ჭდე: საქონლის ხორცი

საქონლის ხორცი 2 ლარით გაძვირდა

საქონლის ხორცი 2 ლარით გაძვირდა

საქართველოში საქონლის ხორცი 2 ლარით გაძვირდა. თბილისის აგრარულ ბაზრებში თუ ერთი თვის წინ ერთი კილოგრამი საქონლის ხორცის ყიდვა 18 ლარად იყო შესაძლებელი, ახლა 20 ლარი ღირს. უფრო ძვირი ღირს ხორცი უბნის მაღაზიებში, დაახლოებით 21 ლარი. ფერმერები ამბობენ, რომ ფასის ზრდა საქონლის ხორცის დეფიციტმა გამოიწვია. დეფიციტის მიზეზად კი ცოცხალი საქონლის ქვეყნიდან გაყვანას ასახელებენ. საქონლის ხორცის კიდევ […]

საქონლის ხორცი 2-4 ლარით გაძვირდა – რა გახდა მსხვილფეხა საქონლის დეფიციტის მიზეზი?

ტყვიის გადამეტებული ოდენობა ადგილობრივი საქონლის ხორცში აღმოჩნდა

ადგილობრივ ბაზარზე მსხვილფეხა საქონლის დეფიციტია, რის გამოც ხორცის ფასი გაიზარდა. ბოლო პერიოდის განმავლობაში საქონლის ხორცი 2-4 ლარით გაძვირდა. როგორც სასაკლაოების მეპატრონეები „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებენ, ხორცზე მოთხოვნა დიდია, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მსხვილფეხა საქონლის შენახვა ძვირი ჯდება, ადგილობრივმა წარმოებამ იკლო, ხორცის იმპორტი კი გაიზარდა. ამას ემატება ცოცხალი საქონლის ქვეყნიდან გაყვანაც. ხორცი იმ პროდუქტების ჩამონათვალშია, რომელთაც საქართველო […]

როგორ უნდა განასხვავოს მყიდველმა ცხენის ან ვირის ხორცი საქონლისგან და რატომ არის ქართულ ბაზარზე ხორცის დეფიციტი

როგორ უნდა განასხვავოს მყიდველმა ცხენის ან ვირის ხორცი საქონლისგან და რატომ არის ქართულ ბაზარზე ხორცის დეფიციტი

გასულ კვირას AMBEBI.GE თბილისში, კერძოდ, გლდანის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ დახლებზე, ცხენის ხორცით სავარაუდოდ ვაჭრობაზე წერდა. ამ საკითხით ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებლის მიერ გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ დავინტერესდით, საუბარი იყო იმაზე, გლდანში თუ როგორ კლავენ ცხენებს და საქონლის ხორცად ასაღებენ. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შეტყობინება არ მიუღიათ, თუმცა გლდანში ცხენის ხორცის რეალიზაციის ფაქტები აქამდე დაფიქსირებულა, […]