ჭდე: საბურთალო

თბილისში საბურთალოზე მშენებარე ოლიმპიური სასახლე იწვის

თბილისში საბურთალოზე მშენებარე ოლიმპიური სასახლე იწვის

თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მშენებარე ოლიმპიური სასახლე იწვის. წინასწარი ინფორმაციით, შენობაში არავინ იმყოფებოდა. მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება სრულად აკრძალულია. ორ შენობაზე რამდენიმე ადგილას ღია ცეცხლის კერებია. „პრაიმთაიმი“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დეტალებს არკვევს.

ძლიერი ხანძარი საბურთალოზე – 1 ნაგებობა დაიწვა

ძლიერი ხანძარი საბურთალოზე - 1 ნაგებობა დაიწვა

თბილისში, საბურთალოზე, ტექნიკუტრ უნივერსიტეტთან მდებარე კერძო ტიპის დასახლებაში ძლიერი ხანძარი იყო. სრულად დაიწვა 1 ნაგებობა, თუმცა საბედნიერო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულმა მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება და შემდგომში ლიკვდირება დროულად შეძლეს, რის შედეგადაც მჭიდროდ განლაგებულ შენობებზე ცეცხლი არ გავრცელებულა. ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ბრიგადები იყო მობილიზებული. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. რუსთავი 2

საბურთალოზე მოკლული ანასტასია შატალოვაა – ის ბათუმის ყოფილ ვიცე-მერს ბავშვის წართმევაში ადანაშაულებდა

საბურთალოზე მოკლული ანასტასია შატალოვაა - ის ბათუმის ყოფილ ვიცე-მერს ბავშვის წართმევაში ადანაშაულებდა

თბილისში მოკლულ 30 წლამდე ქალს, რომელიც გუშინ გვიან ღამით სახლში ჩაცხრილეს, მცირეწლოვანი ბავშვი დარჩა. საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულებულია. გუშინ გვიან ღამით მომხდარ მკვლელობაზე პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია. “ამბობენ, რუსი იყოო. გუშინ გვიან იყვნენ სამართალდამცველები. პოლიციას არ გამოვუკითხივართ. შვილთან ერთად ცხოვრობდა, 3 წლის ბავშვი ჰყოლია. ძიძასთან არისო, გამყიდველმა მითხრა. ახლა გავედი, გუშინ შემეშინდა ეს ხმა […]

თბილისში საბურთალოზე უცხოელი ქალი მოკლეს

თბილისში საბურთალოზე უცხოელი ქალი მოკლეს

თბილისში, საბურთალოზე ქალი მოკლეს. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქალს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. ბრალდებული დაკავებული არ არის. შემთხვევა კამანის ქუჩაზე გვიან ღამით მოხდა. ქალს 7 ტყვია მკვლელმა მიჯრით ესროლა. 30 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი ადგილზე დაიღუპა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

საბურთალოზე ბიძამ დისშვილი დაჭრა

საბურთალოზე ბიძამ დისშვილი დაჭრა

ცოტა ხნის წინ საბურთალოზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსში ოჯახური კონფლიქტი მოხდა, რომლის დროსაც ბიძამ საკუთარი დისშვილი, 17-18 წლის ახალგაზრდა, სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრა. თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდა ეზოში ყვირილით გამოვარდა და შველას ითხოვდა. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფოს ბრიგადაც. ადგილზე ამ წუთებშიც ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება 11 პრიმა 104-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც […]

“ქმარი გაშორდა, ყვიროდა, კორონავირუსი არ არსებობსო” – საბურთალოზე ქალი მაღალი სართულიდან ხტებოდა

"ქმარი გაშორდა, ყვიროდა, კორონავირუსი არ არსებობსო" - საბურთალოზე ქალი მაღალი სართულიდან ხტებოდა

ახალგაზრდა ქალი, რომელიც 22 აგვისტოს სპორტის სასახლის მიმდებარედ, ალექსიძის ქუჩაზე, მაღალსართულიანი კორპუსიდან გადმოხტომით იმუქრებოდა, საპატრულო პოლიციამ გადაარჩინა და ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. „პრაიმტაიმმა“ გაარკვია მიზეზი, რატომ ხტებოდა 4 შვილის დედა მე-19 სართულიდან. მეზობლების თქმით, ქალბატონს ფსიქიური პრობლემები აქვს და ამ მიზეზით ცოტა ხნის წინ მეუღლე დაშორდა. ამ ყოველივემ კი ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა […]

