ჭდე: საფრანგეთი

საფრანგეთში კორონავირუსის მეშვიდე ტალღა იწყება

გასულ 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსისგან 27 ადამიანი გარდაიცვალა

საფრანგეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ქვეყანა შედის კოროვირუსული პანდემიის მეშვიდე ტალღაში მას შემდეგ, რაც ინფექციების ყოველდღიურმა რაოდენობამ დიდი ხნის განმავლობაში პირველად გადააჭარბა 200 000-ს. ამის შესახებ BFMTV-ი იუწყება. გასული დღის განმავლობაში ქვეყანაში 206 000-ზე მეტი ახალი პაციენტი დაფიქსირდა. „ჩვენ ახლა ვიმყოფებით კორონავირუსის ეპიდემიის მეშვიდე ტალღაში. Omicron BA.4 და BA.5 შტამების ქვეტიპები იწვევს ეპიდემიის ზრდას მთელი ქვეყნის მასშტაბით”, […]

საფრანგეთი გერმანიისგან მილსადენებით რუსულ გაზს აღარ მიიღებს

საფრანგეთი გერმანიისგან მილსადენებით რუსულ გაზს აღარ მიიღებს

საფრანგეთი გერმანიისგან მილსადენებით რუსულ გაზს აღარ მიიღებს. ფრანგული გაზის სატრანსპორტო კომპანიის GRTgaz აცხადებს, რომ გაზის მიწოდება 15 ივნისის შემდეგ შეწყდა. მეორეს მხრივ გაზის მიწოდების ნაკადი საფრანგეთსა და ესპანეთს შორის გაიზარდა. “ზაფხულში რაიმე პრობლემები ფრანგი მოსახლეობის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის კუთხით არ გვექმნება, ხოლო ზამთრისთვის საცავები ივსება,” – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთი ნაკლებად არის დამოკიდებული […]

უკრაინაში საფრანგეთის მოქალაქე მოკლეს

კიევის ოლქში სულ 900 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა ფრანგი სამხედრო მოხალისის გარდაცვალება, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძოდა. რადიო Europe1-ის ცნობით, ის სასიკვდილოდ დაიჭრა ხარკოვთან საარტილერიო სროლის შედეგად. საერთო ჯამში, გამოცემის ცნობით, ახლა უკრაინის მხარეს საფრანგეთიდან 150-მდე მოხალისე იბრძვის. პუტინის ომის შემდეგ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ჩამოაყალიბა სპეციალური დანაყოფი – საერთაშორისო ლეგიონი უცხოელი მოხალისეებისთვის, რომლებსაც სურდათ მონაწილეობა მიეღოთ ქვეყნის დაცვაში […]

გია უდესიანი – “დღეს, 20 აპრილს, საფრანგეთის მთავრობამ უარი უთხრა საქართველოს ჩემ ექსტრადირებაზე”

„პოლიციის თუ უშიშროების ჯგუფს... თქვენ დღე გელოდებათ ავს და მტერს!“ - გიორგი უდესიანი

გია უდესიანმა ფეისბუქში დაწერა: “დღეს 20 აპრილს საფრანგეთის პარიზის სააპელაციო სასამართლომ უარი განუცხადა ჩემს ექსტრადირებაზე საქართველოს მთავრობას.ეს მეორედ ეთქვა უარი ქოცურ მთავრობას ჩემს ექსტრადირებაზე. მაშ ესე მივყვეთ მოვლენებს! 2017 წელს უნგრეთის მთავრობამ განუცხადა უარი საქართველოს ქოცურ მთავრობას ჩემს ექსტრადირებაზე! 2018 წელს ინტერპოლის საერთაშორისო ორგანიზაციამ სპეციალური დადგენილება გამოუშვა ჩემ საქმესთან მიმართებაში და დღემდე მიცავს ეს დადგენილება! […]

მაკრონი – 28%, ლე პენი – 23% – საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტური იქნება

მაკრონი - 28%, ლე პენი - 23% - საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტური იქნება

საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ულტრამემარჯვენე კანდიდატი მარინ ლე პენი მეორე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ეგზიტპოლებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, მაკრონმა არჩევნების პირველ ტურში ხმების 28,1% დააგროვა, ხოლო ლე პენმა ხმების 23,3%. 20%-ით მესამე ადგილი დაიკავა ულტრამემარცხენე კანდიდატმა ჟან-ლუკ მელენშონმა. მარინ ლე პენმა, რომელიც საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების, მეორე ტურში მოქმედ პრეზიდენტ […]

