ჭდე: რიონი

აბაშაში დაკარგული 10 წლის ბიჭის ცხედარი რიონში იპოვეს

აბაშაში დაკარგული 10 წლის ბიჭის ცხედარი რიონში იპოვეს

მაშველებმა აბაშაში გაუჩინარებული მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საძიებო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში, 10 წლის ბავშვის ცხედარს მდინარეში მიაკვლიეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა ინფორმაცია აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილარში გაუჩინარებული არასრულწლოვნის შესახებ. შეტყობინების ინიციატორის გადმოცემით, მოზარდი მდინარე რიონში ბანაობისას წყალში გაუჩინარდა და საჭირო იყო მაშველების დახმარება. სოფელ კეთილარის მიმართულებით, შეტყობინების […]

მამაკაცი, რომელსაც რიონში ეძებენ, რუსთაველი ნიკა ანთიძეა

მამაკაცი, რომელსაც რიონში ეძებენ, რუსთაველი ნიკა ანთიძეა

ახალგაზრდა კაცი, რომელსაც მდინარე რიონში მაშველები უკვე მეორე დღეა ეძებენ, რუსთაველი ნიკა ანთიძეა. 29 წლის რუსთაველს დედა რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალა, მამა კი ემიგრანტია და ამერიკაში იმყოფება. მამაკაცი რუსთავში ბებიასთან ერთად ცხოვრობს. ნიკა ანთიძე ნამოხვანში “ნამოხვანჰესის” საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებთან ერთად იმყოფებოდა. 10 აპრილს ნიკა ანთიძემ ტელეფონი ერთ-ერთ აქტივისტს დაუტოვა და დაუბარა, რომ მისი მეგობრისთვის გადაეცა, […]

„რამდენიმე დღის წინ დედა გარდაეცვალა, ხელებში ჩააკვდა“ – ვინ არის მამაკაცი, რომელსაც რიონში ეძებენ

"ტელეფონი მიაწოდა, რიონში შევიდა და გაუჩინარდა" - ნამახვანთან მამაკაცს ისევ ეძებენ

ახალი დეტალები რიონში გაუჩინარებულ მამაკაცზე  – შემთხვევამდე მასთან ერთად მყოფები ამბობენ, რომ რამდენიმე დღის წინ მას დედა გარდაეცვალა. თვითმხილველები არც სუიციდს გამორიცხავენ. თვითმხილველები ამბობენ, რომ მამაკაცი თბილისიდან იყო და ის ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს ორი დღის წინ შეუერთდა. წყალში გადახტომამდე ცოტა ხნით ადრე მამაკაცი სხვებთან ერთად ვახშმობდა, რის შემდეგაც გარეთ გავიდა,  მასთან ერთად მყოფს ტელეფონი მიაწოდა და წყალში […]

“ტელეფონი მიაწოდა, რიონში შევიდა და გაუჩინარდა” – ნამახვანთან მამაკაცს ისევ ეძებენ

"ტელეფონი მიაწოდა, რიონში შევიდა და გაუჩინარდა" - ნამახვანთან მამაკაცს ისევ ეძებენ

სოფელ ნამახვანში, მდინარეში გაუჩინარებულ მამაკაცს მაშველები ამ დრომდე ეძებენ. სამუშაოებში ჩართეს ნავებიც. “ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა სულხან თამაზაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. „უპირველესია ადამიანის სიცოცხლე ვიხსნათ, მიმდინარეობს […]

ნამახვანჰესის კარვებიდან მამაკაცი რიონში ჩავარდა

ნამახვანჰესის კარვებიდან მამაკაცი რიონში ჩავარდა

„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო კარვების ტერიტორიიდან რიონში მამაკაცი ჩავარდა. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მდინარე რიონის ხეობაში იმ ადგილას, სადაც ეგრეთ წოდებული საგუშაგო კარვებია გაშლილი, მდინარეში ბანაკის ტერიტორიიდან სავარაუდოდ, ნასვამი მამაკაცი შევიდა, რომელიც წყალში გაუჩინარდა. პოლიცია შემთხვევის ადგილზე უკვე მობილიზებულია. სამაშველო სამსახურები კომპანია „ენკას“ თანამშრომლებთან ერთად გაუჩინარებულ ადამიანს ეძებენ. პოლიცია კარვებში მყოფების გამოკითხვას აწარმოებს გაუჩინარების მიზეზების დასადგენად.

