ჭდე: რიკოთი

რიკოთზე მოძრაობა აკრძალულია

რიკოთზე მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გზის სიახლოვეს მეწყრული პროცესების განვითარების საშიშროების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძიდან ზესტაფონამდე (საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის (149-ე კმ) მონაკვეთზე). როგორც დეპარტამენტი აცხადებს, მსუბუქი ავტოტრანსპორტი დროებით იმოძრავებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის – გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გავლით. მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება.

ავარია რიკოთზე – სამარშრუტო ტაქსი კლდეს შეასკდა

„მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომანქანა ამობრუნდა...“ - ავარია კახეთში

ავტოსაგზაო შემთხვევა რიკოთთან – მიკროავტობუსი კლდეს შეეჯახა, შემდეგ კი გადაბრუნდა, – ინფორმაციას რეგიონული მედია “მოზაიკა” ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. „რიკოთის გვირაბთან, ფორდის მარკის მიკროავტობუსი გზაზე მოცურდა და კლდეს შეასკდა. მერე ცალ გვერდზე გადაბრუნდა”, – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი

ავარია რიკოთზე – ერთმანეთს ორი სატვირთო შეეჯახა

ავარია რიკოთზე - ერთმანეთს ორი სატვირთო შეეჯახა

რიკოთზე ერთმანეთს ორი სატვირთო შეეჯახა, რამაც მრავალკილომეტრიანი საცობი გამოიწვია. შემთხვევა შოროპანთან მოხდა. შეჯახების შედეგად ორი მძღოლი დაშავდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა) დაიწყო.

რიკოთზე მანქანების გადამზიდი პოლიციის მანქანას შეეჯახა – 3 ადამიანი დაიღუპა

რიკოთზე მანქანების გადამზიდი პოლიციის მანქანას შეეჯახა - 3 ადამიანი დაიღუპა

რიკოთზე, ავტომობილების გადამზიდი პოლიციის მანქანას შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სამართალდამცავების ავტომანქანისა და ფორდ ტრანზიტის მარკის ევაკუატორის შეჯახების შედეგად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამი პატრულ-ინსპექტორი გარდაიცვალა, ხოლო ერთი პატრულ-ინსპექტორი და ევაკუატორის მძღოლი მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. „საქართველოს პროკურატურამ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის 153-ე კილომეტრზე მომხდარი ავტოსაგზაო […]

რიკოთზე ერთმანეთს 7 მანქანა შეეჯახა

რიკოთზე ერთმანეთს 7 მანქანა შეეჯახა

რიკოთზე უამინდობის გამო ერთმანეთს 7 ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. გავრცელებული კადრების მიხედვით, ავარიაში სამარშრუტო ტაქსიც მოჰყვა. დაშავდა არაერთი ადამიანი, მათ შორის 11 კი კლინიკებში სხვადასხვა სახის მოტეხილობებით გადაიყვანეს. მოქალაქეები ამბობენ, რომ გზები არ იწმინდება და ტექნიკურ მარილს არ ყრიან, რის გამოც გადაადგილება ჭირს. მათივე თქმით, მთელი ღამის მანძილზე სატვირთოები გაჩერებული ჰყავთ და დილით ისინი […]

რიკოთზე ტრაილერი ამოტრიალდა

რიკოთზე ტრაილერი ამოტრიალდა

რიკოთის უღელტეხილზე ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გადატრიალდა. ფაქტს ნიუპოსტის კორესპონდენტი შეესწრო და როგორვ ის ადგილიდან გვატყობინებს, შემთვევის შედეგად არავინ დაღპულა. რაც შეეხება დაშავებულებს, ადგილზე არ იმყოფება სასწრაფო დახმარების ბრიგადა და დაშავებულების შესახებ ინფორმაციას არც სამართალდამცავები ადასტურებენ. როგორც ირკვევა სატვირთო თურქეთის მოქალაქეს ეკუთვნის. მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. სამართალდამცავების თქმით, მძღლს გამოუწერენ ადმინისტრაციულ […]

რიკოთზე ობიექტი ჩამოინგრა და 3 მუშა მოიყოლა

რიკოთზე ობიექტი ჩამოინგრა და 3 მუშა მოიყოლა

რიკოთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობაზე სამუშაო ობიექტი ჩამოინგრა და გავრცელებული ინფორმაციით, სამი მუშა მოიყოლა. ამის შესახებ ინფორმაციას რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი ავრცელებს. მათივე ცნობით, ორი მუშა მსუბუქად დაშავდა, ერთის გადაყვანა გახდა საჭირო. “დღეს დილით, რიკოთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობაზე, რომელსაც ჩინური კომპანია აწარმოებს, სამუშაო ობიექტის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა. ნგრევაში დასაქმებულები მოჰყვნენ, მათგან ერთი მსუბუქად დაშავდა, ხოლო ერთი დაშავებული […]

რიკოთზე ანტალია-თბილისის სამგზავრო ავტობუსი დაიწვა

რიკოთზე ანტალია-თბილისის სამგზავრო ავტობუსი დაიწვა

რიკოთის უღელტეხილზე სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი მოძრაობის დროს გაუჩნდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ავტობუსში თურქი მძღოლის ჩათვლით 5 კაცი იმყოფებოდა. თურქული სანომრე ნიშნებით ავტობუსი ანტალიიდან თბილისის მიმართულებით მოდიოდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მეხანძრე-მაშველების მიერ ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი […]

7-9 მაისს რიკოთის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

7-9 მაისს რიკოთის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143–ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, გვირაბის სახანძრო-სავენტილაციო სისტემების შემოწმება-შესწავლის სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით, 2019 წლის 7 მაისიდან 9 მაისის ჩათვლით, დროის გარკვეულ პერიოდში იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. კერძოდ: 7 მაისს 22:00 სთ-დან 8 მაისის 08:00 სთ-მდე, 8 მაისს 22:00 […]

 რიკოთის უღელტეხილზე ავტომობილი დაიწვა – ვიდეო

 რიკოთის უღელტეხილზე ავტომობილი დაიწვა - ვიდეო

რიკოთის უღელტეხილზე ავტომობილი დაიწვა. როგორც ცნობილია, ავტომობილს ცეცხლი მოძრაობისას გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. შემთხვევის ამსახველ ვიდეოს რუსთავი2 ავრცელებს. ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. https://youtu.be/U_9cKW-7l5U