ჭდე: რუსთაველის გამზირი

რუსთაველზე სპეცრაზმი მიიყვანეს

რუსთაველზე სპეცრაზმი მიიყვანეს

რუსთაველის გამზირზე სპეცდანიშნულების რაზმი მიიყვანეს. დამატებითი ძალები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე წუთის წინ გამოჩნდნენ. სპეცრაზმის წარმომადგენლები ამ წუთებში ეკიპირებას ირგებენ. თავის მხრივ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის ინფორმაციით, პარლამენტთან აქცია დასრულებულია, ამჟამად კი ორივე დაპირისპირებულ მხარესთან საუბრის საფუძველზე, აქციის მონაწილეთა ტერიტორიიდან უსაფრთხოდ გაყვანაზე მუშაობენ. როგორც სირაძემ რუსთაველის გამზირზე, ჟურნალისტებს განუცხადა, თავდაპირველად ტერიტორიიდან მდუმარე აქციის მონაწილეებს […]

რუსთაველზე დაუმორჩილებლობის მარში მიმდინარეობს

რუსთაველზე დაუმორჩილებლობის მარში მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე, სადაც „დაუმორჩილებლობის მარშის“ მონაწილეები მსვლელობით მიემართებიან, ხმაურია. სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს თავდაპირველად გზის სავალ ნაწილზე გადასვლის უფლებას არ აძლევდნენ, მცირე დაპირისპირების შემდეგ, „დაუმორჩილებლობის მარშის“ მონაწილეებს სამართალდამცავებმა გზის სავალი ნაწილის ცალ მხარეს მოძრაობის ნება დართეს. როგორც სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, მათი მთავარი მოთხოვნაა ე.წ.კომენდანტის საათის გაუქმება და სხვა არსებული რეგულაციების მოხსნა. “დაუმორჩილებლობის მარშში” სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად, მონაწილეობენ […]

რუსთაველზე აქცია იწყება

რუსთაველზე აქცია იწყება

ყველა ვინც თვლის რომ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” მათი ხმები მოიპარა, ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან. ერთის წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიციური პარტიები და მათი მხრდამჭერები გაყალბებულ შედეგებს ისევ ქუჩაში აპროტესტებენ. მოთხოვნები უცვლელია: ხელახალი საპარლამენტო არჩევნები; ცესკოს თავმჯდომარის გადადგომა და საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი შემადგენლობის დანიშვნა; პოლიტპატიმრების გათავისუფლება. “მოთხოვნა არის ხელახალი არჩენვები სანამ ეს არ გაკეთდება არცერთი […]

დღის 2 საათიდან რუსთაველი გადაიკეტება – რა მარშრუტით იმოძრავებს ტრანსპორტი

დღის 2 საათიდან რუსთაველი გადაიკეტება - რა მარშრუტით იმოძრავებს ტრანსპორტი

რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი შეკრება-მანიფესტაციის გამო, 20 ივნისს, 14:00 საათიდან სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ავტომანქანების მძღოლები პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებას ალტერნატიული ქუჩების გამოყენებით შეძლებენ. მელიქიშვილის ქუჩიდან თავისუფლების მოედნისკენ მოძრავ ავტომობილებს შეეძლებათ, ლესია უკრაინკას, ჟვანიასა და ჩიტაძის ქუჩებზე გადაინაცვლონ, ხოლო უკუმიმართულებისას, ფურცელაძის, თაბუკაშვილისა და ჯორჯაძის ქუჩების გამოყენებით იმოძრაონ. რუსთაველის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით იცვლება და გადაადგილება შესაძლებელი […]

რუსთაველზე სამანქანო გზაზე კარვების გაშლა დაიწყეს

რუსთაველზე სამანქანო გზაზე კარვების გაშლა დაიწყეს

რუსთაველის გამზირზე, საავტომობილო გზაზე, აქციის მონაწილებმა კარვების გაშლა დაიწყეს. პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის შოთა დიღმელაშვილის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ ტერიტორიის მომზადება მიმდინარეობს, რათა აქციის მონაწილეებმა ღამის გატარება შეძლონ. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ “გასათბობი საშუალებები წაართვეს”, ისინი შეეცდებიან, ტერიტორია მაქსმალურად მოამზადონ, რომ ღამის გათენება რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მოახერხოს. დიღმელაშვილის თქმით, ტერიტორიაზე […]

აქციის გამო რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

აქციის გამო რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

აქციის გამო, რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. თავდაპირველად, დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მოძრაობა ნაწილობრივ იყო შეზღუდული, თუმცა მას შემდეგ, რაც პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ აქციის მონაწილეები მსვლელობით დაიძრნენ, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აიკრძალა. ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები პარლამენტთან ამ წუთებში მივიდნენ. მსვლელობისას ისინი სკანდირებდნენ სიტყვებს: „საქართველო“ და “შეცვალე”. ასევე, აქციაზე მსვლელობით მივიდნენ თსუ-ს სტუდენტები. აქციის მონაწილეები […]

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა. როგორც მოძრაობა „სირცხვილიას” წევრები აცხადებენ, რუსთაველის გამზირი კვლავ გადაიკეტება. ამ დროისთვის პარლამენტის წინ, მოძრაობა „სირცხვილიას” წევრები, აქციის მონაწილეების დაშლის შემდეგ სიტყვით გამოსვლას აგრძელებენ. პარლამენტის წინ კვლავ მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სპეცდანიშნულების რაზმი. ამასთან, მიმდებარე ტერიტორიაზე დგას რამდენიმე სასწრაფო დახმარების მანქანა. აქციის მონაწილეების კარვები პარლამენტის ყველა შესასვლელიდან აღებულია. შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის […]

რუსთაველის გამზირზე ერთმანეთს 5 ავტომობილი დაეჯახა

რუსთაველის გამზირზე ერთმანეთს 5 ავტომობილი დაეჯახა

რუსთაველის გამზირზე ერთმანეთს ხუთი ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ადგილზე ალოდებიან სასწრაფო დახმარებასა და საპატრულო პოლიციას. როგორც “ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, სავარაუდოდ, არიან დაშავებულები. ამ დროისთის საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია.

რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

რუსთაველის გამზირზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა. ამ წუთებში, პარლამენტის წინშეკრებილებს სიტყვით გამომსვლელები მიმართავენ. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. აქციის ორგანიზატორების მოთხოვნა უცვლელია, ისინი დაკავებული პირების გათავისუფლებასა და გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.

გიორგი შენგელაია – ”აიკრძალოს ”ქართული ოცნება” ივანიშვილის დიქტატორული ბრძანებების შესრულებისთვის”

გიორგი შენგელაია - ”აიკრძალოს ”ქართული ოცნება” ივანიშვილის დიქტატორული ბრძანებების შესრულებისთვის”

რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს, რეჟისორმა გიორგი შენგელაიამ მიმართა. შენგელაიას განცხადებით, შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც დადგენილების პროექტი შეიმუშავა. პროექტში მოთხოვნებია ჩამოყალიბებული: 1. ქართველი ხალხის ნებით, ბიძინა ივანიშვილს საქართველოს არაფორმალური მმართველობა უნდა ჩამოერთვას, 2. აიკრძალოს პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნება”, ბიძია ივანიშვილის დიქტატორული და არაფორმალურ ბრძანების შესრულებლისთვის 3. გადაყენებულ იქნას შს მინისტრი, იუსტიციის მინისტრი და შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი 4. ქართველი […]