ჭდე: სკრიპალი

ბორის ჯონსონი – ”სკრიპალი პუტინის ბრძანებით მოწამლეს”

ბორის ჯონსონი - ”სკრიპალი პუტინის ბრძანებით მოწამლეს”

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ბრიტანეთის ტერიტორიაზე ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების გამოყენება, „დიდი ალბათობით“, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით მოხდა, – იუწყება Sky News. ბორის ჯონსონის თქმით, ცხადია, რომ სოლსბერიში მომხდარი თავდასხმა რუსეთიდან იყო მართული და დაადასტურა, რომ გამოყენებული ნივთიერება „ნოვიჩოკი“ რუსეთში იყო შექმნილი და იქვე ინახებოდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსი ხალხის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ და […]

ნივთიერება, რომლითაც სერგეი სკრიპალი მოწამლეს, მის ქალიშვილს სამგზავრო ჩანთაში ედო

ნივთიერება, რომლითაც სერგეი სკრიპალი მოწამლეს, მის ქალიშვილს სამგზავრო ჩანთაში ედო

ნივთიერება, რომლითაც რუსეთის დაზვერვის სამსახურის ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი მოწამლეს, მისი ქალიშვილის იულიას სამგზავრო ჩანთაში ინახებოდა. ამის შესახებ გამოცემა „ტელეგრაფს“ სპეცსამსახურებში საკუთარმა წყაროებმა აცნობეს. მათი მტკიცებით, ნივთიერება ჩანთაში იყო დამალული, ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით გაჟღენთილი შესაძლოა ყოფილიყო იულიას ტანსაცმელი, საჩუქრები ან კოსმეტიკა. სერგეი და იულია სკრიპალები 4 მარტს, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან გონებადაკარგულ მდგომარეობაში აღმოაჩინეს. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი […]

ტერეზა მეიმ რუსეთს სკრიპალის მოწამვლაში ოფიციალურად დასდო ბრალი

ტერეზა მეიმ რუსეთს სკრიპალის მოწამვლაში ოფიციალურად დასდო ბრალი

 დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ რუსეთს გრუ-ს ექს-პოლკოვნიკ სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლა ოფიციალურად დააბრალა. – ახლა ცხადია, რომ ბატონი სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამლეს იმ ტიპის საბრძოლო ნერვიულ-პარალიტიკური ნივთიერებით, რომელიც რუსეთში იწარმოება, – განაცხადა მან დღეს პარლამენთის თემთა პალატაში გამოსვლისას. ტერეზა მეიმ სკრიპალის მოწამვლას უწოდა რუსეთის უპასუხისმგებლო ქმედება დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ.