ჭდე: რაკეტა

რუსეთმა უკრაინაში 600 რაკეტა გამოიყენა

რუსეთმა უკრაინაში 600 რაკეტა გამოიყენა

რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ ქვეყნის წინააღმდეგ ჯამში 600 რაკეტა გამოიყენა და უკრაინის საზღვრებთან მობილიზებული სამხედრო ძალის 95% უკვე უკრაინის ტერიტორიაზე ჰყავს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროს ცნობით, უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებზე დაკვირვების შედეგად დადასტურდა, რომ რუსული სამხედრო ძალები კვლავ ცდილობენ კიევის, ხარკოვის, ჩერნიგოვისა და მარიუპოლის ალყაში მოქცევას. თუმცა აშშ-ის თავდაცვის […]

თელ-ავივს ღაზადან პალესტინელებმა 2 რაკეტა ესროლეს

თელ-ავივს ღაზადან პალესტინელებმა 2 რაკეტა ესროლეს

ღაზის სექტორიდან თელ-ავივის მიმართულებით პალესტინურმა დაჯგუფებებმა ორი რაკეტა ისროლეს, რასაც ისრაელის თავდაცვის ძალების მხრიდან საპასუხო იერიში მოჰყვა. ჯერჯერობით არ გავრცელებულა მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღების შემდეგ, სექტემბრის ერთი ინციდენტის გარდა, სარაკეტო დარტყმა არ განხორციელებულა. რუსთავი 2

ისრაელში პალესტინური რაკეტა მოძრავ ავტობუსს დაეცა

ისრაელში პალესტინური რაკეტა მოძრავ ავტობუსს დაეცა

ისრაელში პალესტინური რაკეტა ქალაქ ხულონში მოძრავ ავტობუსს დაეცა. ისრაელმა რაკეტის გაუვნებელყოფა ვერ შეძლო. მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება. შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ვითარება ორ ქვეყანას შორის უკიდურესად დაიძაბა.

სიღნაღში სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა კიკილაშვილების სახლს დაეცა

სიღნაღში სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა კიკილაშვილების სახლს დაეცა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში სტიქიის დროს კიკილაშვილების საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. მიზეზი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემიდან რამდენიმეჯერ გასროლილი რაკეტა გახდა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა სოფელს სტიქია აზიანებდა. სალომე კიკილაშვილი imedinews-თან ლაპარაკისას ამბობს, რომ გასროლილი რაკეტა სახლის სახურავს დაეცა და ჭერი და იატაკი დაუზიანა. მისივე თქმით, ადგილობრივ მუნიციპალიტეტში დაჰპირდნენ, რომ რაკეტისგან დაზიანებულ ოთახს აღუდგენენ.

ბირთვული რაკეტების გამოცდა, რომლითაც პუტინი მსოფლიოს “აშინებდა”, წარუმატებელი აღმოჩნდა

ბირთვული რაკეტების გამოცდა, რომლითაც პუტინი მსოფლიოს "აშინებდა", წარუმატებელი აღმოჩნდა

ტელეკომპანია CNBC ამერიკულ სპეცსამსახურების მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთის უახლესი ბირთვული რაკეტების გამოცდა წარუმატებელი აღმოჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, 2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის თებერვლამდე ჩატარებული ოთხივე გამოცდა წარუმატებელი იყო და მათგან საუკეთესო შემთხვევაში რაკეტამ მხოლოდ 35 კილომეტრზე იფრინა და ჩამოვარდა. გამოცდისას არ იმუშავა ბირთვულმა დანადგარმა. ამავე წყაროს ინფორმაციით, ახალი ბირთვული რაკეტების გამოცდა კრემლმა მოითხოვა მიუხედავად კონსტრუქტორების […]

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ მორიგი რაკეტა იაპონიის ზღვის მიმართულებით გაუშვა. ინფორმაციას სააგენტო Yonhap-ი სამხრეთკორეული შტაბების გაერთიანების კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს. აღნიშნულია, რომ გაურკვეველი ტიპის რაკეტამ იაპონიის ტერიტორიას გადაუფრინა. ინფორმაციას სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრო და იაპონიის მთავრობაც ადასტურებს. სააგენტო Reuters-ი იაპონურ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ოფიციალურმა ტოკიომ იაპონიის ჩრდილოეთ რაიონების მცხოვრებლები შესაძლო საფრთხის შესახებ გააფრთხილა და მოქალაქეებს უბრძანა თავდაცვით ზომებს მიმართოს. 26 აგვისტოს, ფხენიანმა ერთდროულად […]