ჭდე: საზმაუ

საზმაუმ 3 ჟურნალისტი გაუშვა

საზმაუმ 3 ჟურნალისტი გაუშვა

საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს ის ჟურნალისტები, ვინც არხზე არსებულ ცენზურაზე, შავ სიებსა და უფლებადარღვევებზე ხმამაღლა ისაუბრეს. მაუწყებლის დირექტორმა გადაცემა ახალი კვირის წამყვანის, იმედა დარსალიასა და ჟურნალისტების თამთა ჯანაძისა და სოფო ზედელაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება 29 აპრილს მიიღო. არხის თანამშრომლებმა საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებულ ცენზურაზე, აკრძალულ თემებსა და დაბლოკილ რესპონდენტებზე საუბარი 2022 წლის თებერვალში დაიწყეს. *** გადაცემა ახალი კვირა, რომელსაც ძალადობრივი […]

იმედა დარსალია – “საზმაუში შავი სიები არსებობდა”

საზმაუდან "ახალი კვირა" გაქრა

“გადაცემას წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჰქონდა ცენზურასთან სერიოზული პრობლემა, გადაცემის სარედაქციო პოლიტიკასთან გვქონდა სერიოზული პრობლემა”- ეს სკანდალური განცხადება  “ახალი კვირის” ყოფილმა წამყვანმა, იმედა დარსალიამ, “ტვ პირველის” ეთერში გააკეთა. მისი თქმით, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” მენეჯმენტის მხრიდან კონკრეტული თემების დაბლოკვის მცდელობებს ჰქონდა ადგილი. მე 2 წლის განმავლობაში ვცდილობდი, ტოპ მენეჯმენტიდან დაწყებული, ყველა რგოლთან ეს პრობლემები მოგვეგვარებინა, […]

საზმაუდან “ახალი კვირა” გაქრა

საზმაუდან "ახალი კვირა" გაქრა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერიდან გადაცემა “ახალი კვირა” გაქრა. ხელმძღვანელობამ ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გადაცემა ყოველგვარი განმარტების გარეშე, რეორგანიზაციის საბაბით  დახურა. გადაცემის წამყვანისთვის  პროექტის შეჩერების გადაწყვეტილება გაუგებარია. მისი თქმით,  “ალტ ინფოს” მხრიდან მან მუქარები მიიღო. გადაცემის დახურვას რადიკალური დაჯგუფება უკვე გამოეხმაურა. “ალტ ინფოს” დაჯგუფება წერს, რომ გადაცემა, რომელიც რადიკალებს ამხელდა, ეთერში აღარ დაბრუნდება. – 28 დეკემბერს გამოგვიცხადეს გადაცემაში რეორგანიზაცია […]

საზმაუს წამყვანმა ირაკლი აბსანძემ ივერი მელაშვილს ბოდიში მოუხადა

საზმაუს წამყვანმა ირაკლი აბსანძემ ივერი მელაშვილს ბოდიში მოუხადა

ბოდიში ჩემს მაყურებელს და ბატონ ივერისაც – ხმაურიანი განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში. “პირველი არხის” გადაცემა „კვირის ინტერვიუს“ წამყვანი ირაკლი აბსანძე მაუწყებლის ეთერში, დავით გარეჯზე გასულ ფილმს აკრიტიკებს და ამბობს, რომ აღნიშნულმა მედიაპროდუქტმა ხელი შეუწყო ივერი მელაშვილის წინააღმდეგ სიძულვილის კამპანიის გაძლიერებას: “ე.წ. გარეჯის თემაზე ერთი განცხადება მინდა გავაკეთო. მე მგონი ჩემ მაყურებელთან დავალებული ვარ ამით. […]

თინათინ ბერძენიშვილი საზმაუს დირექტორი გახდა

თინათინ ბერძენიშვილი საზმაუს დირექტორი გახდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, სამეურვეო საბჭომ გენერალურ დირექტორად თინათინ ბერძენიშვილი ღია კენჭისყრით აირჩია. მის კანდიდატურას სამეურვეო საბჭოს რვა წევრმა დაუჭირა მხარი. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ერთი ხმა ხათუნა ლაგაზიძემ მიიღო, ხოლო ირმა სოხაძემ – არც ერთი. ცნობისთვის, თინათინ ბერძენიშვილი საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე იყო და ამჟამად, გენერალური დირექტორის მოვალეობას ასრულებს; არის ევროპის მაუწყებელთა […]

ირმა სოხაძე, თინა ბეძენიშვილი, ხათუნა ლაგაზიძე – ვინ გახდება დღეს საზმაუს დირექტორი

