ჭდე: საკრებულო

გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ “ქართული ოცნება” და საკრებულო დატოვა

გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ "ქართული ოცნება" და საკრებულო დატოვა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, თავმჯდომარის მოადგილემ რაფი ორუჯოვმა თანამდებობა დატოვა. თანამდებობის დატოვების მიზეზად კი პარტია “ქართული ოცნებისა” და მისი პოლიტიკური შეხედულებების აცდენა დაასახელა. “პატივცემულო თანამემამულენო, ძვირფასო მეგობრებო, მინდა გაცნობოთ, რომ ა/წ 14 ივლისს მე, საკუთარი ნებით, დავტოვე პარტია “ქართული ოცნების” რიგები, ასევე გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა და საკრებულოს წევრობა. ამ გადაწყვეტილების მიზეზი ის არის, რომ […]

რუსთავის საკრებულოს ერთ-ერთი წევრის დედას კორონავირუსი დაუდასტურდა – საკრებულოს წევრები და თავმჯდომარე თვითიზოლაციაში იმყოფებიან

რუსთავის საკრებულოს ერთ-ერთი წევრის დედას კორონავირუსი დაუდასტურდა - საკრებულოს წევრები და თავმჯდომარე თვითიზოლაციაში იმყოფებიან

რუსთავის საკრებულოს წევრის დედას კორონავირუსი დაუდასტურდა. თავად საკრებულოს წევრსაც კოვიდ 19 -ის სიმპტომები აღენიშნება, თუმცა ჯერჯერობით არ არის ცნობილი აქვს თუ არა მას ინფექცია. ამ დროისთვის რუსთავის საკრებულოს 20-მდე დეპუტატი, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარე თვითიზოლაციაში იმყოფება. უკვე მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა, ვისაც შეხება ჰქონდა იმ საჯარო მოხელესთან, რომლის მშობელსაც კოვიდინფექცია დაუდგინდა. რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, […]

დამლაგებლები ხაბეიშვილის მხარდასაჭერად საკრებულოსთან მივიდნენ

დამლაგებლები ხაბეიშვილის მხარდასაჭერად საკრებულოსთან მივიდნენ

თბილისის საკრებულოსთან, სადაც ოპოზიცის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილები, საკრებულოს დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ. როგორც მათ ჟურნალისტებს განუცხადეს, ლევან ხაბეიშვილს ფიზიკურად იმიტომ დაუპირისპირდნენ საკრებულოს”ქართული ოცნების” წევრები, რომ რამდენიმე კვირის წინ 20-მდე დამლაგებელმა ხაბეიშვილს მათი პრობლემის შესახებ მიმართა. დამლაგებლების განმარტებით, მათი ხელფასი 200 ლარს შეადგენს, რაც რეალურად არასაკმარისია. მათივე განმარტებით, აღნიშნულის შესახებ ხაბეიშვილმა ერთ-ერთ ტელევიზიის […]

ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოში შესასვლელად კიბე მიიტანა

ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოში შესასვლელად კიბე მიიტანა

ოპოზიციონერი დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი, რომელიც საკრებულოს შენობაში კიბით შესვლას ცდილობდა, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა შენობაში შეუშვეს. როგორც ხაბეიშვილმა შენობაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, საკრებულო არის ქაჯეთის ციხე და ის შენობაში კიბის დახმარებით შესვლას ეცდებოდა. „ეს არ არის საკრებულო, ეს არის ქაჯეთის ციხე. ციხეებში როგორც ვიცით, კიბით გადაადგილდებოდნენ. მით უმეტეს, აქ ცივილურად გადაადგილების საშუალებას დეპუტატებს გვიზღუდავენ. არ მიშვებენ, ნახეთ, […]

