ჭდე: პოლიციის ვერტმფრენი

თურქეთში პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა

თურქეთში პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა

თურქეთში პოლიციის ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა. საფრენი აპარატის ბორტზე სულ 12 ადამიანი იმყოფებოდა. ბორტზე მყოფთა შორის იყვნენ 7 პოლიციელი, 2 მოსამართლე და ეკიპაჟის 3 წევრი. თურქული სააგენტოების ცნობით, შემთხვევა ადგილობრივი დროით 13:30 საათზე მოხდა. ბორტზე მყოფი მოსამართლეები საარჩევნო კომისიის წევრები იყვნენ. სამძებრო–სამაშველო სამუშაოებში სამხედროები და მაშველები ჩაერთვნენ. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. pia.ge