ჭდე: პატიმარი

კლინიკა ვივამედში პატიმარმა თვითმკვლელობა სცადა

კლინიკა ვივამედში პატიმარმა თვითმკვლელობა სცადა

კლინიკა “ვივამედში” პატიმარმა თვითმკვლელობა სცადა. 26 წლის მამაკაცი  დაზიანებებით  კლინიკის პალატაში მედპერსონალმა იპოვა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ წუთებში კრიტიკულად მძიმეა. პატიმარი კორონავირუსზე მკურნალობდა. იყო სუიციდის მცდელობა, პაციენტი იმყოფება კრიტიკულ მდგომარეობაში ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის პარატზე. 12 საათზე გაწერეს პაციენტი, ფაქტი მოხდა 3-ის ნახევარზე”, – ამბობს კლინიკის წარმომადგენელი. ტვ პირველი

გურჯაანში პატიმარი გარდაიცვალა

გურჯაანში პატიმარი გარდაიცვალა

რამდენიმე დღის წინ გურჯაანის დროებითი მოთავსების იზოლატორში პატიმარი გარდაიცვალა. 41 წლის კაცი ოჯახში ძალადობის ბრალდებით იყო დაკავებული. შემთხვევის დღეს მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა ემსჯელათ. ერთ-ერთი ვერსიით, კაცს ეპილეფსიური შეტევა დაემართა და მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 342-ე მუხლის მეორე ნაწილით იძიებს, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა […]

გოჩა ლორთქიფანიძე – “ქსნის კოლონიაში პატიმარი კორონავირუსით გარდაიცვალა”

იუსტიციის ახალი მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე გახდება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, ქსნის დაწესებულების ერთი პატიმარი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ მინისტრმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ლორთქიფანიძემ განმარტა, პატიმარი სიმპტომების აღმოჩენისთანავე სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. „გვყავს გარდაცვლილი პატიმარი. მასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაჟღერებული იყო სპეციალური პენიტენციური დაწესებულების მიერ პირველ იანვარს […]

გლდანის ციხეში 39 წლის პატიმარი დ.კ. გარდაიცვალა – ”მას ბოდვითი აშლილობა ჰქონდა”

გლდანის ციხეში 39 წლის პატიმარი დ.კ. გარდაიცვალა - ”მას ბოდვითი აშლილობა ჰქონდა”

გლ­და­ნის ცი­ხე­ში 39 წლის მსჯავ­რდე­ბუ­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. შემ­თხვე­ვა წუ­ხელ, სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში მოხ­და. რო­გორც პე­ინ­ტენ­ცი­ურ სამ­სა­ხურ­ში AMBEBI.GE-ს გა­ნუ­ცხა­დეს, მსჯავ­რდე­ბუ­ლი დ.კ. მერ­ვე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დის მის­ვლის­თა­ნა­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. “21.10.2019 წ. და­ახ­ლო­ე­ბით 18:25 სთ-ზე დ.კ. შე­უძ­ლოდ გახ­და, რის გა­მოც სა­კან­ში გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლი იქნა ოჯა­ხის ექი­მი. 18:26 სთ-ზე სა­კან­ში მი­სულ სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს მსჯავ­რდე­ბუ­ლი უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დახ­ვდა, არ აღი­ნიშ­ნე­ბო­და სუნ­თქვა და არ […]

პატიმრების რაოდენობით საქართველო ევროპაში მეორე ადგილზეა – ჩვენ მხოლოდ რუსეთი გვისწრებს

N14 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებული ბიძინა ცხადაძე გარდაიცვალა

პატიმრების რაოდენობით საქართველო ევროპაში მეორე ადგილს იკავებს. ამის შესახებ ახალი ანგარიში ევროსაბჭომ გამოაქვეყნა. როგორც ევროსაბჭოს ანგარიშშია აღნიშნული, პატიმრების რაოდენობით პირველ ადგილს რუსეთი იკავებს, სადაც 100 000 მოსახლეზე 418,3 პატიმარი მოდის, მას მოჰყვება საქართველო 252,2 პატიმრით და აზერბაიჯანი 235 პატიმრით 100 000 მოსახლეზე. პატიმრების რაოდენობით პირველ ხუთეულშია ლიეტუვა და მოლდოვა. ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ნორვეგიაშია 65,4 […]

“პატიმარზე ცოცხით სექსუალური ძალადობა ბედუკაძის დადგმული სცენაა” – პატიმარი კურიერს დეტალებს უყვება

"პატიმარზე ცოცხით სექსუალური ძალადობა ბედუკაძის დადგმული სცენაა" - პატიმარი კურიერს დეტალებს უყვება

პატიმარი, რომლის კადრმა ცოცხით ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოიყვანა, კურიერთან კავშირზე გლდანის ციხიდან გამოდის. პატიმარი, რომლის გვარსაც მისივე თხოვნით არ ვახმაურებთ, პირველად ყვება, რა ვითარებაში გადაიღო ვლადიმერ ბედუკაძემ ციხეში ვიდეო ცოცხით. კადრები, რომლებიც, ბედუკაძის მტკიცებით, პატიმარზე სექსუალურ ძალადობას ასახავდა, მსჯავრდებულის მტკიცებით, სინამდვილეში გლდანის ციხის ჯალათის ფანტაზიით დადგმული სიმულაცია აღმოჩნდა. კურიერთან ინტერვიუში პატიმარი დეტალურად იხსენებს იმ დღეს, როდესაც ციხის ერთ-ერთ საკანში მასთან […]

ხაშურის სასამართლოში პატიმარმა ბადრაგს იარაღი წაართვა და მათი მძევლად აყვანა სცადა

ხაშურის სასამართლოში პატიმარმა ბადრაგს იარაღი წაართვა და მათი მძევლად აყვანა სცადა

ხაშურის სასამართლოდან პატიმარმა გაქცევა სცადა. „ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, პატიმარმა ბადრაგს იარაღი წაართვა და მძევლად აყვანა სცადა. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

გლდანის #8 დაწესებულებაში პატიმარი ყელგამოჭრილი იპოვეს

გლდანის #8 დაწესებულებაში პატიმარი ყელგამოჭრილი იპოვეს

ადვოკატ არჩილ ჩოფიკაშვილის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, გლდანის #8 დაწესებულებაში მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი, რომელიც განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით არის დაკავებული, ყელგამოჭრილი იპოვეს. როგორც “ნიუპოსტს” ადვოკატმა განუცხადა, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, ის ღუდუშაურის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. ჩოფიკაშვილი აცხადებს, რომ დანაშაულის იარაღი ამ დრომდე არ არის ამოღებული, რაც ეჭვებს ბადებს, რომ სუიციდის მცდელობას ადგილი არ ჰქონია. […]