ჭდე: სასტუმრო ლეოგრანდი

სასტუმრო „ლეოგრანდის“ საქმეზე ბრალდებულები გიორგი მიქელაძე და ფათიჰ იაუზი პატიმრობაში დატოვეს

სასტუმრო „ლეოგრანდის“ საქმეზე ბრალდებულები გიორგი მიქელაძე და ფათიჰ იაუზი პატიმრობაში დატოვეს

სასტუმრო „ლეოგრანდის“ საქმეზე ბრალდებულები გიორგი მიქელაძე და ფათიჰ იაუზი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ ბეჟანიშვილმა პატიმრობაში დატოვა. მან დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე არ დააკმაყოფილა. როგორც მოსამართლემ აღნიშნა, ბრალდებულების პატიმრობიდან გასათავისუფლებლად საფუძვლიანი არგუმენტი და ახალი გარემოება დაცვის მხარეს არ წარუდგენია. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებები დასაშვებად მიიღო და საქმის არსებითად განსახილველად […]

სასტუმრო “ლეოგრანდის” 5 თურქ თანამშრომელს მალე დააკავებენ

ბათუმის სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძარმა 4 ადამიანი იმსხვერპლა

ბათუმში, “ლეოგრანდში” გაჩენილი ხანძრის საქმეზე საგამოძიებო ორგანომ სასტუმროს რამდენიმე თანამშრომლის პასუხისგებაში მიცემის გადაწყვეტილება მიიღო. “პრაიმტაიმისთვის” ცნობილი გახდა, რომ სასტუმროს ხუთ მენეჯერს ბრალს უახლოეს დღეებში წარუდგენენ და შესაბამისად, მოხდება მათი დაკავებაც. ჩვენი ინფორმაციით, ხუთივე მათგანი თურქეთის მოქალაქე გახლავთ. სასტუმროს იურისტი კახა წერეთელი “პრაიმტაიმთან” საუბრისას არ გამორიცხავს, რომ რამდენიმე თანამშრომლის პასუხისმგებლობის საკითხი მართლაც დადგეს, თუმცა მისი თქმით, […]

აჭარის სასწრაფო დახმარების სამსახური მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა

აჭარის სასწრაფო დახმარების სამსახური მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა

აჭარის სასწრაფო დახმარების სამსახური მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” სასწრაფო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს, ამ დროის მონაცემებით, სასტუმრო ”ლეო გრანდში” გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილია ოთხი მოქალაქე, რომელთა ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. დაშავებულია 10 ადამიანი, მათგან რვას კვამლისგან ინტოქსიკაცია აღენიშნება, ორ დაშავებულს კი სხეულის მცირედი დაზიანება აქვს. დაშავებულებს შორის არის სამაშველო სამსახურის ერთი თანამშრომელი. ისინი ბათუმის ოთხ […]

ბათუმის სასტუმრო “ლეოგრანდში” ხანძარმა 4 ადამიანი იმსხვერპლა

ბათუმის სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძარმა 4 ადამიანი იმსხვერპლა

ბათუმში, სასტუმრო ”ლეოგრანდში” ხანძრის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას, ბათუმის მერია ადასტურებს. ამ დროისთვის მიმდინარეობს ხალხის ევაკუაცია და გარდაცვლილების გადმოსვენება. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 10-მდე ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება. ხანძრის მიზეზები უცნობია. ფოტო: batumelebi.ge

ბათუმში, სასტუმრო “ლეოგრანდში”, ხანძარია

ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში", ხანძარია

ბათუმში, სასტუმრო “ლეოგრანდში” ხანძარია. imedinews-ის ცნობით, ადგილზე 10-მდე სახანძროა მობილიზებული. ძლიერი დაკვამლიანებაა. მეხანძრეები ადამიანების გამოყვანას ცდილობენ.