ჭდე: სვეტი

კალაძე – “კომპანია სვეტის 3 შეჩერებულ პროექტს ემ კვადრატი გადაიბარებს”

კალაძე - "კომპანია სვეტის 3 შეჩერებულ პროექტს ემ კვადრატი გადაიბარებს"

კომპანია „სვეტის“ თბილისში მდებარე სამ შეჩერებულ პროექტს ემ კვადრატი გადაიბარებს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტსა და დეველოპერულ კომპანია „ემ კვადრატი უძრავი ქონებას“ შორის დღეს გაფორმდა. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული დოკუმენტის ფარგლებში, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, კომპეტენციის ფარგლებში, ხელი შეუწყონ სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული მოსახლეობის წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებას, დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების გზით. „მშენებლობების […]

კომპანია “სვეტის” მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა

კახეთის გზატკეცილზე მანქანა ამოტრიალდა - მისი მძღოლი დაიღუპა

კომპანია “სვეტის” მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა, რომელიც ადგილზე დაიღუპა. სამშენებლო სამუშაოები ადგილზე ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს. რამდენადაც ცნობილია, გარდაცვლილი მუშა ობიექტზე სამშენებლო იარაღების ასაღებად მივიდა.

”სვეტის” დამფუძნებელი გივი ჯიბლაძე და დირექტორი თორნიკე ჯანელიძე დააკავეს – გამოძიება მათ 3 მილიონ ლარზე მეტის მითვისებას ედავება

”სვეტის” დამფუძნებელი გივი ჯიბლაძე და დირექტორი თორნიკე ჯანელიძე დააკავეს - გამოძიება მათ 3 მილიონ ლარზე მეტის მითვისებას ედავება

დღეს დააკავეს “სვეტის” დამფუძნებელი გივი ჯიბლაძე და კომპანიის დირექტორი თორნიკე ჯანელიძე. “ქრონიკა პლუსის” რედაქტორმა, ჟურნალისტმა ელისო კილაძემ ამის შესახებ ფეისბუქში ასეთი რამ დაწერა: “სვეტის”დამფუძნებელი გივი ჯიბლაძე დაკავებულია! იმედია, გამოძიებასთან ითანამშრომლებს და ყველა იმ პირს დაასახელებს, სუსის მაღალჩინოსნების ჩათვლით, რომელიც “ქრონიკა+”-ში გუშინ გამოქვეყნებულ წერილშია ნახსენები !” გივი ჯიბლაძის დაკავებას წინ უძღოდა ელისო კილაძის მიერ გამოქვეყნებული სკანდალური ხელნაწერი, […]

“სფერო ჰოლდინგი” “სვეტის” წინააღმდეგ – სკანდალი სამშენებლო ბაზარზე

"სფერო ჰოლდინგი" "სვეტის" წინააღმდეგ - სკანდალი სამშენებლო ბაზარზე

დეველოპერული კომპანია „სფერო ჰოლდინგი“ „სვეტის“ წინააღმდეგ. საქალაქო სასამართლოს კანცელარიამ დღეს განცხადება, „სფერო ჰოლდინგისგან,“ ხელშეკრულების ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ ჩაიბარა. სამშენებლო კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ „სვეტის“ ხელმძღვანელობას შესთავაზეს ყველა დაწყებული და შეჩერებული მშენებლობის დასრულება, სანაცვლოდ კი „სვეტის“ ასპროცენტიან წილებს გადაუფორმებდნენ. „სფერო ჰოლდინგში“ ამტკიცებენ, რომ შეთანხმება შედგა, თუმცა „სვეტისგან“ საჭირო დოკუმენტაცია ვერ მიიღეს. ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, „სფერო ჰოლდინგი“ მზად […]

დაზარალებულმა მენაშენეებმა “სვეტის” ოფისი დაიკავეს

დაზარალებულმა მენაშენეებმა "სვეტის" ოფისი დაიკავეს

ხმაურია სამშენებლო კომპანიაში „სვეტი“- დაზარალებულმა მენაშენეებმა კომპანიის ოფისი დაიკავეს. ისინი კომპანიის დამფუძნებელთან, გივი ჯიბლაძესთან შეხვედრას ითხოვენ. მენაშენეების თქმით, დღეს ჯიბლაძემ ოფისი ისე დატოვა, რომ მათთან შეხვედრის სურვილი არ გამოთქვა. დაზარალებულები აცხადებენ, რომ მოლაპარაკებებში თბილისის მერიის ჩართვის შემდეგაც არაფერი შეცვლილა. მენაშენეები „სვეტის“ ოფისის დატოვებას მანამ არ აპირებენ, სანამ გივი ჯიბლაძეს არ შეხვდებიან. დეველოპერული კომპანიის ბალანსზე დედაქალაქში […]