“დაჭრილი ძმა საშველად წასულა, მამიდა, მიშველეო” – რიონში მკვლელობის ახალი დეტალები

"დაჭრილი ძმა საშველად წასულა, მამიდა, მიშველეო" - რიონში მკვლელობის ახალი დეტალები

იმერეთში ძმების მკვლელობის საქმეზე კურიერმა დამატებითი დეტალები გაარკვია – როგორც ადგილობრივები “კურიერთან” საუბრისას აცხადებენ, 29 წლის მამაკაცი პოლიციას თვითონ ჩაბარდა. თუმცა ამ ინფორმაციას შსს ოფიციალურად არ ადასტურებს. ცნობილია ის, რომ მამაკაცი დაკავებულია და ბრალად საკუთარი ბიძაშვილების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობა ედება. “ძმებიდან ერთ-ერთი დაჭრის შემდეგ საშველად წავიდა, მამიდა მიშველეო… იმან დაგვჭრაო, რომ გამოვიდა მამიდამისი, ხელები სისხლიანი ჰქონდა, […]

ძმები სოფლის წყაროზე იყვნენ, როდესაც მთვრალმა ბიძაშვილმა ისინი თოფით დახოცა – ტრაგედია რიონში

ძმები სოფლის წყაროზე იყვნენ, როდესაც მთვრალმა ბიძაშვილმა ისინი თოფით დახოცა - ტრაგედია რიონში

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონში ორი მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მოკლულები ძმები არიან. ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავე მათი 29 წლის ბიძაშვილია. როგორც სოფელში აცხადებენ, 34 და 35 წლის ძმებს ბიძაშვილთან ორი დღის წინ კონფლიქტი ჰქონდათ, დღეს კი მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. ძმები სოფლის წყაროზე იყვნენ, როდესაც მათთან ნასვამი ნათესავი მივიდა, რომელმაც ძმები სანადირო თოფით მოკლა. […]

ფოთში ბიჭი დაიხრჩო

ფოთში ბიჭი დაიხრჩო

ფოთში, მდინარე რიონში არასრულწლოვანი დაიხრჩო. ბიჭი სავარაუდოდ დინებამ გაიტაცა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მარნეულიდანაა და ფოთში სტუმრად იყო ჩასული. მაშველებმა ცხედარი უკვე ამოიყვანეს. მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მთავარი

რიონში 72 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

რიონში 72 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა მდინარე რიონში 72 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მამაკაცი რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა. ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც მამაკაცის ტანსაცმელი მდინარე რიონის ნაპირზე იპოვეს. სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყვნენ მაშველები და მყვინთავები. იპნ

რიონში ირაკლი ჭოლაძის ცხედარი იპოვეს – “ცოლი შოკშია, დედა უცხოეთშია და არაფერი იცის”

რიონში ირაკლი ჭოლაძის ცხედარი იპოვეს - "ცოლი შოკშია, დედა უცხოეთშია და არაფერი იცის"

მაშველებმა ორდღიანი სამძებრო ღონისძიებების შემდეგ მდინარე რიონში ირაკლი ჭოლაძის ცხედარი იპოვეს. მამაკაცი 37 წლის იყო და ქუთაისში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. „პრაიმტაიმს“ განუმარტეს, რომ მამაკაცის გაუჩინარების და გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დედას ამ დრომდე არ ჰქონდა. გარდაცვლილის დედა  საზღვარგარეთ იმყოფება. „მთელი ოჯახი გაოგნებულია, არავინ არაფერი არ იცის, რა მოხდა. ვერსიებიც არავის აქვს. შოკშია მეუღლე. დედა საზღვარგარეთ ჰყავს […]