ჭდე: სარფი

„ის, რაც ხდება, არის სრული კოლაფსი” – თურქები ახალი წლის აღსანიშნად ბათუმში  გადმოვიდნენ

„ის, რაც ხდება, არის სრული კოლაფსი" - თურქები ახალი წლის აღსანიშნად ბათუმში  გადმოვიდნენ

მზია კედელიძე სოციალურ ქსელში წერს: „ახალ წელს გილოცავთ. ის, რაც ხდება სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, არის სრული კოლაფსი”. მისივე ცნობით, თურქები ახალი წლის აღსანიშნად ბათუმში  გადმოვიდნენ, ახლა კი ისევ უკან ბრუნდებიან.

სარფში 32 კგ არადეკლარირებული წამალი იპოვეს

სარფში 32 კგ არადეკლარირებული წამალი იპოვეს

მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, 32 კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული მედიკამენტები აღმოაჩინეს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის რესპუბლიკიდან შემოსული, აზერბაიჯანის მოქალაქის ჰ.ბ.-ს მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, 11 სხვადასხვა დასახელების 32,7 კილოგრამი მედიკამენტი აღმოაჩინეს. მათივე ცნობით, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 110 816 ლარი შეადგინა. საქმის მასალები შემდგომი […]

სარფში 84.272 ლარის არადეკლარირებული ოქრო აღმოაჩინეს

სარფში 84.272 ლარის არადეკლარირებული ოქრო აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სარფში 84.272 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. კერძოდ, როგორც უწყებაში განმარტავენ, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი”, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილების, საბაჟო კონტროლის ფარგლებში განხორციელებული დეტალური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა 745,62 გრამი) ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონლის […]

ჩამოვა თუ არა სააკაშვილი საქართველოში ემიგრანტებთან ერთად – რა ხდება სარფში

ჩამოვა თუ არა სააკაშვილი საქართველოში ემიგრანტებთან ერთად - რა ხდება სარფში

ევროპაში მცხოვრები ემიგრანტები დღეს ქალაქ ხოფაში შეკრებას და საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას აანონსებენ. შეცვლის თუ არა მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, გემებს და ჩამოვა თუ არა საქართველოში ემიგრანტებთან ერთად – ეს კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერმა ემიგრანტებმა სოციალური ქსელით ვიდეომიმართვები გაავრცელეს და დღეს 30 სექტემბერს საქართველო- თურქეთის საზღვართან შეკრება დააანონსეს. “პირველების” ინფორმაციით, დღეს ადგილზე […]

სარფში მიკროავტობუსიდან ჰეროინი ამოიღეს – 1 პირი დააკავეს

სარფში მიკროავტობუსიდან ჰეროინი ამოიღეს - 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1979 წელს დაბადებული ო.გ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფის“ ტერიტორიაზე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, ო.გ.-ის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო მიკროავტობუსის შემოწმების […]

სიმაღლიდან ზღვაში გადახტა – სარფში 15 წლის ბიჭი დაიღუპა

სიმაღლიდან ზღვაში გადახტა - სარფში 15 წლის ბიჭი დაიღუპა

სარფში უბედური შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების თქმით, 15 წლის ბიჭი ზღვაში სიმაღლიდან გადახტა, რის  შემდეგაც მან თავი ქვას დაარტყა. მაშველებმა ბავშვის გამოყვანა მალევე მოახერხეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. პრაიმ ტაიმი

30 წლის მამაკაცი სარფთან ჩამომხრჩვალი იპოვეს

გორში 16 წლის თანაკლასელმა ქალ-ვაჟმა თავის მოკვლა სცადა

შინაგან საქმეთა სამინისტრო არკვევს რა გახდა 30 წლის ბიჭის გარდაცვალების მიზეზი, რომელიც 16 ნოემბერს სარფთან ახლოს ჩამომხრჩვალი იპოვეს. უწყებამ გამოძიება სისხლის სამაღტლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. როგორც ირკვევა, ახალგაზრდა სამუშაოდ თურქეთში იმყოფებოდა და სახლში, საჩხერეში ბრუნდებოდა. ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდას თან ჰქონდა ფული და ტელეფონი, რასაც ვერ პოულობენ.

სარფში ნარკოდანაშაულისთვის 52 წლის ბ.ჩ. დააკავეს

შსს - კახეთის მიმართულებით და თელავში გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით, 1967 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ბ.ჩ., საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული ნივთიერება […]

სარფის საბაჟოზე ხარაჩოდან მუშა ჩამოვარდა და თურქ დედა-შვილს დაეცა

სარფის საბაჟოზე ხარაჩოდან მუშა ჩამოვარდა და თურქ დედა-შვილს დაეცა

სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ხარაჩოდან მუშა ჩამოვარდა, რომელიც დედა-შვილს დაეცა. დედა-შვილი თურქეთის მოქალაქეა. მომხდარის შედეგად სამივე პიროვნება დაშავდა. ისინი საავადმყოფოებში გადაიყვანეს. დაშავებულებს სხეულზე სხვადასხვა ტიპის დაზიანებები აღენიშნებათ, მათ შორის მსუბუქი მოტეხილობა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო წარმოებისას წესების დარღვევას გულისხმობს.

სარფში 50 წლამდე მამაკაცი ზღვაში დაიხრჩო

სარფში 50 წლამდე მამაკაცი ზღვაში დაიხრჩო

სარფში 50 წლამდე მამაკაცი ზღვაში ბანაობისას დაიხრჩო. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ადგილზე სამართალდამცავები და სამაშველო ბრიგადები არიან მობილიზებული. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის“ 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.