ჭდე: რუსთაველის პროსპექტი

რუსთაველზე კარვები გაშალეს

რუსთაველზე კარვები გაშალეს

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე კარვები გაშალეს. საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. საპროტესტო აქციაში მონაწილეობას იღებს თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია. ისინი დროებითი მთავრობის ჩამოყალიბებას და ვადამდელ პროპორციულ არჩევნებს ითხოვენ.

ირაკლი ოქრუაშვილის მომხრეებმა პარლამენტის წინ კარავი გაშალეს

ირაკლი ოქრუაშვილის მომხრეებმა პარლამენტის წინ კარავი გაშალეს

პარლამენტის წინ, ირაკლი ოქრუაშვილისა და 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების მხარდამჭერებმა კარავი გაშალეს. ადგილზე იმყოფებიან 20-21 ივნისს დაკავებული 4 პირის უფლებადამცველი ვახტანგ იაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია ამერიკის მხარდამჭერთა ლიგის ხელმძღვანელი ირაკლი კიკიანი, “გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი და 20-21 ივნისის დაკავებული მორის მაჩალიკაშვილის ბიძა მალხაზ მაჩალიკაშვილი. როგორც გურამ ჩალაგაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, კარვის გაშლა არის პროტესტის ფორმა, რითაც 20-21 […]

ლევან ხაბეიშვილი” – მთაწმინდა შეიძლება რუსთაველზე ჩამოწვეს”

ლევან ხაბეიშვილმა ვაკის გამგეობაში პატრული გამოიძახა

დედაქალაქის მერიის კურთხევით, სამშენებლო კომპანიამ ტვერელის ეკლესიას ძირი გამოუთხარა. საზოგადოების და ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, მშენებლობა არ ჩერდება. სამშენებლო კომპანიას ჯერ მერის მოადგილე ილია ელოშვილი გადაეფარა ამბრაზურასავით, 27 მარტს კი მათი დაცვა საკუთარ თავზე აიღო კახა კალაძემ. ტვერელის ეკლესიისთვის ძირის გამოთხრის ოპერაციის მოწინააღმდეგეთა რიგებშია საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი, ლევან ხაბეიშვილი. ეს უკანასკნელი კალაძეს სერიოზულად უშლის ხელს და […]

რუსთაველი – დაპირისპირება აქციაზე

რუსთაველი - დაპირისპირება აქციაზე

რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე ამ წუთებში დაპირისპირებაა. ზაზა სარალიძის მხარდამჭერები აპირებენ, კარავი გაშალონ, რასაც ხელს უშლიან პოლიციელები. დაძაბულობა ჯერჯერობით არ განმუხტულა. ესენი არიან მკვლელები! – თქვა ზაზა სარალიძემ პოლიციელებზე. ხელისუფლება შეტევაზე წამოვიდა – თქვა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

დღეს ღამით რუსთაველი გადაიკეტება

დღეს ღამით რუსთაველი გადაიკეტება

დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება. ამასთან დაკავშირებით, დღეს რუსთაველის გამზირი გადაიკეტება. „დღეს, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, ვარდების მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე რუსთაველის გამზირი გადაიკეტება“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.