ჭდე: პანკისის ხეობა

სუსი – “პანკისში დაკავებული 5 მოქალაქე ისლამურ სახელმწიფოში გაწევრიანდა და სირიაში წასვლას აპირებდა”

სპეცოპერაცია პანკისში - სუსმა მაგამედ მაჩალიკაშვილი, იუსუფ თათიაშვილი და კიდევ რამდენიმე პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასა და 5 პირის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, დაკავებული პირები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაწევრიანდნენ და სირიაში – ტერორისტების ბანაკში გამგზავრებას გეგმავდნენ. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან თანამშრომლობით, კახეთის რეგიონში ჩატარებული სპეციალური ღონისძიებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, […]

სპეცრაზმმა პანკისის ხეობა დატოვა

სპეცრაზმმა პანკისის ხეობა დატოვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა პანკისის ხეობა დატოვეს, თუმცა ადგილზე კვლავმობილიზებულები არიან სამართალდამცავები, რომლებიც ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად დარჩნენ. ხეობიდან ამ დრომდე არ გაუყვანიათ შსს-ს ბალანზე მყოფი ავტომობილები, რომლებიც ადგილობრივებმა დაწვეს. ასევე დამწვარია ტრაქტორი, რომელიც ჰესის მშენებლობისთვის საჭირო სამუშაოებს მდინარის პირას აწარმოებდა. სოფელ ბირკიანში ასევე დაიშალნენ პანკისის ხეობაში მცხოვრებთა ნაწილი, თუმცა ნაწილი კვლავ […]

გახარია – ”ჰესი აშენდება, თუ მოსახლეობის 90% ამას მხარს დაუჭერს”

გახარია - ”ჰესი აშენდება, თუ მოსახლეობის 90% ამას მხარს დაუჭერს”

შს მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში გაგრძელდება, თუ მოსახლეობის 90 პროცენტის მხარდაჭერა ექნება. ამასთან, მინისტრმა მოსახლებას კიდევ ერთხელ მიმართა, რომ ქვების სროლა გამოსავალი არ არის. „ჰესს რაც შეეხება, მშენებლები ამ ჰესთან დაკავშირებით გააგრძელებენ თქვენთან ლაპარაკს და იმაზე, რაზეც შეთანხმდება მოსახლეობა, ისეთი იქნება გადაწყვეტილება. ოღონდ ერთი რამე იცოდეთ, ქვების სროლა […]

ნინო ჩხობაძე – “პანკისის ხეობა არის პატარა და ნებისმიერი მოცულობის ჰესი შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი”

ნინო ჩხობაძე - "პანკისის ხეობა არის პატარა და ნებისმიერი მოცულობის ჰესი შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი"

„მწვანეთა მოძრაობის“ ხელმძღვანელი ნინო ჩხობაძე პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. იმ საფრთხეებს, რაზეც პანკისის მოსახლეობა საუბრობს, ნინო ჩხობაძეც იზიარებს. იგი აცხადებს, რომ პროცედურები, რომელიც უნდა განხორციელებულიყო მშენებლობის დაწყებამდე, არ განხორციელდა, ამიტომ მოსახლეობის შიში გამართლებულია. მისივე თქმით, მოლაპარაკებები მოსახლეობასთან უნდა ეწარმოებინა ინვესტორს და არა პოლიციას. „თვითონ პანკისის ხეობა არის ძალიან მცირე და პატარა და არ აქვს მნიშვნელობა […]

”დაემორჩილონ მოთხოვნებს, თორემ პოლიცია იმოქმედებს სრული სიმკაცრით” – შსს პანკისის ხეობის მცხოვრებლებს მიმართავს

”დაემორჩილონ მოთხოვნებს, თორემ პოლიცია იმოქმედებს სრული სიმკაცრით” - შსს პანკისის ხეობის მცხოვრებლებს მიმართავს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პანკისში დაპირისპირების შედეგად ჯამში, 27 ადამიანი დაშავდა, საიდანაც 12 ადგილობრივი, 15 კი სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენელია. პანკისში შექმნილ ვითარებაზე შსს-ში ცოტა ხნის წინ სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. „როგორც თქვენთვის უკვე ცნობილია, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ამ წუთებში შეხვედრას მართვას პანკისის ხეობის მოსახლეობასთან. მანამდე კი მოგაწოდებთ ინფორმაციას პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, […]

“რუსეთმა პანკისის წაღება გადაწყვიტა” – ვინ შემოუშვა საქართველოში რამზან კადიროვის ხალხი

