ჭდე: რკინიგზა

საქართველოს რკინიგზა შეიძლება რელსების გარეშე დარჩეს

საქართველოს რკინიგზა შეიძლება რელსების გარეშე დარჩეს

საქართველოს რკინიგზა შესაძლოა, რელსების გარეშე დარჩეს. კომპანია “უნიორი”, რომელთანაც რკინიგზამ 2021 წელს 52 მილიონიანი ხელშეკრულება გააფორმა, რელსების შემოტანას ვეღარ ახერხებს. “პირველებს” თავად კომპანია “უნიორის” დირექტორი გიორგი ღუდუშაური ესაუბრა, რომელიც მიზეზად ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, გაუფასურებულ ვალუტას და რუსეთში გაზრდილ ფასებს ასახელებს. მისი თქმით, ახლა კომპანიას მძიმე ვითარება აქვს და საჭიროა, საქართველოს რკინიგზამ კრიზისიდან გამოსვლის გზები მოძებნოს. […]

ხანძარი რკინიგზაზე! – არის მსხვერპლი

ხანძარი რკინიგზაზე! – არის მსხვერპლი

ზესტაფონში სატვირთო მატარებლის ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა, რასაც შუახნის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. მატარებელი ფოთი-თბილისის მიმართულებით გადაადგილდებოდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ერთი ვაგონი სრულად დაიწვა. მათივე განმარტებით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. საქმეზე გამოძიება 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო.  გურიის მოამბე

დანიაში სარკინიგზო ავარიას 6 ადამიანი შეეწირა

დანიაში სარკინიგზო ავარიას 6 ადამიანი შეეწირა

დანიაში სარკინიგზო ინციდენტის შედეგად სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა. არსებული ინფორმაციით, სამგზავრო და სატვირთო მატარებლების ავარია სარკინიგზო ხიდზე მოხდა. ხიდი ზელანდიისა და ფიუნის კუნძულებს ერთმანეთთან აკავშირებს. სამგზავრო მატარებელი კოპენჰაგენისკენ მიემართებოდა. ინტერპრესნიუსი

თბილისში რკინიგზის მიტოვებულ ჯიხურს ცეცხლი გაუჩნდა

თბილისში რკინიგზის მიტოვებულ ჯიხურს ცეცხლი გაუჩნდა

თბილისში ვანის ქუჩაზე ბალახებს ცეცხლი მოედო, რის შემეგაც რკინიგზის მიტოვებულ ჯიხურზე გადავიდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

თურქეთში მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა – 24 ადამიანი დაიღუპა

თურქეთში მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა - 24 ადამიანი დაიღუპა

თურქეთში სარკინიგზო ავარიის მსხვერპლთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერზე რეჯეპ აკდაგზე დაყრდნობით BBC წერს. მანამდე ინფორმაცია 10 დაღუპულისა და 73 დაშავებულის შესახებ გავრცელდა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია უკვე დასრულებულია. ამ დროისთვის ყველა დაშავებული ჰოსპიტალიზებულია. გუშინ სამგზავრო მატარებელი, რომელსაც 360 ადამიანი გადაჰყავდა, ლიანდაგებიდან გადავიდა. შემთხვევა ტეკირდაღის პროვინციაში, ჩორლუს რაიონში მოხდა. მატარებელი კაპიკულედან სტამბოლის მიმართულებით მიემგზავრებოდა. იმედინიუსი

საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა კვლავ მცირდება

საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა კვლავ მცირდება

წლის პირველ 8 თვეში საქართველოს რკინიგზამ 6.988.580 ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 919.000 ტონით შემცირებული მაჩვენებელია. აქედან ადგილობრივ ტვირთებზე 1.252.229 ტონა მოდიოდა, ხოლო ექსპორტზე – 696.127 ტონა. იმპორტირებულმა ტვირთებმა საანგარიშო პერიოდში 1.677.170 ტონა შეადგინა, ტრანზიტულმა კი – 3.363.054 ტონა. წლის პირველ 8 თვეში რკინიგზამ 23.447 TEU ერთეული კონტეინერი გადაზიდა, რაც წინა […]

შიმშილობა ბათუმელმა რკინიგზელებმაც დაიწყეს

შიმშილობა ბათუმელმა რკინიგზელებმაც  დაიწყეს

საქართველოს რკინიგზასთან მოშიმშილეებს ბათუმელი კოლეგები შეუერთდნენ. რკინიგზელები რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის დაჩი ცაგურიას და ინფრასტრუქტურის სამსახურის დირექტორის ვასილ ხორავას თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ. გურჯაანის რკინიგზის თანამშრომლები სამუშაო ადგილის შეცვლას აპროტესტებენ. ისინი დღეს დილიდან რკინიგზის დეპარტამენტთან იმყოფებიან და აცხადებენ, რომ ხელმძღვანელობამ ისინი სამუშაოდ მარნეულში გადაიყვანა, თუმცა მათი მგზავრობის და საცხოვრებელ ხარჯებს არ უზრუნველყოფს. საქართველოს რკინიგზასთან შიმშილობის […]