ჭდე: სოხუმი

სოხუმში ზღვამ ღორის ლეში გამორიყა

სოხუმში ზღვამ ღორის ლეში გამორიყა

აფხაზეთში ზღვამ სოხუმის სანაპიროზე ღორის ლეში ჩამოიტანა აფხაზეთში, ქალაქ სოხუმში, შავი ზღვის სანაპიროზე, ტალღებმა დახოცილი ღორების ლეში  სანაპიროზე გამორიყა.  ინციდენტი თვითმხილველებმა ვიდეოზე გადაიღეს და სოციალურ ქსელში გაავრცელეს. „თვითმხილველები ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება იყოს კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის ავარიის შედეგი“, – წერს სოჭის No1 ტელეგრამის არხი. ტურისტმა კამერით დააფიქსირა მკვდარი ღორის ორი გვამი. დამსვენებლებმა ასეთ „მოცურავეებთან“ ერთად წყალში […]

40 წლის წინ დაშორებულმა წყვილმა, ემზარ ჯღარკავამ და ნინო კვარაცხელიამ ერთმანეთი  ფეისბუკით იპოვეს

40 წლის წინ დაშორებულმა წყვილმა, ემზარ ჯღარკავამ და ნინო კვარაცხელიამ ერთმანეთი  ფეისბუკით იპოვეს

 სოხუმში, 40 წლის წინ დაშორებულმა წყვილმა, ემზარ ჯღარკავამ და ნინო კვარაცხელიამ ერთმანეთი ვირტუალურ სივრცეში, „ფეისბუკის“ საშუალებით იპოვეს. ნინო კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს: „იშვიათად ვცდილობთ მოვიწყინოთ როცა ვსაუბრობთ, მაგრამ ზოგჯერ გვიწევს ერთმანეთის გამხნევება… ერთი დიდი დროის კალენდარი გვაქვს, სადაც ათვლა წუთებით და წამებით კი არა, მთელი ერთი კვირითაა… თითქოს ასე უფრო სწრაფად ახლოვდება ჩვენი შეხვედრა… ვითომ […]

სოხუმში ბჟანიას გადადგომა მოითხოვეს

სოხუმში ბჟანიას გადადგომა მოითხოვეს

ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარება დაძაბულია. სოხუმში მთავარ მოედანზე ასლან ბჟანიას გადადგომას ითხოვენ.ათასობით დემონსტრანტი  “სამართალდამცავების” კორდონის გარღვევას ცდილობს. „ეხო კავკაზას“ ცნობით, ადგილზე სროლის ხმაც ისმოდა. მოგვიანებით ადგილზე მყოფმა ჟურნალისტებმა დააზუსტეს, რომ ეს იყო პეტარდების აფეთქების ხმა, რომელსაც მომიტინგეები ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელთა მიმართ იყენებდნენ.

სოხუმში არძინბას ძმისშვილის მეგობარი ჩაცხრილეს

სოხუმში არძინბას ძმისშვილის მეგობარი ჩაცხრილეს

არძინბას ძმისშვილის მკვლელობის შემდეგ, დღეს, სოხუმის ცენტრში, მოკლული ქემალ არძინბას მეგობარი ჩაცხრილეს. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ბ.პ. ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა კრიტიკულია. ფაქტს კი წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა, თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მანამდე, გუშინ, კონფლიქტი და საქმის გარჩევა იყო ბზიფში, სადაც ერთმანეთს არძინბასა და ე.წ. დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. დღეს კი, სოხუმის ცენტრში […]

რატომ დააკავეს ახრა ავიძბა – მისი ახლობლები ავიძბას გამოშვებას ითხოვენ

რატომ დააკავეს ახრა ავიძბა - მისი ახლობლები ავიძბას გამოშვებას ითხოვენ

სოხუმში 4 მარტს საღამოს დაკავებული ახრა ავიძბას ნათესავები და ახლობლები ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან არიან შეკრებილი. მათი ნაწილი სამსახურში იყო შესული, იქიდან გამოსვლის შემდეგ კი თქვეს, რომ ახრა ავიძბას დაკავების მიზეზი ისაა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე მას დაჰყვებიან დონეცკის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლები, რომლებიც უკანონოდ არიან შეიარაღებული. ეს პირები ასევე არიან დაკავებული. ავიძბას მომხრეები დაშლას არ აპირებენ. […]

