ჭდე: ჟოზე მოურინიო

მოურინიომ განელ ფეხბურთელს 800 ევროიანი ფეხსაცმელი აჩუქა

მოურინიომ განელ ფეხბურთელს 800 ევროიანი ფეხსაცმელი აჩუქა

“რომას” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ 18 წლის განელ ფეხბურთელ ფელიქს აფენა-გიანს პირობა შეუსრულა და 800 ევროს ღირებულების ფეხსაცმელი აჩუქა. ფელიქსმა “რომას” “ჯენოასთან” დუბლით 2:0 მოაგებინა და მატჩის შემდეგ ინტერვიუში მოურინიომ თქვა, რომ მატჩამდე განელს პირობა მისცა – თუ გოლს გაიტანდა ძვირადღირებულ ფეხსაცმელს აჩუქებდა. ჟოზემ სიტყვა შეასრულა, რადგან სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, როგორც გადასცემს საჩუქარს პორტუგალიელი […]

მოურინიო: “ვინც ვარჯიშზე უარს იტყვის ხელფასის გარეშე უნდა დარჩეს“

ჟოზე მოურინიო ტოტენჰემის მწვრთნელი გახდა

  ტოტენჰემის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა რომ თუ ფეხბურთელები ვარჯიშზე უარს იტყვიან, მაშინ მათ ხელფასი არ უნდა აიღონ. რამდენიმე ფეხბურთელმა ვარჯიშზე მსგავსი განცხადება გააკეთა და მოურინიო სწორედ ამას გამოეხმაურა: “ფეხბურთელები უნდა დაემორჩილონ წესებს და მათ არა აქვთ უფლება რომ ვარჯიშზე უარი თქვან. ამ შემთხვევაში ისინი ხელფასის გარეშე უნდა დარჩნენ, რადგან ფულს ისინი ამაში იღებენ. […]

ჟოზე მოურინიო: ”ლაიპციგი ძალიან ძლიერი გუნდია”

ჟოზე მოურინიო ტოტენჰემის მწვრთნელი გახდა

ტოტენჰემის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ლაიპციგთან შეხვედრაზე ისაუბრა და თქვა რომ მის გუნდს ძალიან რთული მატჩი ელის, რადგან ლაიპციგი ძლიერი გუნდია. მოურინიოს აზრით პირველი თამაში ლონდონში მნიშვნელოვანი იქნება: ”პირველ შეხვედრაში აუცილებლად უნდა მოვიპოვოთ უპირატესობა, რადგან თუ ამას არ გავაკეთებთ, მაშინ გერმანიაში ჩვენი ამოცანა კიდევ უფრო გართულდება. ლაიპციგის წინააღმდეგ იდეალურად უნდა ვითამაშოთ და ამ შემთხვევაში შევძლებთ […]

ჟოზე მოურინიო: ”ჩემი ფეხბურთელების ბოლომდე მჯეროდა”

ჟოზე მოურინიო ტოტენჰემის მწვრთნელი გახდა

ტოტენჰემმა საკუთარ მოედანზე ოლიმპიაკოსი მიიღო და დაამარცხა ანგარიშით 4:2, მაგრამ პირველ ტაიმში მოურინიოს შეგირდები 0:2-ს აგებდნენ. ჟოზემ განაცხადა რომ მას სჯეროდა თავისი შეგირდების და იცოდა რომ ისინი შეძლებდნენ გამარჯვების მოპოვებას: ”ძალიან რთულ შეხვედრაში შევძელით მოგება და ეს გამარჯვება ჩვენ თავდაჯერებულობას მოგვიტანს. მინდა ყველა ჩემ ფეხბურთელს მადლობა გადავუხადო და მათთან ერთად წინ ბევრი კარგი რამ გველის”. […]

ჟოზე მოურინიო: ”ფეხბურთი მომენატრა”

ჟოზე მოურინიო შესაძლოა რომელიმე ფრანგულ გუნდში ვიხილოთ

ტოტენჰემის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა რომ ფეხბურთის გარეშე ის მოწყენილი იყო და ძალინ უხარია რომ სამუშაოს დაუბრუნდა. მოურინიოს თქმით ტოტენჰემი ძალიან პერსპექტიული გუნდია, რომელსაც შეუძლია ბევრს მიაღწიოს: ”როდესაც ფეხბურთს თვალს შორიდან ვადევნებდი ეს ძალიან მაღიზიანებდა, რადგან მინდოდა რომ მოედანთან ახლოს ვყოფილიყავი. ფეხბურთი მენატრებოდა და მიხარია რომ ჩემს საქმიანობას დავუბრუნდი. ტოტენჰემი ძლიერი გუნდია და […]

