ჭდე: სიღნაღი

ჩამოინგრა ისტორიული თაღი – ავარია სიღნაღში

ჩამოინგრა ისტორიული თაღი - ავარია სიღნაღში

სიღნაღში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, თაღი ჩამოინგრა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა – ამის შესახებ ინფორმაციას სიღნაღის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. მუნიციპალიტეტის ცნობით, სიღნაღის თაღი ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომლის აღდგენა უახლოეს პერიოდში გახდება შესაძლებელი. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.

“სტენტი ჰქონდა ჩადგმული, ამინდიც საშინელი იყო” – სიღნაღში ცერემონიის დროს ეკა გულიაშვილი გარდაიცვალა

"სტენტი ჰქონდა ჩადგმული, ამინდიც საშინელი იყო" - სიღნაღში ცერემონიის დროს ეკა გულიაშვილი გარდაიცვალა

გუშინ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ცერემონიის მიმდინარეობისას, სიღნაღში  47 წლის ქალი, ეკა გულიაშვილი გარდაიცვალა. „პრაიმტაიმი“ ოჯახის ახლობელს დაუკავშირდა.  მისი თქმით, ქალს გული აწუხებდა. „გული აწუხებდა, სტენტიც ჰქონდა ჩადგმული, თან გუშინ ამინდიც საშინელი იყო, წნევის ცვალებადობის მხრივ. ერთი შვილი დარჩა 22 წლის. ადრე პატარა ბიჭი დაეღუპათ. ძალიან თბილი და ყურადღებიანი გოგო იყო.  ადმინისტრაციის უფროსი იყო […]

„ადრე საკუთარი ბებია გააუპატიურაო“ – რა მოხდა სიღნაღში

„ადრე საკუთარი ბებია გააუპატიურაო“ - რა მოხდა სიღნაღში

 სიღნაღის მუნიციპალიტეტში მთელი ღამე იწვოდა სახლი, რომელიც მკვლელობაში ბრალდებულს ეკუთვნის. 42 წლის მამაკაცი, რომელსაც 68 წლის ქალის მკვლელობისთვის 15 წლიანი სასჯელი ემუქრება ახლა უსახლკაროცაა. მამუკა მოკვერაშვილი წარსულშიც არაერთხელაა ნასამართლები. ერთ-ერთი ვერსიით სახლი მას სოფელმა სწორედ ბოლო უმძიმესი დანაშაულის გამო გადაუწვა. სოფელ ჯუგაანში რამდენიმე დღის წინ მომხდარი მკვლელობის მოტივი ამ დრომდე უცნობია. „კურიერი” დღესაც, ისევე როგორც […]

სიღნაღში 68 წლის ქალი მოკლეს – ეჭვმიტანილი თბილისში დააკავეს

დიდ დიღომში ქარის გამო პოლიციამ ქუჩა გადაკეტა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში 68 წლის ქალი მოკლეს. როგორც ადგილობრივებმა “მთავარ არხს” აცნობეს, მკვლელობა სავარაუდოდ, ძარცვას უკავშირდება. მათივე ინფორმაციით, თავდამსხმელი მსხვერპლს სახლში დაელოდა და შიგნით შესულს დანის გამოყენებით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ამის შემდეგ კაცი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ის მოგვიანებით სამართალდამცავებმა თბილისში დააკავეს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს. ის წარსულში ნასამართლევია და შეწყალებით არის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებული. გამოძიება […]

“დამიწყეს ცემა, თავში ჩარტყმა” – პოლიციელების ცემისთვის 2 დაკავებულს პატიმრობა შეეეფარდა

"დამიწყეს ცემა, თავში ჩარტყმა" - პოლიციელების ცემისთვის 2 დაკავებულს პატიმრობა შეეეფარდა