სანდრო ვახტანგოვი, ირმა სოხაძე, ხათუნა ლაგაზიძე... - ვინ გახდება საზმაუს დირექტორი

ვინ დაიკავებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოზიციას დღეს უნდა გახდეს ცნობილი. ირმა სოხაძე, ხათუნა ლაგაზიძე, თუ თინათინ ბერძენიშვილი – გენერალური დირექტორობის კანდიდატების შესარჩევ მეორე ტურში ეს სამი კანდიდატი დარჩა. მათ დღეს ბორდის წევრები ხმას ღია კენჭისყრით მისცემენ. დირექტორს დასამტკიცებლად კანდიდატებს ბორდის მინიმუმ 6 წევრის მხარდაჭერა სჭირდება.

საზმაუს დირექტორობისთვის ბრძოლას 4 კანდიდატი აგრძელებს

სანდრო ვახტანგოვი, ირმა სოხაძე, ხათუნა ლაგაზიძე... - ვინ გახდება საზმაუს დირექტორი

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის შესარჩევ კონკურსში, მეორე ტურში 8-დან 4 კანდიდატი გადავიდა. გია ტოგონიძე, გოჩა ტყეშელაშვილი, თამაზ ბიბილური და რევაზ შალიბაშვილი კონკურსს გამოეთიშნენ. ალექსანდრე ვახტანგოვი – 5 ხმა თინათინ ბერძენიშვილი – 9 ხმა ხათუნა ლაგაზიძე – 7 ხმა ირმა სოხაძე 7 ხმა სამეურვეო საბჭო სხდომა 24 სექტემბერს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ  მაუწყებლის დირექტორის თანამდებობა ვაკანტური 18 აგვისტოს , ვასილ […]

სანდრო ვახტანგოვი, ირმა სოხაძე, ხათუნა ლაგაზიძე… – ვინ გახდება საზმაუს დირექტორი

სანდრო ვახტანგოვი, ირმა სოხაძე, ხათუნა ლაგაზიძე... - ვინ გახდება საზმაუს დირექტორი

საზოგადოებრივი მაუწყებელი იმ 8 კანდიდატის ვინაობას ავრცელებს, რომლებსაც ვასილ მაღლაფერიძის მიერ პოსტის დატოვების შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობა სურს. ესენი არიან: ალექსანდრე ვახტანგოვი; რევაზ შალიბაშვილი; გია ტოგონიძე; გოჩა ტყეშელაშვილი; ირმა სოხაძე; თინათინ ბერძენიშვილი; ხათუნა ლაგაზიძე; თამაზ ბიბილური. გენერალური დირექტორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ვასილ მაღლაფერიძემ პოსტი დატოვა. გადადგომის მიზეზად კი ის თქვა, რომ წინასაარჩევნო […]

საზმაუს დროებით თინათინ ბერძენიშვილი უხელმძღვანელებს

საზმაუს დროებით თინათინ ბერძენიშვილი უხელმძღვანელებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობას ვასილ მაღლაფერიძის პირველი მოადგილე თინათინ ბერძენიშვილი შეასრულებს. ამის შესახებ ბორდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ირინა ფუტკარაძემ განაცხადა. ფუტკარაძე მაღლაფერიძის გადაწყვეტილებას მოულოდნელს, თუმცა გონივრულს უწოდებს და ამბობს, რომ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი უკვე გამოცხადდა. ბორდის თავმჯდომარის თქმით, ყოველთვის არსებობდა შეკითხვები ვასილ მაღლაფერიძის “ქართულ ოცნებასთან” აფილირების შესახებ, სავარაუდოდ, მისი გადაწყვეტილების საფუძველიც სწორედ ეს გახდა. რუსთავი 2

საზმაუს თიბისიმ 45 მილიონი ასესხა

საზმაუს თიბისიმ 45 მილიონი ასესხა

სახელმწიფო ბიუჯეტიდან 45 მილიონიანი დაფინანსების პარალელურად, საზოგადეობრივი მაუწყებელი დამატებით კიდევ 45 მილიონს სესხად “თიბისი ბანკიდან” იღებს. მიზეზი სრული ტექნიკური გადაიარაღებაა. თანხმობა მენეჯმენტს სამეურვეო საბჭომ უკვე მისცა. ბორდის წევრების ნაწილის განცხადებით, ისინი მონიტორინგს გაუწევენ თანხის ხარჯვის პროცესს, რათა მილიონობით ლარი რეალურად დაიხარჯოს იმ საჭიროებისთვის, რისთვისაც მაუწყებელმა სესხი აიღო. რუსთავი 2