საბურთალოზე ფერდი ჩამოიშალა – მოსახლეობას ევაკუაციისთვის ამზადებენ

საბურთალოზე ფერდი ჩამოიშალა - მოსახლეობას ევაკუაციისთვის ამზადებენ

საბურთალოს რაიონში, ლორთქიფანიძის ქუჩაზე, ფერდის ნაწილი ჩამოიშალა. თბილისის მერიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, რომლის გამომწვევი სავარაუდო მიზეზი ტერიტორიაზე დაწყებული მშენებლობაა, არავინ დაშავებულა. ლორთქიფანიძის ქ. N10-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან უსაფრთხოების მიზნით, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდება. აღნიშნული კორპუსი იმ ტერიტორიაზე მდებარეობს, სადაც ფერდის ნაწილი ჩამოიშალა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ადგილობრივ მცხოვრებლებს დედაქალაქის მერია დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფს. მათ მუნიციპალიტეტი სხვადასხვა სასტუმროში გადაანაწილებს. […]

საბურთალოზე სატვირთო ველოსიპედისტ ბავშვს დაეჯახა

დიდ დიღომში ქარის გამო პოლიციამ ქუჩა გადაკეტა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში საბურთალოზე, უნივერსიტეტის ქუჩაზე. სატვირთო ავტომობილი ბავშვს დაეჯახა, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა. “კურიერის” ინფორმაციით, დაშავებულ არასრულწოვანს სასწრაფოს მისვლამდე პირველად დახმარება ადგილზე თვითმხილველებმა აღმოუჩინეს. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ბავშვს სამედიცინო დახმარება ამ წუთებში იაშვილის კლინიკაში უტარდება. უცნობია, დააკავეს თუ არა სატვირთოს მძღოლი.

ლაშა ბექაურს საბურთალოზე ბინა აჩუქეს

ლაშა ბექაურს საბურთალოზე ბინა აჩუქეს

ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს, სეუ-ს რექტორმა, გია კავთელაშვილმა ბინა აჩუქა. “სეუ-ს რექტორის, ბატონი გია კავთელიშვილის გადაწყვეტილებით, SEU-ს სტუდენტს და ახლა უკვე ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს საჩუქრად გადასცემს “სეუ დეველოპმენტის” დასრულებულ კომპლექსში საბურთალოზე, პოლიტკოვსკაიას (ჯიქიას) ქუჩაზე, 100 კვ.მ. ბინას. დიდი მადლობა ლაშას თავდადებული ბრძოლისთვის! ვამაყობთ და გვიხარია, რომ ის ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტია,” – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც “სეუ” “ფეისბუკ” გვერდზე აქვეყნებს. რუსთავი 2

საბურთალოზე ტრანსი გოგონა ცემეს – “ტელეფონი დაუმტვრიეს, ჩანთა და საფულე მოპარეს”

საბურთალოზე ტრანსი გოგონა ცემეს - "ტელეფონი დაუმტვრიეს, ჩანთა და საფულე მოპარეს"

თბილისში, საბურთალოზე, პეკინის 21 ნომერში არასრულწლოვან ტრანს გოგოს თავს დაესხნენ – ინფორმაცია ტვ პირველს მადონა კიპაროიძემ დაუდასტურა, რომელიც ძალადობას შეესწრო. კიპაროიძის ინფორმაციით, თავდასხმაში ორი პირი მონაწილეობდა. „ტელეფონი დაუმტვრიეს, ჩანთა და საფულე მოპარეს, გეის ეძახდნან, აგინებდნენ და ურტყამდნენ… საქართველოში განსხვავებული ორიენტაციის ადამიანები დაუცველები ვართ, სახელმწიფო ჩვენს ინტერესს არ იცავს.  როგორც ვიცი, საპატრულო პოლიციამ თავდამსხმელების იდენტიპიცირება უკვე […]