ჭდე: სოსო ცინცაძე

“სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადირება ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება იქნება” – სოსო ცინცაძე

"სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადირება ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება იქნება" - სოსო ცინცაძე

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადირება მოხდება. – ეს იქნებოდა ყველაზე სწორი და გონივრული გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან. ექსტრადირება მოხდება ყველა საერთაშორისო ნორმის დაცვით. არ გამოვრიცხავ, ახლა დიპლომატიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდეს კიევსა და თბილისს შორის. ეს უფრო იქნება არასაჯარო კომუნიკაცია, როგორ მოხდეს გადაცემა ისე, რომ ყველა მხარე კმაყოფილი დარჩეს. რადას დეპუტატები და […]

“პრეზიდენტი ზურაბიშვილი ორღობეში მოჭორავე არ უნდა იყოს” – სოსო ცინცაძე

სოსო ცინცაძე - "ბესელიას უსამართლოდ მოექცნენ"

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი დღემდე ვერ პატიობს მიხეილ სააკაშვილს იმ პერიოდს,  როდესაც ის ოპოზიციაში იყო, სააკაშვილი კი – პრეზიდენტი. – სამწუხაროდ, ის ვერ ამაღლდა შურისძიებასა თუ სხვა ქვენაგრძნობებზე. ნამდვილ დიდ პოლიტიკოსს პირველ რიგში დიდსულოვნება უნდა ახასიათებდეს. ქვეყნის პრეზიდენტი, უპირველესად, მიმტევებელი უნდა იყოს. შურისძიების წყურვილი, ბოღმის გულში ჩადება, ძაღლის ნაკბენივით […]

“ოცნება” გახარიას უფრო ებრძვის, ვიდრე ნაციონალებს და სააკაშვილს” – სოსო ცინცაძე

სოსო ცინცაძე - "ბესელიას უსამართლოდ მოექცნენ"

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ოპოზიცია შეცდომას უშვებს, როდესაც გახარიას აკრიტიკება: – ოპოზიციის მხრიდან ელემენტარულის გაცნობიერებაა საჭირო. გახარია ასუსტებს მათ მთავარ მტერს. ოპოზიციის ასეთი წინდაუხედავი ტაქტიკა გარანტიას იძლევა არჩევნებში “ოცნების” გამარჯვების. თუ გახარია დასუსტდა, ის იმდენს ხმას ვეღარ წაართმევს “ქართულ ოცნებას”, რომ 43% ვერ გადალახოს. – დავუშვათ, ვერ გადალახა “ოცნებამ” 43%, მერე […]

სოსო ცინცაძე – “გახარიას ჩუმი მხარდამჭერები ჰყავს, რომლებიც სათქმელს საარჩევნო ყუთებთან იტყვიან”

სოსო ცინცაძე - "ბესელიას უსამართლოდ მოექცნენ"

ექსპერტი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ამ არჩევნებში გახარიას უშუალო ჩართვა სიურპრიზის ნაწილად შეიძლება მოვიაზროთ: – მართლაც საინტერესოა გახარიას პროცენტული შედეგი. გახარიას დღეს ჩუმი მხარდამჭერები ჰყავს. ისინი არ გამოდიან ქუჩაში და პროტესტს, მანიფესტაციებს, მიტინგებს არ აწყობენ. ჩუმად არიან. ამომრჩევლის ეს ნაწილი, როდესაც მივა საარჩევნო ურნებთან და პირისპირ დარჩებიან ბიულეტენებთან, მაშინ იტყვიან თავიანთ სათქმელს. […]

“გახარია 2 ოქტომბერს სახელისუფლო ღვეზელს ძალიან მნიშვნელოვან ნაჭერს ჩამოაჭრის” – სოსო ცინცაძე

სოსო ცინცაძე - "ბესელიას უსამართლოდ მოექცნენ"

პოლიტილოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ გახარია  არჩევნებზე მესამე ადგილს აიღებს. – დასჯერდება მესამე ადგილს? – გახარიას დიდი შანსი აქვს, მაგრამ მას რამდენიმე ფრონტიდან უტევენ. “ქართული ოცნება” სერიოზულად უტევს და ოპოზიციაც არ აკლებს. ის უფრო საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. სწორედ მაშინ აჩვენებს თავის რეალურ ძალას. – “ქართულ ოცნებასთან” უფრო წარმოგიდგენიათ კოალიციაში თუ ოპოზიციასთან? – […]

