მიუხედავად რომ ვიდეო მძიმე სანახავია მართებულად ვთვლით გამოვაქვეყნოთ და მოვუწოდოთ სურსათის ეროვნული სააგენტო შეამოწმოს აღნიშნული ობიექტი!” ნიუპოსტი https://www.facebook.com/aramonoba/videos/827182114313067/

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს. მაღაზია „ორი ნაბიჯის“ დაყაჩაღებისას თავდამსხმელებმა, რომელთაგან ერთი ცეცხლსასროლი იარაღით, მეორე კი დანით იყო შეიარაღებული მაღაზიიდან 400 ლარამდე თანხა წაიღეს. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი. მომხდარს შსს 179-ე მუხლით იძიებს.

სუპერმარკეტ “ორ ნაბიჯში” 71 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

სუპერმარკეტ "ორ ნაბიჯში" 71 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

გუშინ 15 დეკემბერს, შუადღეზე, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, სუპერმარკეტ “ორ ნაბიჯში” 71 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. მამაკაცი სუპერმარკეტში პურის საყიდლად იყო შესული და მოულოდნელად შეუძლოდ გახდა. ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. როგორც “პრაიმტაიმს” შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

რატომ აღარ ყიდის ”ორი ნაბიჯი” კოკა-კოლას – ”მან მიუღებელი გადასახადი დაგვიწესა”

რატომ აღარ ყიდის ”ორი ნაბიჯი” კოკა-კოლას - ”მან მიუღებელი გადასახადი დაგვიწესა”

“მაღაზიათა ქსელმა „ორი ნაბიჯი“ Coca-Cola-ს ბრენდს მიუღებელი გადასახადები დაუწესა, რაც შეუთანხმებლობის მთავარი მიზეზი გახდა“ – ამის შესახებ BM.GE-ს თემურ ჭყონიამ განუცხადა. ბიზნესმენი აბობს, რომ „ორი ნაბიჯი“ ბაზრის მოთხოვნებს არ ითვალისწინებს და კომპანია კონკრეტული ადამიანების პირადი სურვილების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი პროდუქცია გაიყიდება მარკეტებში. “კოკა–კოლა“–ს არ გაყიდვით ჩვენზე მეტ ზარალს ორი ნაბიჯის ქსელი მიიღებს. არის […]

მოლარე ქალმა ”ორი ნაბიჯის” მძარცველი კაცი ქუჩაში დაიჭირა და უკან მაღაზიაში შეათრია – ვიდეო

მოლარე ქალმა ”ორი ნაბიჯის” მძარცველი კაცი ქუჩაში დაიჭირა და უკან მაღაზიაში შეათრია - ვიდეო

მოსკოვის გამზირზე, მაღაზია “ორ ნაბიჯში” თანხის მოსაპარად შესული ახალგაზრდა კაცი, მოლარე ქალმა დააკავა. მძარცველმა მოპაური 65 ლარით მხოლოდ ორი ნაბიჯის გადადგმა მოასწრო. მას მაღაზიის თანამშრომლები დაედევნენ, თანხა დააბრუნებინეს და სამართალდამცველები მხოლოდ ამის შემდეგ გამოიძახეს. “ორ ნაბიჯში” მისულ პოლიციას კონსულტანტების მიერ დაკავებული ახალგაზრდა ბიჭი დახვდა.

მუხიანში “ორი ნაბიჯის” მაღაზია დააყაჩაღეს

მუხიანში "ორი ნაბიჯის" მაღაზია დააყაჩაღეს

მუხიანში, დუმბაძის გამზირზე მდებარე ქსელური სუპერმარკეტ “ორი ნაბიჯის” მაღაზია დააყაჩაღეს. ადგილობრივების ინფორმაციით, თანამშრომლებს მაღაზია დღეს დილით გატეხილი დახვდათ. ადგილზე ამ წუთებში კრიმინალური პოლიცია მუშაობს. ჯერჯერობით უცნობია, რა ზარალი მიაყენეს მაღაზიას მძარცველებმა.