ჭდე: სასამართლო

ნიკა გვარამია სასამართლოში დააკავეს

ნიკა გვარამია სასამართლოში დააკავეს

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო, სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამია ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა. ნიკა გვარამია ცნობილი იქნა, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორ ეპიზოდში, რომელიც “პორშესა” და 6 მილიონ […]

ნინო წილოსანმა შოთა დიღმელაშვილს სასამართლო მოუგო

ნინო წილოსანმა შოთა დიღმელაშვილს სასამართლო მოუგო

ნინო წილოსანმა ფეისბუქში დაწერა, რომ შოთა დიღმელაშვილს სასამართლო მოუგო: „დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტს, ომის პარტიის ახალგაზრდული ფრთის, „სირცხვილიას“ წარმომადგენელ შოთა დიღმელაშვილს მოვუგე სასამართლო დავა, სადაც უტყუარად დადასტურდა, რომ 2019 წელს ჩემი პატივისა და ღირსების შემლახველი ცრუ ინფორმაცია გაავრცელა. მოკლედ რომ მოგიყვეთ, რა მოხდა: 2019 წლის აგვისტოში პირდაპირ ჩართვაში შოთა დიღმელაშვილმა ბრალი დამდო ე.წ. „კრიშობაში“, რაც […]

სუსის ხელმძღვანელმა მთავარ არხს, ფორმულას და ლევან ხაბეიშვილს სასამართლოში უჩივლა

სუს-ის უფროსად სავარაუდოდ, გრიგოლ ლილუაშვილი დაინიშნება

საქალაქო სასამართლო “მთავარი არხის”, “ფორმულასა” და ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ გრიგოლ ლილუაშვილის სარჩელის განხილვას იწყებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მის წინააღმდეგ გავრცელებულ ინფორმაციას, “ქოლცენტრების მფარველობის” შესახებ ცილისწამებად აფასებს. “მთავარი არხის” იურისტის შეფასებით, ტელეკომპანიების წინააღმდეგ დაწყებული საქმე კიდევ ერთი დასტურია, რომ მედიაზე ზეწოლა გრძელდება. “სუს-ს ზოგადად აქვს წამოწყებული კამპანია კრიტიკული არხების წინააღმდეგ, ჩვენს წინააღმდეგ მაგალითად, არაერთი საჩივარია, […]

ლევან ხაბეიშვილი – “ირაკლი ზარქუას ჩემ წინააღმდეგ პრეტენზია არ აქვს”

ლევან ხაბეიშვილი - "ირაკლი ზარქუას ჩემ წინააღმდეგ პრეტენზია არ აქვს"

ჩემი მთავარი მოთხოვნაა პარლამენტარი, უსირცხვილო კაცი, უპირო ადამიანი ირაკლი ზარქუა მოვიდეს სასამართლოში, აეყუდოს და მოყვეს ვცემე თუ არა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ამნისტიაზე დათანხმებას არ აპირებს და საქმის შეწყვეტას მოითხოვს. „მაქვს ინფორმაცია, რომ განცხადება აქვს შემოტანილი სასამართლოში, რომ ჩემს წინააღმდეგ პრეტენზია არ აქვს, რა […]

სამეგრელოში გოგონას გაუპატიურებისთვის დაკავებულ მამა-შვილს 20-20 წელი მიესაჯა

ჩანაწერების საქმეზე ზურაბ სოლომნიშვილს პატიმრობა შეეფარდა, 7 პირს - გირაო

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, არასრულწლოვნის გაუპატიურების და არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისთვის ბრალდებულ მამა-შვილს 20-20 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პროკურატურის ინფორმაციით, სენაკის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბ.გ. და ზ.გ. წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, გაუპატიურების ფაქტზე დამნაშავედ ცნო. ასევე, ზ.გ. დამნაშავედ იქნა ცნობილი წინასწარი შეცნობით […]