სოხუმში ახრა ავიძბა დააკავეს

სოხუმში ახრა ავიძბა დააკავეს

სოხუმში ახრა ავიძბა დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ის ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა დაკითხვაზე წაიყვანეს. მის სახლში კი ჩხრეკა ჩატარდა. დაკავებულის ახლობლები უშიშროების სამსახურის შენობასთან არიან შეკრებილები და მის გათავისუფლებას ელოდებიან. დაკავების ოფიციალური მიზეზი უცნობია. ავიძბა 2014 წელს დონბასში მეამბოხეებთან ერთად იბრძოდა. მომდევნო წლებში ის ოკუპირებულ აფხაზეთში გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა. 2020 წლის ზაფხულში ავიძბა დე-ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას მრჩევლად […]

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში ერთი ექიმი დარჩა, დანარჩენი მედიკოსები თვითიზოლაციაში არიან

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში ერთი ექიმი დარჩა, დანარჩენი მედიკოსები თვითიზოლაციაში არიან

 სოხუმი აფხაზეთში, სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში, სამედიცინო პერსონალიდან მხოლოდ ერთი მოქმედი ექიმი დარჩა. ყველა დანარჩენი თვითიზოლაციაში გაუშვეს, რადგან კონტაქტი ჰქონდათ პაციენტთან, რომელსაც მოგვიანებით კორონავირუსი დაუდასტურდა. „სავალალო სიტუაცია გვაქვს. აღარ დარჩა არც ექიმები, არც მედდები. ერთადერთი ექიმი – მე ვარ. მე მხოლოდ ბავშვებს ვაკვირდები, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, უფროსებსაც დავაკვირდებით, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთულია“, – […]

არეულობა სოხუმში – ასლან ბჟანიას მომხრეები მინისტრთა კაბინეტის შენობაში შეიჭრნენ

არეულობა სოხუმში - ასლან ბჟანიას მომხრეები მინისტრთა კაბინეტის შენობაში შეიჭრნენ

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის, ასლან ბჟანიას მხარდამჭერები აფხაზეთის ე.წ. მინისტრთა კაბინეტის შენობაში შეიჭრნენ. ისინი მესამე სართულზე ავიდნენ, სადაც პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი ვალერიამ ბგანბა მომიტინგეებთან შეხვედრას მართავს. აფხაზური მედიის ინფორმაციით, მომიტინგეები ე.წ. პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულების თანამდებობის დატოვებასთან ერთად მთელი რიგი მინისტრების, ძალოვანი ბლოკის, რაიონული ხელმძღვანელების და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მეთაურების გადადგომას ითხოვენ. მათი განცხადებით „ქვეყნის ხელისუფლება […]

სოხუმში მომიტინგეები ხაჯიმბას გადადგომას ითხოვენ

სოხუმში მომიტინგეები ხაჯიმბას გადადგომას ითხოვენ

მომიტინგეები, რომლებიც სოხუმში, დე-ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ, ე.წ. არჩევნების შედეგების ბათილადგამოცხადებასთან ერთად, რაულ ხაჯიმბას გადადგომასაც ითხოვენ. რუსული მედიის ცნობით, ე.წ. სამართალდამცველებთან შეტაკებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოებში გადაიყვანეს, თუმცა ინფორმაციას არ ადასტურებს ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრო. შეგახსენებთ, აქცია დრამატული თეატრის შენობის წინ დაიწყო და მოგვიანებით ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან გაგრძელდა. ცოტა ხნით ადრე, ოკუპირებული აფხაზეთის […]

სოხუმში მომიტინგეები დე ფაქტო პრეზიდენტის შენობაში შეიჭრნენ

სოხუმში მომიტინგეები დე ფაქტო პრეზიდენტის შენობაში შეიჭრნენ

სოხუმში მომიტინგეები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. მათ ფანჯრის მინები ჩაამსხვრიეს და შენობის შიგნით შეღწევა მოახერხეს. როგორც აფხაზური მედია წერს, ერთ-ერთი მომიტინგე ოპოზიციის მხარდამჭერებს მოუწოდებს, შენობას ზიანი არ მიაყენონ. მედია ასევე იუწყება, რომ აქციის მონაწილეებსა და შენობის ადმინისტრაციის დაცვის წევრებს შორის ფიზიკური დაპირიპირება მოხდა. სოხუმში, ოპოზიციის მომხრეების საპროტესტო აქცია დღეს დილით დაიწყო. ისინი ე.წ. […]