ჭდე: სახლი

თამარ ივერი – “სახლში გათბობა გამეთიშა…”

თამარ ივერი - "დაბადების დღე კოვიდ-რეგულაციების ფონზე"

თამარ ივერმა ფეისბუქში დაწერა: “სახლში გათბობა გამომეთიშა,უცებ ჩავილაპარაკე ნეტავ რატომ გაითიშა მეთქი.ამის გაგონება იყო და ლიზამ მიაყარა: დედა,იმიტომ გაითიშა რომ დღეს დედამიწის დღეა და ელექტროენერგიას უნდა გავუფრთხილდეთ.რამდენიმე საათი არაფერი მოგივა თუ შუქი და გათბობა არ გექნება,გარეთ გადი და გაისეირნე.სამაგიეროდ დედამიწა დაისვენებს ცოტა და ა.შ…. მოკლედ,აღარ გაჩერდა ისე….პოლიტიკაში უნდა ვაცდევინო თავი.ივარგებს აშკარად.”

ვარკეთილში სახლში აფეთქება მოხდა

ვარკეთილში სახლში აფეთქება მოხდა

ვარკეთილში, აფეთქებისას ერთი ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მას მსუბუქი დამწვრობა აქვს მიღებული. წინასწარი ინფორმაციით, საცხოვრებელ ბინაში გაზი აფეთქდა. როგორც “რუსთავი 2-ს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია, სულ მალე კი სრულად ლიკვიდირებული იქნება.

თელავის რაიონში 2 სართულიანი სახლი ჩამოინგრა

თელავის რაიონში 2 სართულიანი სახლი ჩამოინგრა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში, წვიმის შედეგად ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. შემთხვევის დროს ადგილზე 68 წლის ქალი იმყოფებოდა  რომელიც ნანგრევებიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა და სამაშველო სამსახური გამოიძახა. დაზარალებულის თქმით, რამდენიმე წელია სახლი ავარიულია, რის შესახებაც მერიას არაერთხელ მიმართა. მისი განმარტებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბინის დასაქირავებლად ყოველთვიურად 100 ლარის გადახდა შესთავაზა, რა თანხაშიც ალტერნატიული ფართის მოძიება ვერ შეძლო. […]

კაიროში 10 სართულიანი სახლი ჩამოინგრა – 5 ადამიანი დაიღუპა, 24 დაშავდა

კაიროში 10 სართულიანი სახლი ჩამოინგრა - 5 ადამიანი დაიღუპა, 24 დაშავდა

ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში 10-სართულიანი კორპუსი ჩამოინგრა, რის შედეგადაც დაიღუპა 5 და დაშავდა 24 ადამიანი,- ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. შენობის ჩამონგრევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ავლაბარში სახლი ჩამოინგრა

ავლაბარში სახლი ჩამოინგრა

ავლაბარში, იტალიურ ეზოში, საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. სახლში ერთი ადამიანი იყო, მან თავის გადარჩენა შეძლო და სახლიდან გამოსვლა მოასწრო. ადგილობრივების განცხადებით, სახლი ავარიული იყო და მოსახლეობას სახლის შეკეთებასთან დაკავშირებით გამგეობისთვის მიმართული ჰქონდა. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო ბრიგადები.

ბესიკის ქუჩაზე სახლი აფეთქდა

ბესიკის ქუჩაზე სახლი აფეთქდა

თბილისში, ბესიკის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე აფეთქება მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივმა აირმა გამოიწვია. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში, ბესიკის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე აფეთქება მოხდა. მისამართზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივმა აირმა […]

კიევში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა – 2 ადამიანი დაიღუპა

კიევში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა - 2 ადამიანი დაიღუპა

კიევში დარნიცკის რაიონში, გრიგორენკოს ქუჩა #41-ში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება იყო. შემთხვევა ცხრა სართულიან კორპუსში ადგილობრივი დროით 10:00 საათზე მოხდა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში განაცხადეს, რომ სახლის ჩამონგრევის ერთ-ერთ ვერსიად განიხილება როგორც ბუნებრივი გაზის აფეთქება, ასევე, ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედება. აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელის ნიკოლაი ჩიჩოტკინის ინფორმაციით, ამ დროისთვის პოლიცია ყველა ვერსიას განიხილავს. მისი თქმით, აფეთქება კორპუსის მე-6, […]

თბილისში, მაყაშვილის ქუჩაზე, სახლი აფეთქებას გადაურჩა

თბილისში, მაყაშვილის ქუჩაზე, სახლი აფეთქებას გადაურჩა

თბილისში, აფეთქებას კიდევ ერთი სახლი გადაურჩა, რომელიც ასევე სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა მომიჯნავე შენობებსა და მცხოვრებლებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. მაყაშვილის ქუჩაზე მდებარე ე.წ. იტალიური ტიპის საცხოვრებელ ბინაში მისვლის შემდეგ, „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა აღმოაჩინეს გაზზე დაერთებული მოქნილი რეზინის მილი, რომლის ბოლოც კედელში იყო შეყოფილი, გაზი კი კედელში ჟონავდა. ადგილზე გამოძახებულმა „თბილისი ენერჯის“ სწრაფი […]

ბათუმში სახლში ჭურვი იპოვეს

ბათუმში სახლში ჭურვი იპოვეს

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში კოროზირებული ჭურვი სანდასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა იპოვეს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მივიდნენ. ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 236-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში მოხუცი მამაკაცი იმყოფებოდა. საცხოვრებელი სახლის დალაგების მიზნით, მეზობლებმა სანდასუფთავების სამსახურის თანამშრომლები მიიყვანეს, სადაც ჭურვი იპოვეს. […]

გუკა რჩეულიშვილი საკუთარ სახლთან დააკავეს

გუკა რჩეულიშვილს პატიმრობა შეეფარდა

სამართალდამცავებმა „ცენტრ პოინტის” დამფუძნებელი გუკა რჩეულიშვილი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, ის ცოტა ხნის წინ საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. ჩვენი ინფორმაციით, გუკა რჩეულიშვილი გლდანის მერვე საპყრობილეშია გადაყვანილი. ცნობისთვის, „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელ გუკა რჩეულიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მიზეზი მისთვის მეუღლის მიმართ შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევაა, რის გამოც სასამართლომ პატიმრობის გადაწყვეტილება მიიღო. იპნ