ჭდე: პარიზი

მაკრონმა ზურაბიშვილი პარიზში მიიწვია

სალომე ზურაბიშვილი პარიზში ემანუელ მაკრონს შეხვდა

საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. „პრეზიდენტებმა შეშფოთება გამოთქვეს უკრაინის სუვერენობის წინააღმდეგ მიმართული რუსული აგრესიის გამო. საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ მძიმე ვითარებაში, ის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. პრეზიდენტებმა საუბრისას ხაზი გაუსვეს გაეროსა და სხვა საერთაშორისო ფორმატებში ჩვენი ერთიანი პოზიციის მნიშვნელობას. […]

“პარიზის ცენტრში ქართულად მოსაუბრე ბავშვი და დედამისი მე-4 დღეა, გარეთ ათევენ”

"პარიზის ცენტრში ქართულად მოსაუბრე ბავშვი და დედამისი მე-4 დღეა, გარეთ ათევენ"

ელენამ ფეისბუქში დაწერა: “დღეს პარიზის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე გავიგე ქართულად მოსაუბრე პატარა ბავშვის ლაპარაკი და მისი დედა. ოჯახი, რომელიც უკვე მე 4 დღეა, გარეთ ათევს. ისინი შეეკედლნენ ერთერთ მაღაზიას, საიდანაც ცხელი ჰაერი გამოდიოდა და სამწუხაროდ, ესეთი ხალხი ძალიან ბევრია. მე დროს უქონლობის გამო, შეძლებისდაგვარად დავეხმარე და გავაგზავნე ამ მისამართზე: 3 Rue de Lesdiguières. Bastille ამ […]

საფრანგეთის საგარეო მინისტრი პარიზში სააკაშვილის მხარდამჭერებს შეხვდა

საფრანგეთის საგარეო მინისტრი პარიზში სააკაშვილის მხარდამჭერებს შეხვდა

ასოციაციის “საფრანგეთიდან დანახული საქართველო” ინიციატივით, საფრანგეთის საგარეო სამინისტროსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციას პარიზში მცხოვრები ქართველები და ჩეჩენი დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს უყურადღებოდ არ დაუტოვებია ქართველების პროტესტი და აქციის ორგანიზატორები შენობაში შეიპატიჟა. – შეხვედრა იყო ძალიან კონსტრუქციული, დეტალურად ავხსენით, როგორ განხორციელდა მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება, ყურადღება გავამახვილეთ პენიტენციური სისტემის გავრცელებულ კადრებზე. მნიშვნელოვანი იყო  აგვეხსნა საფრანგეთის […]

ხანძარი პარიზში

ხანძარი პარიზში

პარიზის ცენტრში, ოპერის მოედანთან ახლოს, კაპუცინების ბულვარზე მდებარე ერთ-ერთ შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. „მეხანძრეები ჩართულები არიან, მოერიდეთ ტერიტორიასთან მიახლოებას“, – ნათქვამია ადგილობრივი პოლიციის განცხადებაში. ხანძრის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. იპნ

პარიზის პოლიციამ შეიარაღებული მამაკაცი დაჭრა

პარიზის პოლიციამ შეიარაღებული მამაკაცი დაჭრა

პარიზის პოლიციამ ესროლა და მძიმედ დაჭრა მამაკაცი, რომელიც დედაქალაქში, სენ-ლაზარეს რკინიგზის სადგურში მათ დანით დაემუქრა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, მამაკაცმა, რომელსაც პოლიცია იმის გამო მიუახლოვდა, რომ პირბადე არ ეკეთა, დანა ამოიღო და „ალაჰ აკბარ“ დაიყვირა. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. პარიზის პროკურატურამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მკვლელობის მცდელობისა და ტერორიზმის წახალისების ფაქტებზე დაიწყო. იპნ

“დაიყვირა ალაჰ აკბარ და ქალ პოლიციელს ყელი გამოჭრა” – მკვლელობა პარიზის მახლობლად

"დაიყვირა ალაჰ აკბარ და ქალ პოლიციელს ყელი გამოჭრა" - მკვლელობა პარიზის მახლობლად

