ჭდე: საგანგებო მდგომარეობა

ლიეტუვაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ლიეტუვაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ლიეტუვაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა – ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ქვეყნის ხელისუფლებამ უკრაინაში, რუსეთის შეჭრის შემდეგ მიიღო. „დღეს ხელს მოვაწერ განკარგულებას საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ, რომელსაც პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე მიიღებს“, – განაცხადა პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ. სახელმწიფოს მეთაურმა რუსეთის ქმედებებს “არაპროვოცირებული სამხედრო აგრესია” უწოდა. “ჩვენ ვხედავთ რუსეთის დანაშაულებრივ ქმედებებს უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ არ შეგვიძლია გულგრილი დავრჩეთ ამ […]

უკრაინა საგანგებო მდგომარეობას აცხადებს

უკრაინა საგანგებო მდგომარეობას აცხადებს

უკრაინაში ეროვნული უშიშროებისა  და თავდაცვის საბჭომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება გადაწყვიტა. გადაწყვეტილება უკრაინის რადამ 48 საათში უნდა დაამტკიცოს. თანხმობის შემთხვევაში საგანგებო მდგომარეობა მთელს უკრაინაში 30 დღის განმავლობაში გაგრძელდება. რაც შეება დონეცკსა და ლუგანსკს, უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ალექსეი დანილოვის თქმით, აღნიშნულ რეგიონებში საგანგებო რეჟიმის დაწესება შეუძლებელია, თუმცა იქ საომარი მდგომარეობიდან გამომდინარე, სპეციალური რეჟიმის ისედაც მოქმედებს. […]

ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა 6 თვით, 9 მაისამდე, გაგრძელდა

ესპანეთის პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობა 21 ივნისამდე გაახანგრძლივა

ესპანეთის პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის 6 თვით, 9 მაისამდე, გახანგრძლივების საკითხს მხარი დაუჭირა, რაც რეგიონულ ხელისუფლებას კორონავირუსის მეორე ტალღის კონტროლისთვის დამატებით უფლებამოსილებას აძლევს. საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა 194-მა დეპუტატმა, 53 კი წინააღმდეგი იყო. ესპანეთის ცენტრალური ხელისუფლება, ამასთან, რეგიონულ მმართველებს უფლებამოსილებას უტოვებს საკუთარი ზომები თავად გადაწყვიტონ და შეზღუდვების პაკეტი თვითონ შეიმუშაონ. პირველად ესპანეთის მასშტაბით საგანგებო […]

იტალიაში საგანგებო მდგომარეობა 15 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა

იტალიაში საგანგებო მდგომარეობა 15 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა

იტალია კორონავირუსის გამო დაწესებულ საგანგებო მდგომარეობას 15 ოქტომბრამდე ახანგრძლივებს, – ტელეკომპანია CNN-ის ცნობით ამის შესახებ ქვეყნის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. „მინისტრთა საბჭომ, პრეზიდენტ ჯუზეპე კონტეს შეთავაზების საფუძველზე, გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა,“- აღნიშნულია განცხადებაში. საგანგებო მდგომარეობა, რომელიც იტალიამ 31 იანვარს გამოაცხადა, მთავრობას სპეციალურ ძალაუფლებას ანიჭებს, რითაც მას კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით გარკვეული შეზღუდვების დაწესება და დამატებით რესურსებზე […]

21 ივნისს ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა მთავრდება

ბარსელონას და მადრიდს შეზღუდვების შერბილების პირველ ეტაპზე გადასვლის უფლება მისცეს

21 ივნისს ესპანეთში მთავრდება საგანგებო მდგომარეობა, რომელიც მთავრობამ 14 მარტს შემოიღო კოვიდ 19-ის პანდემიის გამო და რომელიც 6-ჯერ გაგრძელდა. 21 ივნისიდან ქვეყანაში იხსნება პროვინციებსა და ავტონომიებს შორის მოძრაობის შეზღუდვა. ამასთან, ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს ურჩევს, უკიდურესი აუცილებლობის გარეშე, ქვეყნის შიგნით მოძრაობისგან ჯერჯერობით თავი შეიკავონ. 21 ივნისიდან ესპანეთი ხსნის საზღვრებს შენგენის ზონის ქვეყნებთან. შესაბამისად, ამ ქვეყნებიდან […]

