ჭდე: რესტორანი

მამაკაცი რესტორანთან ისვრის

მამაკაცი რესტორანთან ისვრის

სოციალურ ქსელში თბილისის ერთ-ერთ რესტორანთან გადაღებული ვიდეო ვრცელდება, სადაც ჩანს, როგორ ისვრის იარაღიდან, სავარაუდოდ, ნასვამი კაცი. ფაქტს საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა. როგორც „პრაიმთაიმს“ შსს-ში განუცხადეს, კონკრეტული პირი, პოლიციის მიერ იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება.

რუსთავის რესტორანში ქალი გარდაიცვალა

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

რუსთავში, ერთერთ რესტორანში ქალი გარდაიცვალა. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, ძველ რუსთავში, ერთერთი კვების ობიექტის თანამშრომელი, 50 წლამდე ქალი მოულოდნელად ცუდად გახდა და ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ქალის გადარჩენას რესტორნის თანამშრომლები ცდილობდნენ თუმცა უშედეგოდ. ადგილზე ასევე გამოძახებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟები. მომხდარზე გამოძიება სსკ 115-ე მუხლით დაიწყო.

რუსთავში რესტორნიდან გამოსულმა ახალგაზრდებმა ერთმანეთში იჩხუბეს

რუსთავში რესტორნიდან გამოსულმა ახალგაზრდებმა ერთმანეთში იჩხუბეს

ხმაური იყო რუსთავში, მეგობრობის გამზირზე. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით ერთერთი რესტორნიდან გამოსული ახალგაზრდები ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. სამართალდამცავების მისამართზე გამოცხადების შემდეგ ადგილიდან რამდენიმე პირი განარიდეს, რის შემდეგაც სიტუაცია განიმუხტა. ინფორუსთავი

გლდანში რესტორანი 10.000 ლარით დააჯარიმეს

საქართველოში რესტორნების 50% ისევ დაკეტილია - ვინც გაიხსნა, დატვირთვა 70%-ით შეუმცირდა

შრომის ინსპექციამ თბილისში, გლდანში, 10.000 ლარით დააჯარიმა რესტორანი, სადაც ქორწილი იმართებოდა. აკრძალული საქმიანობის ფაქტები გამოვლინდა აჭარაშიც. შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით, სოციალური ღონისძიებების მასპინძლობისთვის კვების ობიექტი თუ სარიტუალო დარბაზის მფლობელი პირველ ჯერზე 10 000 ლარით დაჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში – დაილუქება

„ცნობილი რესტორნის მფლობელმა 14 წლის ბავშვზე  სექსუალურად იძალადა“

„ცნობილი რესტორნის მფლობელმა 14 წლის ბავშვზე  სექსუალურად იძალადა“

„პრაიმტაიმისთვის“ ექსკლუზიურად ცნობილი გახდა არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმე. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, 14 წლის გოგო ერთ-ერთი ცნობილი რესტორნის მფლობელმა, მიმტანად დაასაქმა, რის შემდეგაც მასზე სექსუალურად იძალადა. თავად ბავშვის ჩვენებით ირკვევა, რომ არასრულწლოვანზე რესტორნის მფლობელმა დ.ც-მ მაშინ იძალადა, როდესაც გოგონა სამსახურის შემდეგ, საკუთარი ავტომობილით სახლში მიჰყავდა. არასრულწლოვანმა მომხდარის შესახებ დედას უამბო, რის შემდეგაც ბრალდებული დააკავეს. მას სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების […]

15 თებერვლიდან რესტორნები ღია სივრცეში განაახლებენ მუშაობას

15 თებერვლიდან რესტორნები ღია სივრცეში განაახლებენ მუშაობას

15 თებერვლიდან კვების ობიექტები და რესტორნები ღია სივრცეში განაახლებენ ფუნქციონირებას. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „15 თებერვლიდან, შემდგომი ორშაბათიდან კვების ობიექტები, რესტორნები შეძლებენ ღია სივრცეში ამოქმედდნენ. ეს არის ის ძირითადადი გადაწყვეტილებები, რომელიც ჩვენ დღეს უნდა მივიღოთ, თუმცა შეზღუდვები შენარჩუნდება შაბათ-კვირას. ამ შეზღუდვების კიდევ უფრო შემსუბუქება განხილული იქნება ერთი კვირის თავზე“,-განაცხადა გახარიამ.

“თავი მოგაჭრათ თუ ჩამოგახრჩოთ, რომელს აირჩევთო, ბიზნესის 70% გაჩანაგებულია”

”რა განსხვავებაა, შიმშილით მოვკვდები თუ კორონავირუსით” - რესტორნების დახურვის შემდეგ 100.000 ადამიანი უმუშევარი დარჩა

„ჩვენი ბიზნესის 70% უკვე გაჩანაგებულია, არის ლაპარაკი იმაზე იმ 30%-ს ბოლო მოეღება თუ გადარჩება,“-ამის შესახებ, რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა კოტე გაბრიჩიძემ განაცხადა. „სარესტორნე ბიზნესი საჯილდაო ქვა გახდა. პატარა რეგულაციაც კი თუ იწერება, იქიდან 3-4 სიტყვა სარესტორნე ბიზნესს ეხება. ცალ ფეხზე ვდგავართ და როგორ ვმუშაობთ კიდე კაცმა არ იცის. საშინელი პრესის […]

16 ოქტომბრიდან თბილისსა და იმერეთში რესტორნები ღამის 10 საათზე დაიკეტება

საქართველოში რესტორნების 50% ისევ დაკეტილია - ვინც გაიხსნა, დატვირთვა 70%-ით შეუმცირდა

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თბილისსა და იმერეთში ხვალიდან, 16 ოქტომბრიდან, რესტორნებისა და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა 22 საათიდან შეიზღუდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ვირუსის გავრცელების სისწრაფე შევანელოთ. „როგორც ჩანს, უახლოეს დღეებში 1000-იან ნიშნულს გადავაბიჯებთ“, – განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ გამოსავალი წერტილოვან შეზღუდვებშია. “თუმცა, […]

რუსთავის რესტორანში ქეიფის დროს 60 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

რუსთავში წლინახევრის ბავშვი ძილში გარდაიცვალა

რუსთავში, ერთ-ერთ რესტორანში 60 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, მამაკაცი რესტორანში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, მოულოდნელად კი გონება დაკარგა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს შუახნის კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა. რა გახდა გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. როგორც “ინფო რუსთავს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძეიბა სსკ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე […]

უბედური შემთხვევა მესტიაში – რესტორანში 22 წლის ბიჭი გარდაიცვალა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

მესტიის სოფელ ბარჯასთან, ერთ-ერთ რესტორანში 22 წლის ბიჭი გარდაიცვალა. “ნიუპოსტის” კორესპოდენტის ცნობით, გარდაცვლილი ზუგდიდის რაიონ სოფელ ზედა ეწერის მკვიდრია და მესტიიდან ხის მასალა მოჰქონდა. ერთ-ერთ რესტორანში, მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა და სასმელის ზედოზირებით გულის შეტევა დაემართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 116-ე მუხლითაა აღძრული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.