ჭდე: პაკისტანი

მიწისძვრა პაკისტანში – 20 ადამიანი დაიღუპა

მიწისძვრა პაკისტანში - 20 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა. 6 მაგნიტუდამდე სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგებს მასშტაბური ნგრევა მოჰყვა. დაიღუპა 20 და დაშავდა 150-ზე მეტი ადამიანი. გარდაცვლილებს შორის არიან ბავშვები. პაკისტანის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ შესაძლოა, დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს. სტიქიის ზონაში მაშველები მუშაობენ. რუსთავი 2

პაკისტანელი ბანკირი ლაჰორ-ყარაჩის ბორტის კატასტროფას ცოცხალი გადაურჩა

პაკისტანელი ბანკირი ლაჰორ-ყარაჩის ბორტის კატასტროფას ცოცხალი გადაურჩა

პაკისტანში ლაჰორ-ყარაჩის ბორტის კატასტროფის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი 107-ვე ადამიანი დაიღუპა. ბოლო ცნობებით, 2 მგზავრი ცოცხალი გადარჩა. ისინი არიან ზაფარ მასუდი და მოხდ ზუბაირი. ორივენი სტაბილურ მდგომარეობაშო არიან. ზაფარ მასუდი პენჯაბის ბანკის პრეზიდენტია.

პაკისტანში მატარებელს ხანძარი გაუჩნდა – 46 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანში მატარებელს ხანძარი გაუჩნდა - 46 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანში, მატარებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 46-მდე გაიზარდა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ათობით ადამიანი დაშავებულია. როგორც ცნობილია, მატარებელს ცეცხლი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მგზავრების მცდელობის დროს, საუზმე მოემზადებინათ, გადასატანი გაზქურა აფეთქდა. ადგილობრივი სამართალდამცველების ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს. მედიის ცნობით, მატარებელი სამხრეთ ქალაქ კარაჩიდან რავალპინდში მიემგზავრებოდა. სავარაუდოდ, ვაგონები გადატვირთული იყო.

პაკისტანში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა

პაკისტანში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა

პაკისტანში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. არსებული ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად, 24 ადამიანი დაიღუპა და 450 დაშავდა. ძირითადი ზარალი დაფიქსირდა სოფლებში, სადაც სახლების დიდი ნაწილი დაინგრა. მიწისძვრის შედეგად დაზიანდა ქალაქების ჯემულესა და მირპურს შორის მდებარე რაიონი.

პაკისტანში სამხედრო თვითმფრინავი შენობას შეეჯახა – 17 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანში სამხედრო თვითმფრინავი შენობას შეეჯახა - 17 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანში საცდელი ფრენისას სამხედრო თვითმფრინავი შენობას შეეჯახა, რის შედეგადაც ეკიპაჟის ხუთივე წევრი და 12 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. შემთხვევა საგარნიზონო ქალაქ რავალპინდიში მოხდა. „შენობა, რომელსაც თვითმფრინავი შეეჯახა, სრულად განადგურდა“, – განაცხადა ოფიციალურმა სამხედრო პირმა შემთხვევის ადგილზე. ქალაქი რავალპინდი დედაქალაქ ისლამაბადთან ახლოს მდებარეობს, სადაც პაკისტანის არმიის შტაბია განთავსებული. იპნ

პაკისტანში ქვანახშირის მაღაროში აფეთქებას 16 ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანში ქვანახშირის მაღაროში აფეთქებას 16 ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანში, ქალაქ კვეტის მახლობლად ქვანახშირის მაღაროში აფეთქება მოხდა. მაღაროს ჩამონგრევას 16 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 9 ადამიანი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ადგილზე მასშტაბური სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. უკვე ნაპოვნია 5 ცხედარი.აფეთქებას ამავე მაღაროში 2011 წელს 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანში ახალ ამბებს ტრანსგენდერი ქალი წაიყვანს

პაკისტანში ახალ ამბებს ტრანსგენდერი ქალი წაიყვანს

21 წლის მარვია მალიკი პირველი ტრანსგენდერი იქნება, რომელიც პაკისტანში ახალი ამბების გამოშვებას გაუძღვება. ინფორმაციას სიენენი ავრცელებს. მალიკი ეთერში პირველად 23 მარტს გამოჩნდა და ფაქტს პაკისტანში სოციალური ქსელეების მომხმარებელთა მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. 2017 წლის მონაცემებით, ქვეყანაში 10 ათასი ტრანსგენდერი ცხოვრობს. პაკისტანის მოსახლეობის რაოდენობა 200 მილიონამდეა. იმედინიუსი

შეყვარებული წყვილი მათმა მშობლებმა დახოცეს

შეყვარებული წყვილი მათმა მშობლებმა დახოცეს

პაკისტანის ქალაქ კარაჩიში შეყვარებული არასრულწლოვნები, რომლებიც გაქცევას და დაქორწინებას აპირებდნენ, მშობლებმა და ახლობლებმა მოკლეს. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დანაშაულში ორივე ოჯახის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მათ შორის მოკლულთა მამები და ბიძები. თავდაპირველად 15 წლის ბაკჰთ ჯანი მოკლეს, მეორე დღეს კი მისი მეგობარი ბიჭი, 17 წლის რეჰმანი. გავრცელებული ინფორმაციით, შეყვარებულთა მშობლები მათ დაქორწიენაბაზე თანახმანი იყვნენ, თუმცა შემდეგ საქმეში უხუცესთა […]

პაკისტანში ნავთობის ტანკერი აფეთქდა, 123 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანში ნავთობის ტანკერი აფეთქდა, 123 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანში ნავთობის ტანკერის აფეთქების შედეგად სულ მცირე 123 ადამიანი გარდაიცვალა. ტანკერი ქალაქ ბაჰავალპურთან მკვეთრ მოსახვევში ამობრუნდა. შემთხვევის ადგილზე ასობით ადამიანი მივიდა, რა დროსაც ტანკერს ცეცხლი გაუჩნდა და აფეთქდა. სამაშველო სამსახურის ცნობით, დაღუპულთა გარდა არიან დაშავებულებიც, რომელთა რაოდენობაც 80-მდეა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

პაკისტანელ მამაკაცს ფეისბუქზე გამოქვეყნებული სტატუსის გამო სიკვდილით დასჯიან

პაკისტანელ მამაკაცს ფეისბუქზე გამოქვეყნებული სტატუსის გამო სიკვდილით დასჯიან

პაკისტანში 30 წლის მამაკაცს, თაიმორ რაზას სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა და ამის მიზეზი მის მიერ სოციალურ ქსელ ფეისბუქში გამოქვეყნებული სტატუსია, რომელშიც ის ღმერთს გმობს. რელიგიის შეურაცხყოფა პაკისტანში მძიმე დანაშაულად ითვლება და ამის გამო მკაცრი სასჯელიც არსებობს, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის გამო, ვინმეს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. ამ შემთხვევის შემდეგ პაკისტანში სავარაუდოდ […]