ჭდე: პატიმრობა

ცოლის მკვლელობისთვის როინ მებონიას პატიმრობა შეეფარდა

ცოლის მკვლელობისთვის როინ მებონიას პატიმრობა შეეფარდა

საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს – როინ მებონიას აღკვეთის ღინისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლაშა კლდიაშვილმა გამოაცხადა. დღევანდელ სხდომაზე მებონიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. პროკურატურა დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი ბრალდების მხარის პოზიციას დაეთანხმა. როგორც ადვოკატმა სულხან კომახიძემ განმარტა, როინ მებონიას […]

“მამის უკითხავად სახლიდან 21.000 დოლარი წაიღო” – გიორგი ბეროზაშვილს პატიმრობა შეეფარდა

მშობლების მოკვლისთვის დაკავებული გიორგი ბეროზაშვილი რუსთავში გამომძიებლად მუშაობდა

მშობლების მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ბეროზაშვილს, რომელმაც მკვლელობის შემდეგ კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჯემალ კოპალიანმა მიიღო. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. პროკურატურა დაკავებულისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი ბრალდების შუამდგომლობას დაეთანხმა. პროკურორ გრიგოლ ბიბილაშვილის განცხადებით, […]

დირსში მკვლელობის საქმეზე გრიგოლ დოჩიას და ილია აბლოთიას პატიმრობა შეეფარდათ

დირსში მკვლელობის საქმეზე გრიგოლ დოჩიას და ილია აბლოთიას პატიმრობა შეეფარდათ

„დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე ბრალდებულ გრიგოლ დოჩიას, ასევე ამავე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ მის ნათესავ ილია აბლოთიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო. პროკურატურა დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. როგორც საქმის პროკურორი ლევან ვეფხვაძე აცხადებდა, ბრალდებულის მხრიდან არსებობდა მიმალვის, მოწმეებზე […]

დეტექტივ ერიკ წურწუმიას პატიმრობა შეეფარდა

დეტექტივ ერიკ წურწუმიას პატიმრობა შეეფარდა

სასამართლომ ბრალდებულ დეტექტივს, ერიკ წურწუმიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიხეილ ჯინჯოლიამ გამოაცხადა. დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. პროკურატურა ერიკ წურწუმიასთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა, დაცვის მხარეს კი შუამდგომლობა საერთოდ არ დაუყენებია. პროკურორ ლევან ქუთათელაძის განმარტებით, ერიკ წურწუმიამ ცეცხლსასროლი იარაღი საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა […]

“არ შემიძლია შვილებს და ხალხს თვალებში ვუყურო” – გორში ბუღალტერ ლეილა წკრიალაშვილს პატიმრობა შეუფარდეს

"არ შემიძლია შვილებს და ხალხს თვალებში ვუყურო" - გორში ბუღალტერ ლეილა წკრიალაშვილს პატიმრობა შეუფარდეს

“2020 წლამდე ერთი თეთრი არ მიმითვისებია… შემდეგ რაც მოხდა, ვაღიარებ… არ შემიძლია გარეთ ჩემს შვილებს და ხალხს ვუყურო თვალებში” – ამის შესახებ სასამართლო პროცესზე ლუდომანი ბუღალტერი, ლეილა წკრიალაშვილი საუბრობს, რომელმაც საბიუჯეტო თანხები ონლაინ ტოტალიზატორში გადარიცხა. ცნობილია, რომ სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. „ჩემი მუშაობის დაწყებიდან 2020 წლამდე ერთი თეთრი არ მიმითვისებია. ყველაფერი არის ხაზინაში და შეუძლიათ […]

ლაგუნა ვერეს საქმეზე დაკავებულ ოთხივე პირს პატიმრობა შეეფარდა

ლაგუნა ვერეს საქმეზე დაკავებულ ოთხივე პირს პატიმრობა შეეფარდა

“ლაგუნა ვერესთან” 2 პირის – კონსტანტინე ქობულიასა და ვახტანგ გურგენიძის მკვლელობისა და კიდევ რამდენიმე ადამიანის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ოთხივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა. ბრალდების მხარე ყველა დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა. ადვოკატები ბრალდებულების – კობა მეტრეველის, გიორგი გელოვანის, გიორგი ასლანიშვილისა და […]

გახარიას პარტიის წევრს წალენჯიხაში გელა აბულაძეს პატიმრობა შეეფარდა

გახარიას პარტიის წევრს წალენჯიხაში გელა აბულაძეს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ წალენჯიხის საკრებულოს წევრ გელა აბულაძეს და მერის წარმომადგენელს ანზორ ფიფიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მათთან ერთად დაკავებულ კიდევ 9 პირს კი გირაოს გადახდა შეეფარდათ. უფრო კონკრეტულად, დაკავებულ ერთ-ერთ პირს, ნუნუ აბულაძეს 2000 ლარის, ხოლო დანარჩენებს 6000 ლარის ოდენობით გირაო განესაზღვრათ. დაცვის მხარის განცხადებით, გელა აბულაძის მიმართ წარდგენილი ბრალდება აბსურდულია და ის ბრალს […]

პ.ჭ-ს, რომელმაც საკუთარი ადვოკატი დაჭრა, პატიმრობა შეეფარდა

15 წლის მოზარდი 2 მაღაზიის, რესტორნისა და ტურისტული ოფისის გაქურდვისთვის დააკავეს

ადვოკატ გიორგი ბარდაველიძის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა. ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს. „2022 წლის 21 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის შუამდგომლობა ადვოკატის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე და ბრალდებულ პ.ჭ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახედ შეეფარდა პატიმრობა. პ.ჭ.-ს ბრალად ედება სიცოცხლის მოსპობის მუქარა ადვოკატის მიმართ დაცვის […]

ქოლ-ცენტრების საქმეზე დაკავებული ხუთივე პირი პატიმრობაში დატოვეს

ქოლ-ცენტრების საქმეზე დაკავებული ხუთივე პირი პატიმრობაში დატოვეს

ქოლ ცენტრების საქმეზე დაკავებული ხუთივე პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მათი ადვოკატები 40 ათას  და 50 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ მათ გათავისუფლებას ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ევროკავშირის მოქალაქეების ძარცვის ბრალდებით დაკავებულებმა პროცესზე დანაშაული აღიარეს და გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს, თუმცა არც ერთს არ უთქვამს ვისი დავალებით მოქმედებნენ და ვინ არიან  თაღლითური სქემის მფარველები. პროკურატურამ, შსს-სთან ერთად, […]

ფოთში ახალშობილის მკვლელობაში ბრალდებულ დედას პატიმრობა შეეფარდა

ფოთში ახალშობილის მკვლელობაში ბრალდებულ დედას პატიმრობა შეეფარდა

ფოთში, ახალშობილის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო. დაცვის მხარემ პროცესზე გირაოს შუამდგომლობა დააყენა. ადვოკატმა თქვა, რომ ქალს არასრულწლოვანი შვილი ჰყავს და მისი ოჯახური მდგომარეობა მძიმეა. ადვოკატი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება, რომელმაც უნდა დაადგინოს, რა გახდა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი. პროკურატურა ამბობს, რომ ქალმა შვილი ჯერ გაგუდა, შემდეგ საკანალიზაციო […]