სიღნაღის სასამართლომ დღეს საგარეჯოში პოლიციელების ცემისთვის დაკავებულებს პატიმრობა შეუფარდა. ორივე ბრალდებულმა დანაშაული  აღიარა. პროცესი 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და  მედიისთვის დახურული იყო. დაცვის მხარე ითხოვდა, რომ აღკვეთის ღონისძიებად მოსამართლეს პატიმრობა არ გამოეყენებინა და გირაოს სანაცვლოდ ბრალდებულები სახლში გაეშვა. ორი ბრალდებულიდან ერთი არასრულწლოვანია. არსებული ინფორმაციით, საგარეჯოს პოლიციის განყოფილების თანამშრომელს თავში მინის ბოთლი სწორედ მან ჩაარტყა. ხელჩართული […]

სიღნაღში მასწავლებელმა „დაკარგული“ საფულის გამო, მოსწავლეს სახლი გაუჩხრიკა

სიღნაღში მასწავლებელმა „დაკარგული“ საფულის გამო, მოსწავლეს სახლი გაუჩხრიკა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბოდბეს საჯარო სკოლის პედაგოგმა საფულე დაკარგა და ერთ – ერთ მოსწავლეს სახლი გაუჩხრიკა. შემთხვევა გუშინ მოხდა. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მასწავლებელმა სკოლაში ხმაური ატეხა, ფულის მოპარვაში ერთ-ერთი მოსწავლე დაადანაშაულა, თუმცა დაკარგული თანხის ოდენობა არ დაუსახელებია. მოსწავლე, რომელზეც კლასის დამრიგებელმა პედაგოგმა ეჭვი მიიტანა, სოციალურად შეჭირვებული ოჯახიდანაა. მასწავლებლის ბრალდების და სახლის ჩხრეკის შემდეგ, დაშინებული მოზარდი […]

სიღნაღში სასტუმრო “ნიკალა” იწვის

სიღნაღში სასტუმრო "ნიკალა" იწვის

ხანძარი კახეთში – სიღნაღში სასტუმრო “ნიკალა” იწვის. ცეცხლი თავდაპირველად სახურავს გაუჩნდა და შენობაზე გავრცელდა. უსაფრთხოების მიზნით, პერსონალს და სტუმრებს ტერიტორია დაატოვებინეს. ადგილზე  სხვადასხვა რაიონიდან 5 სახანძრო ჯგუფია მობილიზებული. ამ დროისთვის მიმდინარეობს ცეცხლის კერების ლოკალიზება. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია. რუსთავი 2

სიღნაღის 2 საბავშვო ბაღში შეკიდული ჭერები ჩამოინგრა

სიღნაღის 2 საბავშვო ბაღში შეკიდული ჭერები ჩამოინგრა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლების – ქვემო მაჩხაანის და ზემო ბოდბეს საბავშვო ბაღებში ე.წ.შეკიდული ჭერი ჩამოინგრა. ორ საბავშვო ბაღში ჭერის ჩამონგრევის შედეგად არავინ დაშავებულა. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანის საბავშვი ბაღში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, რის შესახებაც თანამშრომლებმა დღეს დილით შეიტყვეს. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის მადონა ბატიაშვილის თქმით, შენობას რეაბილიტაცია 2016 წელს ჩაუტარდა, რაზეც ადგილობრივი […]

სიღნაღში სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა კიკილაშვილების სახლს დაეცა

სიღნაღში სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა კიკილაშვილების სახლს დაეცა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში სტიქიის დროს კიკილაშვილების საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. მიზეზი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემიდან რამდენიმეჯერ გასროლილი რაკეტა გახდა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა სოფელს სტიქია აზიანებდა. სალომე კიკილაშვილი imedinews-თან ლაპარაკისას ამბობს, რომ გასროლილი რაკეტა სახლის სახურავს დაეცა და ჭერი და იატაკი დაუზიანა. მისივე თქმით, ადგილობრივ მუნიციპალიტეტში დაჰპირდნენ, რომ რაკეტისგან დაზიანებულ ოთახს აღუდგენენ.

სიღნაღში მანქანა 30 წლის ქალს დაეჯახა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ავტომობილი 30 წლის ქალს დაეჯახა. მას სხეულის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. დაშავებული თავდაპირველად წნორის „არქიმედეს კლინიკაში“ მოათავსეს, მოგვიანებით კი, თბილისში გადმოიყვანეს. შემთხვევა წუხელ მოხდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ნიუპოსტი