ჟოზე მოურინიო ტოტენჰემის მწვრთნელი გახდა

ჟოზე მოურინიო ტოტენჰემის მწვრთნელი გახდა

ლონდონის ტოტენჰემს ახალი მწვრთნელი ჰყავს და ეს თვით ჟოზე მოურინიოა, რომელიც 11 თვის შემდეგ ინგლისურ ფეხბურთში დაბრუნდა. ტოტენჰემმა ცუდი შედეგების გამო მაურისიო პოჩეტინო გაანთავისუფლა და მოურინიომ მისი ადგილი დაიკავა. ჟოზემ უკვე მოაწერა 4 წლიან კონტრაქტს ხელი, რომლის მიხედვითაც მისი წლიური ანაზღაურება 15 მილიონი ევრო იქნება. შეგახსენებთ რომ მოურინიოს ბოლო გუნდი მანჩესტერ იუნაიტედი იყო, რომელსაც ჟოზე […]

მოურინიო მზად არის არსენალი ჩაიბაროს

ჟოზე მოურინიო შესაძლოა რომელიმე ფრანგულ გუნდში ვიხილოთ

პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე მოურინიო მზად არის ლონდონის არსენალი ჩაიბაროს იმ შემთხვევაში თუ უნაი ემერის გაანთავისუფლებენ. ჯერჯერობით ემერის განთავისუფლებაზე საუბარი არ ყოფილა, მაგრამ არსენალის ხელმძღვანელობა მისი მუშაობით ბოლომდე კმაყოფილი არ არის. მოურინიო დაინტერესებულია არსენალში მუშაობით და ის ელოდება თავის შანსს. ასევე არის საუბრები იმაზეც, რომ ჟოზე შესაძლოა რეალში დაბრუნდეს.

მოურინიომ დორტმუნდის ბორუსიას უარი უთხრა

ჟოზე მოურინიო შესაძლოა რომელიმე ფრანგულ გუნდში ვიხილოთ

ჟოზე მოურინიომ კიდევ ერთი გუნდი უარით გაისტუმრა და ის კვლავინდებურად უკლუბოდ არის. ამჯერად მოურიოთი დორტმუნდის ბორუსია იყო დაინტერესებული, რომელმაც სეზონი ცუდად დაიწყო და სულ მალე შესაძლოა ლუსიენ ფავრი თანამდებობიდან გაანთავისუფლონ. მოურინიოს ბორუსიას ხელმძღვანელობასთან კარგი ურთიერთობა აქვს, მაგრამ გუნდის გაწვრთნაზე მან უარი თქვა. ვრცელდება ინფორმაცია რომ ის რეალისგან ელოდება წინადადებას და მზად არის სამეფო გუნდში დაბრუნდეს. […]

მოურინიომ ლიონს უარი უთხრა

ჟოზე მოურინიო შესაძლოა რომელიმე ფრანგულ გუნდში ვიხილოთ

ლიონის პრეზიდენტმა ჟან მიშელ ოლასმა განაცხადა რომ ლიონმა ჟოზე მოურინიოს მთავარი მწვრთნელობა შესთავაზა, მაგრამ ჟოზემ უარი განაცხადა. ოლასის თქმით მოურინიოს ის პირადად ესაუბრა, თუმცა პორტუგალიელი სპეციალისტის დარწმუნება ვერ შეძლო. ასევე  გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ მოურინიომ თავისი მომავალი გუნდი უკვე აირჩია და ამ გუნდის შესახებ უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. თვითონ ჟოზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

მოურინიო: ”მანჩესტერ იუნაიტედი პროგრესს არ განიცდის”

ჟოზე მოურინიო შესაძლოა რომელიმე ფრანგულ გუნდში ვიხილოთ

მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ინგლისურ არხზე განაცხადა რომ დღევანდელი მანჩესტერი არაფრით უკეთესი არ არის იმაზე რომელსაც თვითონ მოურინიო წვრთნიდა. ჟოზეს აზრით იუნაიტედს მაღალი დონის ფეხბურთელები არ ჰყოფნის: ”გუნდი არავითარ პროგრესს არ განიცდის, მაგრამ მე მხოლოდ მწვრთნელს არ დავადანაშაულებდი, რადგან პასუხისმგებლობა ფეხბურთელებსაც ეკისრებათ. ვფიქრობ მანჩესტერს ბევრად ძლიერი შემადგენლობა სჭირდება იმისთვის რომ სერიოზული მიზნებისთვის […]