ჭდე: პაატა ნადირაძე

ჭიათურის მერი პაატა ნადირაძე გადადგა

ჭიათურის მერი პაატა ნადირაძე გადადგა

ჭიათურის მერმა, პაატა ნადირაძემ თანამდებობა დატოვა. ნადირაძე გადადგომის კონკრეტულ მიზეზებზე ამ დროისთვის არ საუბრობს და აცხადებს, რომ მიზეზებთან დაკავშირებით განცხადებას მომავალში გააკეთებს. პაატა ნადირაძე ჭიათურის მერი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა, მანამდე ის იმერეთის პირველი ვიცე-გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა. პირველი არხი

ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ რესტორანში მოქალაქე ცემა

ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ რესტორანში მოქალაქე ცემა

ჭიათურის მერს პაატა ნადირაძეს და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა მაღალი თანამდებობის პირებს პოლიცია ძალადობაში ადანაშაულებს. საგამოძიებო ორგანოს ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ჭიათურის ერთ-ერთ რესტორანში ორი სუფრის წევრებს შორის ჩხუბი მოხდა, რომელშიც ჭიათურის მოქმედი მერი პაატა ნადირაძე მონაწილეობდა. შსს-ის ცნობით, მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისმხობს. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით 2-დან 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. […]