ჭდე: რესტორნები

მერიკო გუბელაძე – “თბილისის რესტორნების ნახევარი იატაკქვეშ მუშაობს და მთავრობაც მაგათთან დადის”

მერიკო გუბელაძე - "თბილისის რესტორნების ნახევარი იატაკქვეშ მუშაობს და მთავრობაც მაგათთან დადის"

შეფ მზარეულმა მერიკო გუბელაძემ ფეისბუქში დაწერა: მარტივადაა საქმე: მსოფლიოში ფორს მაჟორია, ქვეყანაშიც და ჩვენს სფეროშიც ფაქტობრივად. მაგრამ არა იურიდულად. არა, იმიტომ რომ ჩვენმა მთავრობამ ასე გადაწყვიტა. ანუ, რა ხდება? ბიზნესი დაკეტეს, მაგრამ აღებულ ვალდებულებებთან პირისპირ დაგვტოვეს. ბანკი გადასახადს გვთხოვს, კომუნალურები გაძვირებული და გადასახდელია, გატანის სერვისები 30% იან წილში გვიზის, სტაფის დიდი ნაწილი სახლშია და მშიერია. […]

შოთა ბურჯანაძე – 125 რესტორნის სია, რომლებიც 30 იანვარს გატანის სერვისს შეწყვეტენ

შოთა ბურჯანაძე - 125 რესტორნის სია, რომლებიც 30 იანვარს გატანის სერვისს შეწყვეტენ

30 იანვარს, პროტესტის ნიშნად, 125 რესტორანი თბილისში გატანის სერვისს 24 საათის განმავლობაში შეწყვეტს. რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის, შოთა ბურჯანაძის თმით, ეს რესტორნებია: 1. „შავი ლომი“; 2. „ტაკერია“; 3. „ხაშერია“; 4. „ლეგატო“;5. „ქეთო და კოტე“; 6. „კერა“; 7. „წისქვილი ჯგუფი“; 8. „მეგრული სახლი“; 9. „სტეიკ ჰაუსი“; 10. „ზ10“; 11. „ხამანწკა ბარი“; 12. „სულიკო“; 13. „თონე“; 14.“ბარბარესთან“; 15. […]

რამდენი რესტორანი გადარჩება?

საქართველოში რესტორნების 50% ისევ დაკეტილია - ვინც გაიხსნა, დატვირთვა 70%-ით შეუმცირდა

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის შოთა ბურჯანაძის განცხადებით, კითხვის ნიშნის ქვეშაა, რამდენი რესტორანი შეძლებს მუშაობის გაგრძელებას შეზღუდვების მოხსნის შემდეგ. როგორც მან მიმდინარე სიტუაციაზე საუბრისას აღნიშნა, 250.000 ადამიანის უმუშევრად დარჩენის საფრთხე არსებობს ამიტომ, სწრაფი რეაგირებაა საჭირო. „პირველი „ლოკდაუნის“ შემდეგ სფეროს შესაძლებლობა მიეცა, რომ გამოჯანმრთელებულიყო, თუმცა მეორე „ლოკდაუნიდან“ ისევ დაღმასვლა მოხდა და სფეროსთვის გადარჩენისთვის ბრძოლა გახდა აუცილებელი. დღესაცაა ეს კითხვის […]

საქართველოში რესტორნების 50% ისევ დაკეტილია – ვინც გაიხსნა, დატვირთვა 70%-ით შეუმცირდა

საქართველოში რესტორნების 50% ისევ დაკეტილია - ვინც გაიხსნა, დატვირთვა 70%-ით შეუმცირდა

რესტორნების 50%-ზე მეტი ისევ დაკეტილია. ამის შესახებ კომპანია „კულინარიული და ღვინის ექსპედიციის“ დამფუძნებელმა ქეთი კვიჭიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ობიექტების ნაწილი გაიხსნა, თუმცა მომხმარებლის ნაკლებობის და რეგულაციების გამო, ისევ დაიხურა. როგორც ქეთი კვიჭიძე ამბობს, ახლა რესტორნები გადარჩენისთვის ბრძოლაზე არიან გადასული, რის გამოც, მაღალ სეგმენტზე მომუშავე ობიექტები, საშუალოზე ორიენტირებასაც კი ცდილობენ. კერძოდ, ერთ-ერთ საკმაოდ ძვირადღირებულ […]

”რა განსხვავებაა, შიმშილით მოვკვდები თუ კორონავირუსით” – რესტორნების დახურვის შემდეგ 100.000 ადამიანი უმუშევარი დარჩა

”რა განსხვავებაა, შიმშილით მოვკვდები თუ კორონავირუსით” - რესტორნების დახურვის შემდეგ 100.000 ადამიანი უმუშევარი დარჩა

რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი კოტე გაბრიჩიძე აცხადებს, რომ პრაქტიკულად ყველა რესტორანი დაიხურა და უმუშევრად 100.000-მდე ადამიანია დარჩენილი. როგორც მან “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განთავისუფლებული თანამშრომლებისთვის კომუნალური გადასახადების გადავადების საკითხი იქნა დაყენებული. “ჩვენ მთავრობის წინაშე დავაყენეთ საკითხი რომ პერსონალი, რომელიც შემოსავლის გარეშე დარჩა დაახლოებით 80.000-დან 100.000-მდე ადამიანს რაღაცნაირად შეუმსუბუქდეს სოციალური გარემო. საუბარი იყო კომუნალური გადასახადების გადავადების […]

თავდაცვის სამინისტრომ 3 რესტორანს 300.000 ლარი გადაურიცხა

თავდაცვის სამინისტრომ 3 რესტორანს 300.000 ლარი გადაურიცხა

სადილი მინისტრის სურვილით – თავდაცვის სამინისტრომ 3 რესტორანს ტენდერის და პირობების გარეშე, 300 ათას ლარი გადაურიცხა. 2 აგვისტოს გაფორმებული 3 ხელშეკრულებით, სამინისტრომ წინასწარ გათვალა, რომ წლის ბოლომდე რესტორნებში 300 ათას ლარს დახარჯავს. სამ მსხვილ სარესტორნო ქსელთან კონტრაქტი ლევან იზორიამ ტენდერის გარეშე გააფორმა. რა ნიშნით შეარჩიეს კომპანიები, დოკუმენტაციაში არ ჩანს, რაც აჩენს ეჭვს, რომ მინისტრმა სადილი […]

ჭამე, დალიე, შეირგე – 2018 წლის 6 თვეში ხელისუფლებამ რესტორნებში 4 მილიონი დახარჯა

ჭამე, დალიე, შეირგე - 2018 წლის 6 თვეში ხელისუფლებამ რესტორნებში 4 მილიონი დახარჯა

2018 წლის პირველი იანვრიდან დღემდე საქართველოს ხელისუფლებამ რესტორნებში ოთხი მილიონი ლარი დახარჯა. დოკუმენტაცია არასამთავრობო ორგანიზაცია შეაჩერე კორუფციამ შეისწავლა და ბევრი საეჭვო გარემოება აღმოაჩინა. 10 კაცის ვახშამი იუსტიციის სამინისტროს 888 ლარი დაუჯდა. ასეთი ან უფრო ძვირადღირებული სუფრა სახელმწიფო უწყებების დაკვეთით ქვეყნის რესტორნებში წელს 2657 ჯერ გაიშალა. ბოლო 6 თვეში ჭამა-სმაში ბიუჯეტიდან ხელისუფლებამ 4 მილიონი ლარი დახარჯა. ვინ აქეიფეს […]