ზუგდიდში პოლიციამ საკრებულოს შესასვლელი კარი ჩაკეტა

ზუგდიდში პოლიციამ საკრებულოს შესასვლელი კარი ჩაკეტა

ზუგდიდში ისევ ხმაურია – ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები ამ წუთებში საკრებულოს შენობაში შესვლას ცდილობენ, თუმცა პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევთ. ოპოზიცია მოითხოვს საგანგებო სხდომის ჩანიშვნას, სადაც დეპუტატ გია დანელიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებენ და მისთვის უფლებამოსილების შეჩერებაზე იმსჯელებენ. ზუგდიდის საკრებულოს წევრი, გია დანელია, სკანდალური ჩანაწერის მთავარი ფიგურანტია, სადაც ის არჩევნებში სასურველი შედეგის მისაღწევად, […]

ბათუმის საკრებულოში “ოცნების” წევრებმა და ნაციონალებმა იჩხუბეს – ვიდეო

ბათუმის საკრებულოში "ოცნების" წევრებმა და ნაციონალებმა იჩხუბეს - ვიდეო

ბათუმის საკრებულოში სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ამის მიზეზი ის გახდა, რომ საკრებულოს სხდომაზე „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მმართველ გუნდს საჯარო ინფორმაციის დამალვაში დასდეს ბრალი. მათი თქმით, ბათუმის მერიის სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში კორუფციაა და საჯარო ინფორმაციებსაც სწორედ ამიტომ არ გასცემენ. აღნიშნულ საკითხზე დაწყებული კამათისას დეპუტატებმა […]

ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ საკრებულოს წევრებს აგინა – გარჩევა ზუგდიდის სასაფლაოზე და ჩხუბი მერის კაბინეტში

ზუგდიდის მერი ლაშა გოგია გადადგა

სკანდალური ფარული აუდიოჩანაწერი ზუგდიდის მერიაში სავარაუდო კორუფციაზე – კურიერის მოპოვებული ჩანაწერი ერთ საათსა და 40 წუთს გრძელდება. აუდიოფაილიდან, რომელიც ზუგდიდის მერის კაბინეტში ჩაიწერა, დგინდება, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ბიზნესმენებს ქრთამს ართმევენ. თავდაპირველად ბიზნესმენმა ზურაბ კვირკვიამ ქრთამი ზუგდიდის მერს, ლაშა გოგიას, რეგიონის გუბერნატორს, ლევან შონიას და ვიცე-მერს, გია გულორდავას, გადაუხადა. ირკვევა, რომ ბიზნესმენს ზუგდიდში სამი ტერიტორიის – […]

საკრებულოში პოლიცია შევიდა

საკრებულოში პოლიცია შევიდა

თბილისის საკრებულოში დღეს ხმაურიანი სხდომისთვის ემზადებიან. დეპუტატებმა ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის თბილისის ცენტრში მიწის 2 ნაკვეთის სიმბოლურ ფასად გადაცემასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. საკრებულოს შენობასთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცველები იმყოფებიან შენობის შიდა ეზოშიც. სხდომა 16:00 საათზეა ჩანიშნული. მანამდე კი, საკრებულოს წინ აქციის გამართვას გეგმავს “ნაციონალური მოძრაობა”. იმ შემთხვევაში თუ ყოფილ პრემიერს საკრებულომ დაუმტკიცა მიწის ნაკვეთები, […]

 დღეს თბილისის საკრებულოში დიდი ჩხუბია მოსალოდნელი

 დღეს თბილისის საკრებულოში დიდი ჩხუბია მოსალოდნელი

 თბილისის საკრებულოში დღეს, 16.00 საათზე დავით ნარმანია წარდგება. ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა საკრებულოს დეპუტატებს სხდომაზე განუცხადა. თბილისის საკრებულოს სხდომაზე, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე დაინტერესდა, იყო თუ არა ძალაში თბილისის მერის ანგარიშით გამოსვლა. გიორგი ალიბეგაშვილის თქმით, დავით ნარმანია საკრებულოში ანგარიშით გამოსვლა კვლავ ძალაშია. სხდომაზე დეპუტატები შეჯერდნენ მერის ანგარიშის წარდგენისას როგორი უნდა […]