ჭდე: რუსი ოკუპანტები

რუსმა ოკუპანტებმა დიციდან 21 წლის გივი ბერუაშვილი გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა დიციდან 21 წლის გივი ბერუაშვილი გაიტაცეს

გატაცების მორიგი შემთხვევა – რუსმა ოკუპანტებმა გორის რაიონის სოფელ დიციდან 21 წლის გივიკო ბერუაშვილი გაიტაცეს. სავარაუდოდ, ახალგაზრდა მამაკაცი საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით არის დაკავებული. ადგილობრივების ინფორმაციით, გივიკო ბერუაშვილი იმ დროს გაიტაცეს, როდესაც ის ოჯახის საკუთრებაში არსებულ ბაღში იმყოფებოდა და მიწას ამუშავებდა. ბაღი საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარეობს. მომხდარ ფაქტს ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც.

რუსმა ოკუპანტებმა ლომისის მამათა მონასტერთან ბერ-მონაზონი და მრევლის წევრი გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა ლომისის მამათა მონასტერთან ბერ-მონაზონი და მრევლის წევრი გაიტაცეს

ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსმა ოკუპანტებმა ორი ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას “პირველ არხი” ავრცელებს. გატაცებულთაგან ერთი მამათა მონასტრის ბერ-მონაზონია, ხოლო მეორე მრევლის წევრი. ისინი სავარაუდოდ ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით არიან დაკავებული. არსებული ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ისინი მონასტრის მიმდებარედ, წყაროსთან დააკავეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსი ოკუპანტების მიერ ორი […]

რუსმა ოკუპანტებმა ჯარიაშენიდან 77 წლის მამაკაცი გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა ჯარიაშენიდან 77 წლის მამაკაცი გაიტაცეს

საოკუპაციო რეჟმის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენიდან 77 წლის მამაკაცი გაიტაცეს. „ნიუპოსტის“ კორესპონდნეტის ცნობით, ელიზბარ მესტუმრიშვილი შეიარაღებულმა ოკუპანტებმა სოფლის საძოვრებიდან გაიტაცეს. მომხდარის შესახებ ადგილობრივებმა შესაბამისი უწყებები საქმის კურსში უკვე ჩააყენეს.