ესპანეთის პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობა 21 ივნისამდე გაახანგრძლივა

ესპანეთის პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობა 21 ივნისამდე გაახანგრძლივა

ესპანეთის პარლამენტმა ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა 21 ივნისამდე გაახანგრძლივა. აღსანიშნავია, რომ ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა უკვე მეექვსედ გახანგრძლივდა. საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება ესპანეთში შეზღუდვების მოხსნის ფონზე ხდება. „ჩვენ ყველაზე საშინელი პანდემია გადავლახეთ“, – განაცხადა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა. მისივე განმარტებით, უმკაცრესი შეზღუდვების დაწესებამ ვირუსის გავრცელების გაკონტროლების შესაძლებლობა განაპირობა. ბოლო მონაცემებით, ესპანეთში პანდემიის დაწყებიდან […]

პედრო სანჩესმა ესპანეთში საგანგებო ვითარების კიდევ 15 დღით გაგრძელება მოითხოვა

პრემიერი სანჩესი - "ესპანეთი ვირუსის დამარცხებას იწყებს, ომი სრული გამარჯვებით დასრულდება!"

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა საკანონმდებლო ორგანოს კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების თხოვნით მიმართა. როგორც სანჩესმა აღნიშნა, ქვეყანაში ბოლო რამდენიმე კვირაა შესანიშნავი შედეგებია, თუმცა მოდუნება არ შეიძლება. “ჩვენ არ შეგვიძლია მოდუნება, ვირუსი ჩვენს ქვეყანაში ისევ არსებობს”,- აღნიშნა სანჩესმა. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა საგანგებო მდგომარეობის კიდევ 15-დღიან გახანგრძლივებას შეეცდება. ესპანეთში პანდემიის გამო საგანგებო მდგომარეობა მარტში […]

იაპონიაში საგანგებო მდგომარეობა მოიხსნა

იაპონიაში საგანგებო მდგომარეობა მოიხსნა

იაპონიაში საგანგებო მდგომარეობა მოიხსნა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, შინზო აბემ სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა. „ჩვენ გვქონდა ძალიან მკაცრი პირობები, იმისთვის, რომ საგანგებო მდგომარეობა მოგვეხსნა. ვიმსჯელეთ და დავასკვენით, რომ ეს კრიტერიუმები დავაკმაყოფილეთ“, – აღნიშნა აბემ. იაპონიამ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება მაისის შუა რიცხვებში დაიწყო, თუმცა მკაცრი ზომები შენარჩუნდა ქვეყნის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის დედაქალაქ ტოკიოშიც. […]

ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა 7 ივნისამდე გახანგრძლივდა

ესპანეთი 11 მაისიდან შეზღუდვების მოხსნის მე-2 ეტაპზე გადადის

ესპანეთის პარლამენტმა კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო ქვეყანაში დაწესებული საგანგებო მდგომარეობა 7 ივნისამდე გაახანგრძლივა. აღსანიშნავია, რომ ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა უკვე მეხუთედ გახანგრძლივდა. ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის განცხადებით, აღნიშნული ზომა საჭიროა იმისთვის, რომ ესპანელების მიერ გაწეული უზარმაზარი ძალისხმევა ფუჭი არ აღმოჩნდეს. იმედინიუსი

პრემიერი სანჩესი – “საგანგებო მდგომარეობა 2 კვირით უნდა გავახანგრძლივოთ”

პრემიერი სანჩესი - "ესპანეთი ვირუსის დამარცხებას იწყებს, ომი სრული გამარჯვებით დასრულდება!"

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ქვეყნის პარლამენტს ორი კვირით საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ მიმართა. მისი თქმით, კორონავირუსი არსად გამქრალა და სიფრთხილის ზომები კვლავ აუცილებელია. პედრო სანჩესმა მოსახლეობას ბოდიშიც მოუხადა იმ შეცდომებისთვის, რომელიც მთავრობამ კორონავირუსთან ბრძოლის პერიოდში დაუშვა. ცნობისთვის, ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა უკვე 4-ჯერ გახანგრძლივდა. პარლამენტის დამტკიცების შემთხვევაში, ის 7 ივნისამდე კვლავ ძალაში დარჩება. იპნ