ჭდე: სომხეთი

აზერბაიჯანი – “სომხეთმა ცეცხლი გაგვიხსნა”

აზერბაიჯანი - "სომხეთმა ცეცხლი გაგვიხსნა"

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს, აზერბაიჯანულმა მხარემ კი „ადეკვატური საპასუხო ზომები“ განახორციელა. „ბასარკეჩარის რაიონის იუხარი შორჟას დასახლებაში სახელმწიფო საზღვარზე განლაგებული სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები პერიოდულად ცეცხლს უხსნიდნენ აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ქალბაჯარის რაიონის ზეილიკის დასახლების მიმართულებით. აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა ადეკვატური საპასუხო ზომები განახორციელეს,“ – აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში. მათივე […]

სომხეთში 125 კაცი დააკავეს

სომხეთში 125 კაცი დააკავეს

სომხეთის პოლიციამ ერევანში “დაუმორჩილებლობის აქციის“ 125 მონაწილე დააკავა. მედიის ინფორმაციით, მომიტინგეები მაშინ დააკავეს, როდესაც სამართალდამცავები გადაკეტილი ქუჩების გახსნას ცდილობდნენ. შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და მისი გუნდის გადადგომის მოთხოვნით „დაუმორჩილებლობის აქცია“ ერევანში დღეს დილიდან მიმდინარეობს. აქცია ოპოზიციამ გუშინ გამართული საპროტესტო აქციის დროს დააანონსა. აქციის მონაწილეების ნაწილმა საფრანგეთის მოედანზე კარვები გაშალა და ღამე ქუჩაში გაათენა. ისინი აცხადებენ, რომ […]

სომხეთში საქართველოს საზღვრიდან 1 კმ-ში მიწისძვრა მოხდა

არგენტინაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

სომხეთში, საქართველოს საზღვრიდან 1 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 19 თებერვალს, თბილისის დროით 21:19 საათზე, სომხეთში 3.5 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.

სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთს ცეცხლი დაუშინეს

სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთს ცეცხლი დაუშინეს

სომხეთი და აზერბაიჯანი სასაზღვრო მონაკვეთზე ცეცხლის გახსნის შესახებ იუწყებიან.სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები შეეცადნენ, საზღვრის აღმოსავლეთის მიმართულებით შეტევა განეხორციელებინათ, რის შედეგადაც ინტენსიური ორმხრივი სროლები დაიწყო. ამის შესახებ განცხადებას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. „14 ნოემბერს დაახლოებით 13:00 საათზე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები შეეცადნენ პოზიციური შეტევა განეხორციელებინათ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის აღმოსავლეთის მიმართულებაზე. დაიწყო ინტენსიური ორმხრივი სროლა. […]

სომხეთში ფაშინიანის პარტია 53,92%-ით ლიდერობს

სომხეთში ფაშინიანის პარტია 53,92%-ით ლიდერობს

სომხეთის ცენტრალურმა კომისიამ ხმების დათვლის პროცედურა 2008-ვე საარჩევნო უბაზე დაასრულა. წინასწარი შედეგების თანახმად, არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტია, „სამოქალაქო შეთანხმება“, ამომრჩეველთა ხმების 53.92%-ით ლიდერობს. მეორე ადგილზეა ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის საარჩევნო ბლოკი „სომხეთი“, 21.04%-ით. მესამე ადგილს იკავებს საარჩევნო ბლოკი „მაქვს პატივი“, რომელმაც, წინასწარი მონაცემებით, ხმების 5.23% მოიპოვა. გაგიკ ცარუკიანის ბლოკმა, „აყვავებული სომხეთი“ კი ამომრჩეველთა ხმების 4.1% მიიღო. […]

სომხეთში პრემიერობის კანდიდატის მანქანა დაცხრილეს

სომხეთში პრემიერობის კანდიდატის მანქანა დაცხრილეს

სომხეთში პრემიერ – მინისტრობის კანდიდატი „დემოკრატთა ალიანსის“ ბლოკიდან არმან ბაბაჯანიანი მისი პირადი ავტომანქანის დაცხრილვის შესახებ იუწყება. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. „ჩემ მანქანას ესროლეს. როცა მკვლელი, ქურდი, მაფიოზი თავისუფლებაზეა და მითუმეტეს, არჩევნებში მონაწილეობს, ჩვენ ასეთ ინციდენტებს თავს ვერ ავარიდებთ“, – წერს “ფეისბუქზე“ ბაბაჯანიანი. პოლიციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მანქანის დაცხრილვის დროს, ბაბაჯანიანი ავტომანქანაში არ იმყოფებოდა. მათივე ცნობით, […]

“შიმშილით კვდებიან ბავშვები” – სომხეთის სამ მოქალაქეს საქართველოში არ უშვებენ

"შიმშილით კვდებიან ბავშვები" - სომხეთის სამ მოქალაქეს საქართველოში არ უშვებენ

სომხეთის 3 მოქალაქეს საქართველოში არ უშვებენ. ქალი 2 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად 12 დღეა საზღვარზე ჰყავთ გაჩერებული.სამივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე აქვს. ბავშვების მამა, რომელიც თბილისშია, ამბობს, რომ გამომგზავრებამდე მათ სასაზღვრო დეპარტამენტში დარეკეს, სადაც უთხრეს რომ ბავშვებს პასპორტის გარეშეც გაატარებდნენ. ბადოიანების მცირეწლოვან შვილებს პასპორტის მოქმედების  ვადა აქვთ გასული. ბავშვები მუხლებზე იდგნენ და მეხვეწებოდნენ წამიყვანეო,მე ცუდად გავხდი შაქრიანი […]

“სომხეთში გენშტაბი სამხედრო გადატრიალებას აპირებს” – ფაშინიანმა გენშტაბის უფროსი მოხსნა

ფაშინიანი - "ჩვენ უკვე ჯოჯოხეთში ვართ"

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გენერალური შტაბის განცხადებას სამხედრო გადატრიალების მცდელობად აფასებს, – ამის შესახებ ინფორმაციას Armenpress-ი ავრცელებს. ”გენერალური შტაბის განცხადებას სამხედრო გადატრიალების მცდელობად ვთვლი. ყველა ჩვენს მომხრეს რესპუბლიკის მოედანზე ვიწვევ. მალე მივმართავ ერს პირდაპირ ეთერში ”, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. სომხური მედიის ინფორმაციით, დღეს სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განცხადება გაავრცელა, სადაც სამხედრო მაღალჩინოსნები ნიკოლ ფაშინიანის […]

საქართველოს საზღვრიდან 150 კმ-ში სომხეთში მიწისძვრა მოხდა

არგენტინაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 150 კმ-ში, ვანაშენთან 5.1 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. „დღეს, თბილისის დროით 15:29 საათზე, სომხეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 150 კმ_ში, ვანაშენთან, მოხდა 5.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სომხეთში, საქართველოს საზღვრიდან 81 კმ-ში, 5,2 ბალიანი მიწისძვრა მოხდა

არგენტინაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

საქართველოს საზღვრიდან 81 კილომეტრში 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი სომხეთში იყო. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა თბილისში და მიმდებარე რეგიონებში. “დღეს, თბილისის დროით 19:36 საათზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 81 კმ-ში, სომხეთში მოხდა 5.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა”, – ნათქვამია ინფორმაციაში. ეპიცენტრი ერევნიდან 91 კილომეტრის დაშორებით, […]