ჭდე: პროკურატურა

დაზარალებული ვითომ სამუშაოდ ირანში გაუშვეს, სადაც მასზე მუდმივად ძალადობდნენ

პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ადამიანით ვაჭრობაში (ტრეფიკინგში) ბრალდებული 2 პირი დამნაშავედ ცნო. ბრალდებულებს სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით და 13 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზაღვრათ. უწყება ამბობს, რომ დაზარალებული ვითომ სამუშაოდ, მოტყუებით გაუშვეს ირანში, სადაც მას ჩამოართვეს პასპორტი, შეუზღუდეს გადაადგილება, კომუნიკაცია ოჯახთან, ასევე, დაზარალებულზე მუდმივად […]

პროკურატურასთან აქცია გაიმართა

პროკურატურასთან აქცია გაიმართა

საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან „მედიის ადვოკატირების კოალიციის“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობას კოალიციის წევრებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და მედიამენეჯერები იღებდნენ. მათ ხელში ტელეკომპანია „პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოები ეჭირათ, წარწერით – „გამოიძიეთ“, „ჩვენ გვახსოვს 5 ივლისი“, „ნუ ახალისებთ მედიაზე ძალადობას“ და სხვა. კოალიციის წარმომადგენლებმა ადგილზე საკუთარი განცხადება გააჟღერეს, რომელიც 5 ივლისის აქციას ეხება. […]

პროკურატურამ ძმებ კაკულიებს ბრალი წარუდგინა

ძმები კაკულიები დააკავეს

საქართველოს პროკურატურამ თბილისში ჯგუფურად მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე, ორ პირს ძმებ დავით და გუგა კაკულიებს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის ფაქტი გახსნეს. საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 27 მაისს, არაყიშვილისა და ფალიაშვილის […]

“პოლიციელებმა სახეში გამარტყეს” – გიორგი მჟავანაძემ პროკურატურას მიმართა

"პოლიციელებმა სახეში გამარტყეს" - გიორგი მჟავანაძემ პროკურატურას მიმართა

მოძრაობა “სირცხვილია” დირექტორი, გიორგი მჟავანაძე, სამართალდამცავების მიერ განხორციელებული ძალადობის გამოძიების მოთხოვნით დღეს პროკურატურას მიმართავს. სამოქალაქო აქტივისტი სასამართლომ გუშინ დარბაზიდან გაათავისუფლა. მჟავანაძე ამბობს, რომ მას რამდენიმე პოლიციელი ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი დააკავა. “მივედი პოლიციის განყოფილებაში, რადგან თვითონ დამიკავშირდნენ, მე არ ვიცოდი იმ პოლიციელის სახელი და გვარი, რომელმაც დამირეკა და მთხოვა პოლიციაში მისვლა. […]

პროკურატურამ გიორგი და ბექა შენგელიებს ბრალი წაუყენა

"რუსთავი 2"-ის ქვეკონტრაქტორ კომპანიებში პროკურატურა შევიდა

საქართველოს პროკურატურამ, მცხეთაში მომხდარ, პოლიციელზე და მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის, პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 14 აპრილს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 39-ე კილომეტრზე, მცხეთის ტერიტორიაზე, დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობის დროს, ბ.შ. თავს დაესხა და მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი […]

პირს, რომელმაც ვაკეში ავტობუსში პირი დაჭრა, ბრალი წარედგინა

"რუსთავი 2"-ის ქვეკონტრაქტორ კომპანიებში პროკურატურა შევიდა

პირს, რომელმაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას ავტობუსის მგზავრი ცეცხლსასროლი იარაღით ქვედა და ზედა კიდურების არეში დაჭრა, ბრალი წარედგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს პროკურატურამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 21 აპრილს, თბილისში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას, ბრალდებულმა შენიშვნის მიცემის […]

თაღლითურად მითვისებულია „ხალიკ ბანკის“ ქონება – პროკურატურამ ორ პირს ბრალი წარუდგინა

„ამომღები კომპანიები განულებულ სესხებს თავიდან ითხოვენ - განულების ცნობა ყველამ აიღეთ"

საქართველოს პროკურატურამ სს „ხალიკ ბანკი საქართველოს“ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა „საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  2021 წლის დეკემბერში, მოქალაქე გ.ა-მ და ერთ-ერთი კომპანიის დამფუძნებელმა რ.ლ-მ, სს „ხალიკ ბანკი საქართველოს“ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ერთმანეთთან ყალბი მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის თანახმადაც კომპანიას დამკვეთისთვის, […]

პროკურატურამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის დაფარვისთვის 1 პირს ბრალი წაუყენა

"რუსთავი 2"-ის ქვეკონტრაქტორ კომპანიებში პროკურატურა შევიდა

საქართველოს პროკურატურამ ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისათვის დაკავებულ ერთ პირს ბრალი წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობითვე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, ი.ბ.-სათვის ცნობილი იყო, რომ ალეკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს, 2021 წლის 15 სექტემბერს ჩადენილი ჰქონდათ ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობა და რომ იძებნებოდნენ პოლიციის მიერ. ამასთან, […]

პროკურატურამ ქოლ-ცენტრის საქმეზე 5 პირი დააკავა

"რუსთავი 2"-ის ქვეკონტრაქტორ კომპანიებში პროკურატურა შევიდა

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხუთი წევრი დააკავა – საქმე ეხება ე.წ. ქოლცენტრების საქმეს. პროკურატურის განცხადებაში ვკითხულობთ: “საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხუთი წევრი დააკავა. საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულებრივი საქმიანობის პერიოდში, ორგანიზებული ჯგუფის წევრები, თაღლითურად დაეუფლნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და სხვა ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილ […]

პროკურატურამ ყალბი 50 და 100 ლარიანების დამზადების და გასაღებისთვის 2 პირს ბრალდება წარუდგინა

"რუსთავი 2"-ის ქვეკონტრაქტორ კომპანიებში პროკურატურა შევიდა

საქართველოს პროკურატურამ ყალბი 50 და 100-ლარიანი კუპიურების დამზადებისა და გასაღებისთვის ორ პირს ბრალი წაუყენა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ყალბი კუპიურების დასამზადებელი მოწყობილობები და გასასაღებლად გამზადებული 34 ერთეული ყალბი 50 და 100-ლარიანი კუპიურები იქნა ამოღებული. „საქართველოს პროკურატურამ ყალბი ფულის დამზადების და გასაღების ფაქტზე ბ.ც.-ს და ლ.ჩ-ს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს […]