ჭდე: საგანგებო თათბირი

მარიხუანის კულტივაცია და ექსპორტი – საპატრიარქოში საგანგებო თათბირი დაინიშნა

მარიხუანის კულტივაცია და ექსპორტი - საპატრიარქოში საგანგებო თათბირი დაინიშნა

ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ საპატრიარქოში საგანგებო თათბირი დაინიშნა. დაბარებულები არიან მღვდელმთავრები. საპატრიარქოში უკვე ათობით სასულიერო პირი შევიდა. კურიერის ინფორმაციით, საგანგებო შეხვედრის მიზანი კანაფის კულტივაციასა და ექსპორტთან დაკავშირებით მთავრობის ინიციატივას უკავშირდება. პატრიარქი მღვდელმთავრებს საკუთარ პოზიციას გააცნობს. საუბარი სამოქმედო გეგმასაც შეეხება. სასულიერო პირები კურიერთან ადასტურებენ, რომ მათ მოულოდნელად დაუკავშირდნენ და საპატრიარქოში საგანგებო თათბირზე დაიბარეს.