ჭდე: პატრიოტთა ალიანსი

“გორში 14 წლის გოგონას უხამს მესიჯებს წერდა” – დააკავეს პატრიოტთა ალიანსის წევრი

"გორში 14 წლის გოგონას უხამს მესიჯებს წერდა" - დააკავეს პატრიოტთა ალიანსის წევრი

შიდა ქართლში 14 წლის გოგოს მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით პატრიოტთა ალიანსის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი დააკავეს. არასრულწლოვანი გოგოს მშობლის ინფორმაციით, 24 წლის კაცს გოგონასთან უხამსი შინაარსის მიმოწერა ჰქონდა. მინაწერების შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სწორედ არასრულწლოვანი გოგონას დედამ გადასცა. სამართალდამცველებმა ბრალდებული უკვე დააკავეს. მისი ადვოკატის მტკიცებით, მიმოწერა, რომელიც საქმეში დევს, სასიყვარულო შინაარსისაა. მისივე ინფორმაციით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს. […]

ადა მარშანიამ პატრიოტთა ალიანსი დატოვა – “პოზიციათა სულ უფრო მზარდი განსხვავებების გამო”

ადა მარშანია "რუსთავი 2"-ზე გადაცემას წაიყვანს?

ადა მარშანიამ “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” დატოვა. აღნიშნულის შესახებ ადა მარშანიამ ფესიბუქში დაწერა: „ძვირფასო მეგობრებო, გაცნობებთ, რომ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ“. ის აქვეყნებს წერილს, რომლითაც ალიანსის თავმჯდომარე დავით თარხან მოურავს მიმართავს. “ბატონო დავით, პოზიციათა სულ უფრო მზარდი განსხვავებების გამო, გადავწყვიტე დავტოვო პარტია, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ” – წერს ადა […]

“ამ პარტიაში რამდენიმე ასეული ათასი ლარი მაქვს შეტანილი” – ფრიდონ ინჯიამ პატრიოტთა ალიანსი დატოვა

"ამ პარტიაში რამდენიმე ასეული ათასი ლარი მაქვს შეტანილი" - ფრიდონ ინჯიამ პატრიოტთა ალიანსი დატოვა

პარლამენტში პარტია „პატრიოტთა ალიანსის” პარტიული სიით შესული დეპუტატი ფრიდონ ინჯია, სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის შემდეგ „პატრიოტთა ალიანსს” ტოვებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის ახალ პარტიას „ევროპელ სოციალისტებს” აყალიბებს, რომლის ყრილობასაც უახლოეს პერიოდში გეგმავს. „პარლამენტში შესვლასთან ერთად, მე ვტოვებ „პატრიოტთა ალიანსს”. ეს ჩემთვის მტკივნეული გადაწყვეტილებაა, რადგანაც წლების განმავლობაში, ბევრი რამ მაქვს გაკეთებული ამ პარტიის წინსვლისა და წარმატებისთვის. ბევრი […]

ცისანა სეფიაშვილი – “პროვოკაციაზე პასუხს ვერ გაგცემთ, ნახვამდის”

ცისანა სეფიაშვილი "პატრიოტთა ალიანსის" სიის ათეულში იქნება

„პრაიმტაიმი“ მომღერალ ცისანა სეფიაშვილს მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც ის „პატრიოტთა ალიანსმა“ საპარლამენტო სიის მე-9 ნომრად წარადგინა. რატომ შეუერთდა პატრიოტთა ალიანსს, როგორ მიიღო პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება და როგორ აფასებს რუსეთ-საქართველოს პოლიტიკურ ურთიერთობებს, ეს ის კითხვებია, რომელიც მომღერალს დავუსვით… „მართალია, სატელეფონო ინტერვიუებს არ ვიძლევი, მაგრამ მოკლედ გეტყვით, რომ ჩემი ოჯახი ირმა ინაშვილთან და დავით თარხან-მოურავთან წლების განმავლობაში მეგობრობს და ჩვენ ახლო ურთიერთობა გვაკავშირებს, ამიტომაც მათი […]

ცისანა სეფიაშვილი “პატრიოტთა ალიანსის” სიის ათეულში იქნება

ცისანა სეფიაშვილი "პატრიოტთა ალიანსის" სიის ათეულში იქნება

მომღერალი ცისანა სეფიაშვილი “პატრიოტთა ალიანსში” გაწევრიანდა და საარჩევნო სიის პირველი ათეულის წევრიც გახდა. ის სიის მე-9 ნომერია. სიის პირველი ნომერი ირმა ინაშვილი იქნება. სიაში ასევე არიან გიორგი ლომია, გოჩა თევდორაძე, ავთანდილ ენუქიძე, ზაზა (გელა) მიქაძე, ნანა დევდარიანი, ფრიდონ ინჯია, დავით ზილფიმიანი და მერაბ ჭიქაშვილი. თავად ღონისძიება კი ქუთაისში დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. სამოქალაქო აქტივისტებმა პატრიოტთა ალიანსის […]

“მე სხვა გზა მაქვს, უფრო უტვინო, მაგრამ ჩემი!” – ემზარ კვიციანმა პატრიოტთა ალიანსი დატოვა