საფრანგეთში თავდამსხმელმა პოლიციის განყოფილების შესასვლელთან პოლიციის ადმინისტრაციის ქალი თანამშრომელი დანით სასიკვდილოდ დაჭრა. შემთხვევა პარიზის მახლობლად, ქალაქ რამბუიეში მოხდა. სავარაუდო თავდამსხმელი ტუნისიდან იყო წარმოშობით და საფრანგეთში ლეგალურად ცხოვრობდა. ის პოლიციელების მხრიდან გახსნილი ცეცხლისას დაიღუპა. პოლიცია შესაძლო მოტივზე ჯერ არ საუბრობს. მომხდარზე გამოძიება საფრანგეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა სამსახურმა დაიწყო. მომხდარს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა ტერორისტული თავდასხმა უწოდა. პარიზის რეგიონის […]

პარიზში მასწავლებელს თავი მოჰკვეთეს – დამნაშავე მოსკოველი 18 წლის ახალგაზრდაა

პარიზში მასწავლებელს თავი მოჰკვეთეს - დამნაშავე მოსკოველი 18 წლის ახალგაზრდაა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარიზის გარეუბანში მომხდარ მკვლელობას “ისლამისტური ტერაქტი” უწოდა. „ის იმიტომ მოკლეს, რომ გამოხატვის თავისუფლებას ასწავლიდა. ეს იყო ისლამისტური ტერაქტი. ისინი ვერ გაიმარჯვებენ, ჩვენ ვიმოქმედებთ,“- განაცხადა ემანუელ მაკრონმა. საფრანგეთში, პარიზის გარეუბანში, რამდენიმე საათის წინ მასწავლებელი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს თავი მოჰკვეთეს. პოლიციის ინფორმაციით, თვითმხილველები აცხადებენ, რომ თავდამსხმელმა დაიყვირა : „ალაჰ აკბარ“. სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილს […]

ქართველმა მამაკაცმა პარიზის ცენტრში სვასტიკები დახატა

ქართველმა მამაკაცმა პარიზის ცენტრში სვასტიკები დახატა

საფრანგეთის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა საქართველოში 1989 წელს დაბადებული მამაკაცი, რომელმაც პარიზის ცენტრში მდებარე შენობაზე ნაცისტური სიმბოლოები დახატა. ფრანგული მედიის ცნობით, მამაკაცმა რივოლის ქუჩაზე მდებარე შენობის სვეტებზე 20-მდე ნაცისტური სვასტიკა გამოსახა. ფაქტს პარიზის მერია და პირადად საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ჯერალდ დარმანინი გამოეხმაურნენ. „ამ აუტანელი შეტყობინების პრევენცია უსაფრთხოების სამსახურის მისიაა. დასუფთავების ჯგუფები დაუყოვნებლივ ჩაერთვებიან ყველა ნაკვალევის […]

შარლი ებდოს ყოფილ ოფისთან თავდასხმისთვის პარიზში 7 პირი დააკავეს

შარლი ებდოს ყოფილ ოფისთან თავდასხმისთვის პარიზში 7 პირი დააკავეს

პარიზში, ჟურნალ „შარლი ებდოს“ ყოფილ ოფისთან მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა 7 ადამიანი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შემთხვევის ადგილთან 18 წლის პაკისტანელი მამაკაცი დააკავეს, გარდა ამისა, ამავე ინციდენტთან დაკავშირებით, წინასწარი დაკავების იზოლატორში კიდევ 6 პირია მოთავსებული. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დარმანინმა განაცხადა, რომ თავდასხმა „აშკარა ისლამური ტერორიზმის აქტია.“  შემთხვევის ადგილზე ქვეყნის […]

პარიზში 10 კაცზე მეტის თავშეყრა იკრძალება

ფრანგმა ექიმებმა, მედდებმა, მომვლელებმა და სანიტრებმა ხელფასის მომატება მოითხოვეს

საფრანგეთში ახალი შეზღუდვების თანახმად, პარიზში 10-ზე მეტი პირის თავშეყრა აიკრძალება, დიდ ღონისძიებებზე დამსწრეთა დასაშვები რაოდენობა კი 5.000-დან 1.000-მდე შემცირდება. გარდა ამისა, იგეგმება საღამოს 20.00 საათის შემდეგ ალკოჰოლური სასმელების გაყიდვის აკრძალვაც. ბოლო დღეების განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატება მთელ საფრანგეთში ფიქსირდება. ქვეყანაში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსის 468.069 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან  გარდაცვლილია 31.416 ადამიანი.