ჭდე: რუსთავი-თბილისის ავტობანი

რუსთავი-თბილისის ავტობანზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს

რუსთავი-თბილისის ავტობანზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს

სპეცოპერაცია მიმდინარეობს რუსთავი-თბილისის ავტობანზე. ავტომაგისტალზე სპეცრაზმი და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები არიან მობილიზებულები. სამართალდამცავებმა გზაზე მიმავალი ავტომანქანა გააჩერეს და საგამოძიებო მოქმედებები დაიწყეს. ინფო რუსთავის ინფორმაციით, ავტომობილის ჩხრეკისას ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები და ფული. სავარაუდოდ, საქმე ეხება ნარკოტიკების რეალიზაციის ფაქტს. ინფორუსთავი

რუსთავთან მოტოციკლი მიცუბიშის დაეჯახა – მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა – ვიდეო

რუსთავთან მოტოციკლი მიცუბიშის დაეჯახა - მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა - ვიდეო

რუსთავი-თბილისის ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. მოტოციკლის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და “მიცუბიშის” მარკის დისტრიბუციის ავტომობილს შეეჯახა. შეჯახების შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა. ის 41 წლის იყო. როგორც „ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6-ე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

რუსთავი-თბილისის ავტობანზე მერსედესი მიკროავტობუსს დაეჯახა – 4 ადამიანი დაშავდა

რუსთავი-თბილისის ავტობანზე მერსედესი მიკროავტობუსს დაეჯახა - 4 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-თბილისის ავტობანზე. ერთმანეთს მერსედესის მარკის ავტომობილი და დისტრიბუციის მიკროავტობუსი დაეჯახა. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცონო დახმარების 3 და საპატრულო პოლიციის 4 ეკიპაჟი. დაშავებულები კლინიკა რუსთავში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ინფორუსთავი

რუსთავი-თბილისის ავტობანთან ადიდებულმა არხმა მაშველების ნავი გაიტაცა

რუსთავი-თბილისის ავტობანთან ადიდებულმა არხმა მაშველების ნავი გაიტაცა

რუსთავი-თბილისის ავტობანთან სამაშველო ოპერაცია სრული დატვირთვით განახლდა. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ადიდებულმა არხმა მაშველების ნავი გაიტაცა. როგორც ადგილზე აცხადებენ, ნავიდან გადავარდა ერთ-ერთი მაშველი. როგორც პირველ არხს საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, წყალმა სამაშველო ნავი გაიტაცა, რის შემდეგაც ორი მაშველი ნავიდან გადახტა და წყლიდან ამოვიდა. მათივე ცნობით, მაშველების ტერიტორიიდან გამოსაყვანად ჯგუფები გაემართნენ. რუსთავი-თბილისის […]