ჭდე: რიკოთის უღელტეხილი

რიკოთის უღელტეხილზე სატვირთო ავტომობილი დაიწვა

„მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომანქანა ამობრუნდა...“ - ავარია კახეთში

რიკოთის უღელტეხილზე სატვირთო ავტომობილი დაიწვა. შემთხვევის გამო, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე მოძრაობა რამდენიმე საათის  განმავლობაში შეფერხებული იყო. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია, დაწყებულია გამოძიება. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

რიკოთთან კაცის ცხედარი იპოვეს

რიკოთის უღელტეხილზე, უბისას მონაკვეთთან, მდინარეში  კაცის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, 52 წლის კაცი რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე სამუშაოებზე იყო დასაქმებული. სამძებრო სამუშაოები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. შსს-ს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

რიკოთის უღელტეხილზე 97 ხიდი და 53 გვირაბი აშენდება

რიკოთის უღელტეხილზე 97 ხიდი და 53 გვირაბი აშენდება

რიკოთის უღელტეხილის საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტირების ფარგლებში, ევროპის საინვესტიციო ბანკი, ჩუმათელეთი-არგვეთას გზის 2 მონაკვეთის მშენებლობას დააფინანსებს. კერძოდ, ჩუმათელეთი- ხევისა და უბისა-შორაპანის მშენებლობას. საერთო ჯამში, რიკოთის უღელტეხილზე დაგეგმილია 52 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 97-მდე ხიდსა და 53-მდე გვირაბს მოიცავს. პროექტზე ჯამში 1 მილიარდ დოლარამდე დაიხარჯება. საპროექტო სამუშაოების დასრულება 2018 წლის მაისისთვის არის დაგეგმილი. შემდეგი ეტაპი სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერის გამოცხადებაა, რის […]