ჭდე: პირველი არხი

პირველი არხის ოპერატორ სანდრო ბერაძეს ოჯახი ორი დღეა, ეძებს

პირველი არხის ოპერატორ სანდრო ბერაძეს ოჯახი ორი დღეა, ეძებს

საქართველოს პირველი არხის თანამშრომელს, ოპერატორ სანდრო ბერაძეს ოჯახი ორი დღეა, ეძებს. ოჯახის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიციაც. თუ ვინმეს გაქვთ რაიმე ინფორმაცია, გთხოვთ, დარეკოთ ნომრებზე – 599 72 23 10; 577 25 00 45; 599 57 99 34. პირველი არხი

ივანიშვილი დუმილს არღვევს

ივანიშვილი დუმილს არღვევს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძნა ივანიშვილის პირველი ინტერვიუ – „პირველი რადიოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამშაბათს საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემა -„აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ ივანიშვილის ინტერვიუ გავა. წინასწარი ინფორმაციით, ივანიშვილი პარტიაში დაბრუნების მიზეზებზე, სამთავრობო ცვლილებებზე, პარტიაში არსებულ ვითარებაზე, პრეზიდენტ მარგველაშვილზე, საპრეზიდენტო არჩევნებზე და ქვეყანაში არსებულ სოციალურ მდგომარეობაზე ისაუბრებს.

ბერა ივანიშვილი პირველ არხს ტექნიკას ჩუქნის – ”ტენდერის შესახებ არაფერი ვიცოდი”

ბერა ივანიშვილი პირველ არხს ტექნიკას ჩუქნის - ”ტენდერის შესახებ არაფერი ვიცოდი”

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც პირველი არხის მიერ „ჯი-დი-ეს“-ის კუთვნილი აპარატურის დაქირავების საკითხზეა საუბარი. „მოგესალმებით ყველას. ამ დღეებში გარკვეული აჟიოტაჟი მოჰყვა პირველი არხის მიერ „ჯი-დი-ეს“-ის კუთვნილი აპარატურის ქირავნობას და როგორც ასეთ შემთხვევაში ხდება, ცალკეულმა ადამიანებმა სცადეს ამ ფაქტით სპეკულირება. საქმის არსი გახლავთ ის, რომ მას შემდეგ, რაც „ჯი-დი-ეს“-ი შეიძინა ტელეკომპანია […]