“გახარიას პარტიამ 10% რომ აიღოს, მისთვის ეს ტრიუმფი იქნება” – სოსო ცინცაძე

სოსო ცინცაძე - "ბესელიას უსამართლოდ მოექცნენ"

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ  ოპოზიციამ ვერ შექმნა ნათელი სურათი, თუ რა იქნება არჩევნების შემდეგ: – საუბრობენ კოალიციურ მთავრობაზე, მაგრამ უხსნიან მოქალაქეებს, რას ნიშნავს, რას გულისხმობს კოალიციური მთავრობა? კოალიციური მმართველობა ადვილად იშლება და ის მყიფე მმართველობაა. ამას ოპოზიციამ სერიოზული არგუმენტი არ დაუპირისპირა. არადა, ასეთი უამრავი არგუმენტის მოტანა შეიძლებოდა ევროპის ქვეყნების მაგალითზე. – […]

“სააკაშვილს მეწყვილედ გახარია არ სჭირდება” – სოსო ცინცაძე

სოსო ცინცაძე - "ბესელიას უსამართლოდ მოექცნენ"

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო სოსო, სააკაშვილისა და გახარიას ტანდემი რამდენად რეალურია თუნდაც პოსტსაარჩევნო პერიოდში? – შეიძლება, ვიღაცისთვის მიმზიდველად გამოიყურებოდეს ასეთი ტანდემი, მაგრამ ეს გამორიცხულია. ამ შემთხვევაში გახარია ვერ შეასრულებს იმ როლს, რომელიც თეორიულად და პრაქტიკულადაც, თუ ჭკუით მოიქცევა ოპოზიცია, მოვლენათა ერთობლიობამ მოიტანა. მე აქ არჩევნებში გახარიას […]

სოსო ცინცაძე – “ღარიბაშვილმა იცის, გახარიას უკან ვინ დგას”

სოსო ცინცაძე - "ბესელიას უსამართლოდ მოექცნენ"

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ა,ბობს, რომ გახარია ბევრისთვის იქცა თავის ტკივილად, მათ შორის, კობახიძისთვისაც. – კობახიძე რომ არ გრძნობდეს, რომ გახარიას უკან სერიოზული ძალა დგას, ასეთი გამწარებული არ იქნებოდა. ასეთი ეპითეტით არ შეამკობდა. მთლად მატყუარას არ უწოდებდა. კობახიძემ მშვენივრად იცის, ვინ დგას გახარიას უკან. – ვინ დგას? – დიდი ეჭვი მაქვს, რომ როგორც […]

“ღარიბაშვილს ფინანსთა მინისტრად რომან გოცირიძე უნდა დაენიშნა” – სოსო ცინცაძე

სოსო ცინცაძე - "ბესელიას უსამართლოდ მოექცნენ"

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო სოსო, ფინანსთა მინისტრის, ვანო მაჭავარიანის გადადგომას თქვენ რას უკავშირებთ? ოპოზიცია ამბობს, პოლიტიკური კი არა სახელისუფლო კრიზისია ქვეყანაში. – ძალიან სიმბოლურია ფინანსთა მინისტრის წასვლა ლარის კურსის გათვალისწინებით. მთელ მსოფლიოში ფინანსთა მინისტრი პირდაპირ ეროვნულ ვალუტასთან არის მიბმული. შეუძლებელია, ეროვნული ვალუტა ამ დღეში იყოს და […]

“გახარია კობახიძეების, მდინარაძეების, მათიკაშვილების კარიერას დაასრულებს” – სოსო ცინცაძე

სოსო ცინცაძე - "ბესელიას უსამართლოდ მოექცნენ"

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ საუბრობს. – გიორგი მარგველაშვილმა თქვა, რომ გახარია  “ქართული ოცნება 2”-ს შესაქმნელად დააბრუნეს. რას იტყვით? – დიახ, ასეა. გახარიას განცხადება, პირველ რიგში, პოლიტიკური ეპიტაფიაა “ქართული ოცნებისთვის”. სადაც ჯერ არს, იქ მიღებულია გადაწყვეტილება “ოცნების” “გადაგდებაზე” და ახალი პროსახელისუფლო პარტიის შექმნაზე. – ბიძინა ივანიშვილის ბოლო განცხადება, რომ […]