"რუსეთმა პანკისის წაღება გადაწყვიტა" - ვინ შემოუშვა საქართველოში რამზან კადიროვის ხალხი

15 ივნისს, რამადანის დღესასწაულზე, პანკისის ხეობაში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, შსს-მ ხეობაში სპეცდანიშნულების რაზმი შეიყვანა. ხეობაში სიტუაცია რუსული სანომრე ნიშნებიანი მანქანების გამოჩენას მოჰყვა. მანქანებზე ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის რამზან კადიროვის მამის, ახმედ კადიროვის დიდი სურათი იყო გაკრული. მანქანებში მყოფები ხმამაღლა გაჰყვიროდნენ: “ახმადი ძალაა”. მოგეხსენებათ, რომ პანკისში სალაფიტებიც ცხოვრობენ. ისინი რამზან კადიროვს თავიანთ […]

მაჩალიკაშვილების ოჯახი – ”პანკისი საქართველოს ნაწილია და ჩვენ სხვა სამშობლო არ გვაქვს”

მაჩალიკაშვილების ოჯახი - ”პანკისი საქართველოს ნაწილია და ჩვენ სხვა სამშობლო არ გვაქვს”

– მედიაში გაკეთებული ჩვენი ემოციური განცხადება პანკისის დაკარგვის თაობაზე არ შეიცავდა სხვა აზრს, გარდა იმისა, რომ ხელისუფლების მიმართ ხეობის ნდობის პრობლემაზე გაგვესვა ხაზი. ასე ეხმაურება პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, თუ „დამნაშავე პირები არ დაისჯებიან, ხელისუფლება პანკისს დაკარგავს“. თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის […]

„ძალიან საშიში სიტუაციაა“ – რა ხდება პანკისში და ვინ ცდილობს ვითარების არევას

„ძალიან საშიში სიტუაციაა“ - რა ხდება პანკისში და ვინ ცდილობს ვითარების არევას

პანკისის სპეცოპერაციისას თავს არეში მძიმედ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ოჯახი სამძიმარს ამ წუთებში იღებს. ხეობის მოსახლეობა კი იმ სპეცრაზმელის დასჯას ითხოვს, რომელმაც ახალგაზრდას თავის არეში ესროლა. 19 წლის ბიჭის დედის, აიზა მარგოშვილის თქმით, მისი შვილი დღეს დილით უნდა გადაეყვანათ თურქეთის კლინიკაში სამკურნალოდ. – დღეს, დილით უნდა გადაგვეყვანა და სპეციალურად მომიკლეს შვილი ამ ფაშისტებმა, არაფრის […]

ხასო ხანგოშვილი კახეთის გუბერნატორს ხვდება – “შევარდნენ და პირდაპირ შუბლში დაახალეს ტყვია. ეს არის ჩვენი პრეტენზია”

ხასო ხანგოშვილი კახეთის გუბერნატორს ხვდება - "შევარდნენ და პირდაპირ შუბლში დაახალეს ტყვია. ეს არის ჩვენი პრეტენზია"

ამ წუთებში პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის საკითხს განიხილავენ კახეთის მხარის გუბერნატორთან შეხვედრაზე. ამის შესახებ „ნიუპოსტს“ პანკისის ხეობის უხუცესმა ხასო ხანგოშვილმა აცნობა. ხანგოშვილის თქმით, პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭო ხელისუფლებას პეცოპერაციასთან დაკავშირებით ობიექტური გამოძიების ჩატარებისა და სპეცრაზმელების დასჯისკენ მოუწოდებს. უხუცესთა საბჭოს წარმომადგენელი ამბობს, რომ სპეციალურ მიმართვას ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ამ დრომდე არ გამოხმაურებიან. – […]

პანკისის სპეცოპერაციისას დაკავებული ბრალს არ აღიარებს

სუსის თანამშრომელი სხვადასხვა ორგანიზაციაში საიდუმლოდ მუშაობას შეძლებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დღეს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ერთ-ერთი პირის ადვოკატის ირაკლი ბენიას განცხადებით,  მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი არ აღიარებს ბრალდებას, რასთან დაკავშირებითაც ის არის აყვანილი. ინფორმაციას 1tv ავრცელებს. ბენიას თქმით, ის თავისი დაცვის ქვეშ მყოფს შეხვდა, თუმცა მისი ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე ვერ ისაუბრებს. – ოფიციალურად ბრალი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ჯერ არ აქვს […]