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. DW-ს ცნობით, არჩევნებში მონაწილეობის უფლება საფრანგეთის 49 მილიონ მოქალაქეს აქვს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, წინასწარი კვლევის თანახმად, საარჩევნო ბრძოლას ორი გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს – ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი, მარინ ლე პენი, რომელიც მაკრონმა 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში უკვე დაამარცხა. ცნობისთვის, საფრანგეთში პრეზიდენტს პირდაპირი საყოველთაო კენჭისყრის წესით 5-წლიანი […]

გოგი წულაია საფრანგეთში სამკურნალოდ გაემგზავრა

გოგი წულაიას გულის ოპერაცია გაუკეთეს - მისი მდგომარეობა სტაბილურია

პარტია “ახალი ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარემ გოგი წულაია საფრანგეთში სამკურნალოდ გაემგზავრა პოლიტიკოსმა “მთავართან” განაცხადა,რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზულად შეარყია ციხეში რამდენიმეკვირიანმა შიმშილობამ, რის გამოც მკურნალობა სჭირდება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ თუ საქართველოში რეპრესიები გაგრძელდა, რომელიმე ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვოს. ნიუპოსტი

საფრანგეთი და მისი მოკავშირეები მალიდან გასვლას იწყებენ

საფრანგეთი და მისი მოკავშირეები მალიდან გასვლას იწყებენ

საფრანგეთმა და მისმა მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ მალიდან ბარხანესა და თაკუბას ანტიჯიჰადისტურ ოპერაციებში ჩართული სამხედრო ძალების გაყვანას იწყებენ, რის მიზეზადაც გარდამავალი ხელისუფლების მიერ შექმნილ დაბრკოლებებს ასახელებენ. „მალის გარდამავალი ხელისუფლების მიერ შექმნილი მრავალი დაბრკოლების გამო, კანადა და ევროპული სახელმწიფოები თვლიან, რომ აღარ არსებობს დამაკმაყოფილებელი პოლიტიკური, ოპერატიული და სამართლებრივი პირობები იმისთვის, რომ ეფექტურად გააგრძელონ თავიანთი სამხედრო ჩართულობა მალიში ტერორიზმის […]

საფრანგეთში 16 წელზე უფროსი პირები ვალდებული არიან წარადგინონ ვაქცინაციის პასპორტი

ფრანგმა ექიმებმა, მედდებმა, მომვლელებმა და სანიტრებმა ხელფასის მომატება მოითხოვეს

საქართველოს საელჩო საფრანგეთში კოვიდრეგულაციებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს. რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „ახალი რეგულაციის თანახმად, 24 იანვრიდან, საფრანგეთში 16 წელს ზემოთ ასაკის პირები ვალდებული იქნებიან, წარადგინონ ვაქცინაციის პასპორტი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შესასვლელად, ასევე რეგიონთაშორისი ტრანსპორტით და თვითმფრინავით მგზავრობისას (გამონაკლისს წარმოადგენს სამედიცინო დაწესებულებები და მოხუცთა თავშესაფრები, სადაც კვლავ შესაძლებელი იქნება, აქამდე არსებული სანიტარიული პასპორტით მოხვედრა). ვაქცინაციის პასპორტი […]

ნუგზარ სულაშვილი – “საფრანგეთში ქართველებს სნიკერსი და კარაქი არ მოუპარავთ”

"ვიღებ სამძიმრებს და უცებ ხელს მართმევს ჩემი ნაცნობის გარდაცვლილი მამა..." - რა შეემთხვა ნუგზარ სულაშვილს

ნუგზარ სულაშვილმა ფეისბუქში დაწერა: “ცრუ ინფორმაცია! რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქართველებმა საფრანგეთის ერთერთი სუპერმარკეტიდან მოიპარეს დიდი რაოდენობის სნიკერსი და კარაქი, სინამდვილეს არ შეესაბამება. ავტომობილი ნამდვილად დააკავეს სამართალდამცველებმა გადაჭარბებული სიჩქარის გამო. მძღოლმა და მგზავრებმა ვერ წარმოდგინეს შესაბამისი ჩეკები, რითაც დაადასტურებდნენ, რომ პროდუქტი კანონიერი გზით ქონდათ შეძენილი, რის გამოც ისინი კომისარიატში გადაიყვანეს. ჩვენმა […]