"ქურდული ტრადიციები გადმოსულია ქართული ტრადიციებიდან" - ემზარ კვიციანი

გადავწყვიტე დავტოვო „პატრიოტთა ალიანსი“ , – ამის შესახებ დეპუტატი ემზარ კვიციანი სოციალურ ქსელში წერს. ემზარ კვიციანის განცხადებით, ის ტოვებს ასევე საპარლამენტო ფრაქციასაც. “ჩემო ძვირფასო პატრიოტებო! გადავწყვიტე დავტოვო პატრიოტთა ალიანსი! ეს არ ნიშნავს,რომ მე რაიმე განაწყენებული მივდივარ,უბრალოდ არ მინდა ჩემი გეჟური გადაწყვეტილებებით ვავნო ჩემს მეგობრებს პატრიოტთა ალიანსის წევრებს!4 თვე დამრჩა პარლამენტარობა და მაქსიმალურად მინდა დავიხარჯო! არ მინდა ჩემი […]

პატრიოტთა ალიანსი სპორტის სასახლეში პროპორციულ არჩევნებს ითხოვს

პატრიოტთა ალიანსი სპორტის სასახლეში პროპორციულ არჩევნებს ითხოვს

პროპორციულ სისტემაზე გადასვლას კატეგორიულად მოითხოვს პარტია “პატრიოტთა ალიანსი.” პარტიის წევრები და მხარდამჭერები ამ წუთებში სპორტის სასახლეში არიან შეკრებილნი. დღევანდელი ღონისძიებით ირმა ინაშვილის გუნდს სურს ხელისუფლებას დაანახოს, რამდენად მასშტაბურია საზოგადოების პროტესტი არჩევნების თემაზე. “როდესაც გავმართეთ აქცია ოპერის წინ, ჩვენ დაგვითვალეს 1.500 კაცი. ვფიქრობ, რომ თუ მათ მათემატიკა ეშლებათ ასე ზეპირად, სკამებს მაინც დაითვლიან და, ზოგადად, ფეხზე მდგომ ხალხს დაითვლიან […]

პატრიოტთა ალიანსმა ”ოცნებას” წითელი ბარათი უჩვენა და ოპერისკენ დაიძრა

პატრიოტთა ალიანსმა ”ოცნებას” წითელი ბარათი უჩვენა და ოპერისკენ დაიძრა

„პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერები მსვლელობით რესპუბლიკის მოედნიდან ოპერისა და ბალეტის თეატრისკენ მიემართებიან. როგორცრესპუბლიკის მოედანზე პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, სწორედ იქ გახდება მათი სამომავლო გეგმები ცნობილი და განცხადებებს პარტიის ლიდერები უკვე ოპერასთან გააკეთებენ. მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ხალხი მოატყუა და პოლიტიკური სპექტაკლი დადგა, ამიტომ დროა, მათ დაპირების შესრულება მოსთხოვონ. “ქართველ ხალხს ვერავინ წაართმევს თავისუფალ არჩევანს. საკუთარ […]

პატრიოტთა ალიანსის აქციას სამეგრელოდან და ქუთაისიდან შეუერთდებიან

პატრიოტთა ალიანსის აქციას სამეგრელოდან და ქუთაისიდან შეუერთდებიან

თბილისში “პატრიოტთა ალიანსის“ მიერ  რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილ აქციას სამეგრელოდან და ქუთაისიდან შემოუერთდებიან. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ არ აპირებენ სხვა ოპოზიციურ პარტიებს შეუერთდნენ და საკუთარ მოთხოვნებს დედაქალაქში გააჟღერებენ. მათგან უმთავრესი კი, ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერთა განცხადებით, ივანიშვილის მიერ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გაცემული დაპირების შესრულებაა. “საქართველოს მთლიანობისთვის, ახალგაზრდებისთვის ჩვენი ხედვები გვაქვს და იქ ვიდგებით, სანამ პარლამენტი არ მიიღებს […]

”შეწყდეს მწამებელთა მხარდაჭერა საქართველოში” – პატრიოტთა ალიანსმა აშშ-ის საელჩოსთან აქცია გამართა

”შეწყდეს მწამებელთა მხარდაჭერა საქართველოში” - პატრიოტთა ალიანსმა აშშ-ის საელჩოსთან აქცია გამართა

დღეს, 15 სექტემბერს, ამერიკის საელჩოსთან „პატრიოტთა ალიანსის“ აქცია გაიმართა. პარტიის ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით, მათი მთავარი გზავნილია,”დასრულდეს მწამებლების მხარდაჭერა და ქართველ ხალხს დაუგდოს ყური ყველა საერთაშორისო პარტნიორმა, იქნება ეს აშშ თუ ევროპის ქვეყნები.” “დღეს დემოკრატიის საერთაშორისო დღეა და ძალიან მნიშვნელოვანი და სიმბოლურია, რომ ჩვენი მშვიდობიანი შეკრება აშშ-ს საელჩოსთან სწორედ დემოკრატიის საერთაშორისო დღეს დაემთხვა. იმიტომ, რომ […]