ჭდე: საირმე

სასაფლაოს ეზოში საბავშვო ბაღი ააშენეს

სასაფლაოს ეზოში საბავშვო ბაღი ააშენეს

ბაღდათს რომ გაცდებით და გეზს საირმისკენ აიღებთ, ძალიან მალე შეგხვდებათ საბავშვო ბაღი, რომელიც ფაქტობრივად სასაფლაოს ეზოში დგას. ბაღს სასაფლაოსგან საერთო ღობე ყოფს და მის უკან გაშლილია მიცვალებულთა სამარხები. სოფელში ეს ერთადერთი ბაღია. ნიუპოსტი

საირმეში დაღუპული მედეა კვირკველიას მშობლები გალში ცხოვრობენ

საირმეში დაღუპული მედეა კვირკველიას მშობლები გალში ცხოვრობენ

საირმეში 3 აგვისტოს ტრაგიკულად დაღუპული ქალის მშობლები გალის რაიონ სოფელ ქვემო ბარღებში ცხოვრობენ. როგორც სკოლის პედაგოგები „პრაიმტაიმთან“ ამბობენ, მედეა გამორჩეული მოსწავლე იყო და მთელი სოფელი დასტირის მას. „მოგეხსენებათ დევნილობა, შემდეგ ზუგდიდში მუშაობდა არასამთავრობოში, მერე აქ გაყვა ზუგდიდელს. ბოლო 15 წელია თბილისში ცხოვრობენ. მთელი სოფელი დასტირის ჩვენს ულამაზეს, უნიჭიერეს გოგოს…გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა ჩვენი სკოლის თვალის ჩინი იყო“, – […]

საირმეში დამსვენებელი ბორცვიდან გადავარდა და დაიღუპა

საირმეში დამსვენებელი ბორცვიდან გადავარდა და დაიღუპა

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, კურორტ საირმის ტერიტორიაზე უბედური შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ სასტუმროში დასასვენებლად მყოფი ოჯახი მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში სეირნობდა, ერთ პირი შემაღლებულ ბორცვზე ფოტოს გადასაღებად ავიდა და დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლიდან ხრამში გადავარდა, რის შედეგად დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო. იპნ

ბაღდათის მერი და მისი თანამშრომლები გერმანიაში ანსამბლ “საირმეს” ნაცვლად წავიდნენ

ბაღდათის მერი და მისი თანამშრომლები გერმანიაში ანსამბლ "საირმეს" ნაცვლად წავიდნენ

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მუსიკალური ანსამბლი საირმე გერმანიაში ფესტივალზე მიიწვიეს, თუმცა ბაღდათის მუნიციპალიტეტისა და ანსაბლის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ანსამბლი შესაბამისად ვერ მღერის და ფესტივალზე თავად გაემგზავრნენ. დელეგაციაში  იყვნენ ბაღდათის მერი, კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი თანამშრომელი, ტურიზმის სამსახურის ხელმძღვანელი და მუზეუმების თანამშრომელი. რაც შეეხება საირმეს წევრებს, პრაიმტაიმის იმერეთის კორესპონდენტმა სცადა მათთან დაკავშირება, თუმცა როგორც ირკვევა, ისინი მკაცრად არიან გაფრთხილებული, რომ არაფერი თქვან, წინააღმდეგ შემთხვევაში, […]

32 წლის ქალი საირმის სასტუმროს მე-3 სართულიდან გადავარდა და დაიღუპა

32 წლის ქალი საირმის სასტუმროს მე-3 სართულიდან გადავარდა და დაიღუპა

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, კურორტ საირმეში, 32 წლის ქალი სასტუმროს შენობის მესამე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდა სასტუმროში მუშაობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ნიუპოსტი

საირმისკენ მიმავალ გზაზე კლდე ჩამოიშალა

საირმისკენ მიმავალ გზაზე კლდე ჩამოიშალა

​ბაღდათი-საირმის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ უდაბნოში გზაზე კლდის ნაწილი ჩამოიშალა. მომხდარის გამო, კურორტ საირმესთან დაკავშირება რამდენიმე საათია, შეზღუდულია. ადგილზე გზის სავალი ნაწილის გაფართოების სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აწარმოებს. „რამ გამოიწვია კლდის ჩამოშლა, უცნობია. შესაძლოა, ეს დღეს მომხდარ მიწისძვრას უკავშირდებოდეს. ამას მოგვიანებით იტყვიან სპეციალისტები. ამ დროისთვის, გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს და მიმოსვლა დაახლოებით ნახევარ საათში აღდგება, დამსვენებლებსა და ადგილობრივებს […]