შანაი ბრუკის მკვლელს, რაფაელ მურსაკულოვს, 20 წელი მიესაჯა

შანაი ბრუკის მკვლელს, რაფაელ მურსაკულოვს, 20 წელი მიესაჯა

ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკი ედვარდსის მკვლელობაში რაფაელ მურსაკულოვი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, რაფაელ მურსაკულოვს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე პოზიცია დააფიქსირა მოკლულის ძმამ, ტაისონ ედვარდსმა, რომელიც განაჩენისთვის ლონდონიდან ჩამოფრინდა. მან ვრცლად ისაუბრა დის შესახებ და აღნიშნა, რომ ოჯახი სასამართლოსგან ბრალდებულისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთის მისჯას ითხოვდა. საბოლოო სიტყვით […]

ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას 22 მარტს გამოიტანს

პროკურორების შეურაცხყოფის გამო ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება თვის ბოლომდე გამოცხადდება. დასკვნითი სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა ის 22 მარტამდე გადაიდო. არასამთაავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ე.წ. რუსთავი ორის გაკოტრების საქმეში თავიდანვე ჩართულები არიან, ამბობენ რომ მათ მხოლოდ გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვთ. ცნობისთვის, ნიკა გვარამიას პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო […]

გვარამია – “უკრაინა სააკაშვილს მოითხოვს”

გვარამია - "უკრაინა სააკაშვილს მოითხოვს"

მიხეილ სააკაშვილის აქ ყოფნა არის პუტინის ცივილიზაციური ომის ნაწილი, -ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ სააკაშვილის პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, უკრაინა მიხეილ სააკაშვილს მოითხოვს, რადგან ის, მისი გამოცდილების გათვალისწინებით, კრიზისების სამართავად სჭირდება. „პირდაპირ ვამბობ, უკრაინა მიხეილ სააკაშვილს მოითხოვს, როგორც საკუთარი მაღალი თანამდებობის პირს, რომელიც სჭირდება მისი გამოცდილების გათვალისწინებით ამგვარი კრიზისების სამართავად. საქართველო არის სრულიად ურცხვი იმ […]

ახალციხის საკრებულოს აპარატის უფროსმა თამარ აბულაძემ სასამართლო მოიგო

ახალციხის საკრებულოს აპარატის უფროსმა თამარ აბულაძემ სასამართლო მოიგო

ახალციხის საკრებულოს აპარატის უფროსმა, რომელიც რამდენიმე თვის წინ სამსახურიდან გაათავისუფლეს, სამართლებრივი დავა მოიგო. ახალციხის სასამართლომ მუნიციპალურ საკრებულოს თამარ აბულაძის თანამდებობაზე აღდგენა და განაცდურის სრულად ანაზღაურება დაავალა. განაცდური დაითვლება 2021 წლის 25 აგვისტოდა, როდესაც ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. თამარ აბულაძის ინტერესებს სასამართლოში სამართლიანი არჩევნები იცავდა. თამარ აბულაძე გახარიას პარტია “საქართველოსთვის” მხარდამჭერი იყო და მის დაცვაში ამ პარტიის […]

ბაიდენის მიერ სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება ამერიკის სასამართლომ გააუქმა

ბაიდენის მიერ სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება ამერიკის სასამართლომ გააუქმა

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებული წესი, რომლის თანახმადაც იმ კომპანიების თანამშრომლებისთვის, სადაც 100-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, ვაქცინაცია სავალდებულო ხდებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ისინი ვალდებულები იქნებოდნენ, კვირაში ერთხელ კორონავირუსზე ტესტი საკუთარი ხარჯებით ჩაეტარებინათ. ამასთან, სასამართლომ მხარი დაუჭირა მთავრობისგან დაფინანსებული სამედიცინო დაწესებულებების პერსონალისთვის ვაქცინაციის ჩატარების ვალდებულებას. სასამართლოს გადაწყვეტილებას ჯო ბაიდენი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ […]