ჭდე: სპეცოპერაცია

ვარკეთილში სპეცოპერაციაზე 2 პირი დააკავეს

ვარკეთილში სპეცოპერაციაზე 2 პირი დააკავეს

ვარკეთილში სპეცოპერაციის ფარგლებში 2 პირი, ბექა და გიორგი შენგელიები, დააკავეს. როგორც ადგილზე მყოფი ერთ-ერთი დაკავებულის მეუღლე აღნიშნავს, მისთვის უცნობია რას უკავშირდება სპეცოპერაცია. “საქმეში არ მახედებენ. პოლიციასთან მოწმედ იყო დაბარებული ჩემი მეუღლე. ის 20 დღეა არ მინახავს. არაფერი ვიცი, სპეცოპერაცია რას უკავშირდება“,- აღნიშნავს დაკავებულის მეუღლე. ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე, კრიმანალური პოლიცია და საპატრულო ეკიპაჟებია მობილიზებული. ადგილზე საპოლიციო […]

სპეცოპერაცია დუშეთში – დააკავეს პირი, რომელიც ამერიკის ვიზებს ამზადებდა

დიდ დიღომში ქარის გამო პოლიციამ ქუჩა გადაკეტა

სპეცოპერაცია დუშეთში – სამართალდამცველებმა დააკავეს პირი, რომელიც სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეებს ამერიკის ვიზებს უკანონოდ, ფულის სანაცვლოდ უმზადებდა. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. რუსთავი 2

დიდი სპეცოპერაცია გორსა და ხაშურში – დააკავეს 10 ადამიანი

დიდი სპეცოპერაცია გორსა და ხაშურში - დააკავეს 10 ადამიანი

მასშტაბური სპეცოპერაცია შიდა ქართლში – საერთო ჯამში დაკავებულია 10-ზე მეტი პირი. მათ ბრალად ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირი ედებათ. სპეცრაზმის წარმომადგენლებმა რამდენიმე ადამიანი გორში, სხვადასხვა ადგილზე, ერთმანეთის პარალელურად, გამთენიისას აიყვანეს. სპეცოპერაციის ერთი ნაწილი გორში უკვე დასრულებულია, თუმცა ოპერაცია ამ წუთებში უკვე ხაშურში გრძელდება. კერძოდ კი ნოდარ მუმლაძის სახლთან. ნოდარ მუმლაძე იყო ე.წ. კანონიერი ქურდი, რომელიც 1993 […]

სუსი – “პანკისში დაკავებული 5 მოქალაქე ისლამურ სახელმწიფოში გაწევრიანდა და სირიაში წასვლას აპირებდა”

სპეცოპერაცია პანკისში - სუსმა მაგამედ მაჩალიკაშვილი, იუსუფ თათიაშვილი და კიდევ რამდენიმე პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასა და 5 პირის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, დაკავებული პირები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაწევრიანდნენ და სირიაში – ტერორისტების ბანაკში გამგზავრებას გეგმავდნენ. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან თანამშრომლობით, კახეთის რეგიონში ჩატარებული სპეციალური ღონისძიებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, […]

სპეცოპერაცია პანკისში – სუსმა მაგამედ მაჩალიკაშვილი, იუსუფ თათიაშვილი და კიდევ რამდენიმე პირი დააკავა

სპეცოპერაცია პანკისში - სუსმა მაგამედ მაჩალიკაშვილი, იუსუფ თათიაშვილი და კიდევ რამდენიმე პირი დააკავა

კახეთის რეგიონში, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით 5 პირი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი კახეთიდან იუწყება, პანკისში სპეცოპერაცია წუხელ ჩატარდა. 2 პირი სოფელ დუისში, 3 კი ქორეთში დააკავეს. ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. მათი განმარტებით, ამჟამად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. როგორც ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა რუსთავი 2-თან საუბრისას განაცხადა, პანკისში დაკავებულთა შორის მაგამედ მაჩალიკაშვილი და იუსუფ თათიაშვილი არიან. “მაგამედ მაჩალიკაშვილი და იუსუფ თათიაშვილი. მხოლოდ […]

სპეცოპერაცია საქართველოს მონაწილეობით 75 მილიონის ჰეროინის საქმეში – კიევში თურქეთის 2 მოქალაქე დააკავეს

სპეცოპერაცია საქართველოს მონაწილეობით 75 მილიონის ჰეროინის საქმეში - კიევში თურქეთის 2 მოქალაქე დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, უკრაინაში ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ჩატარებულ საერთაშორისო სპეცოპერაციაში მიიღეს მონაწილეობა. რვა თვის განმავლობაში მიმდინარე მასშტაბურ სპეცოპერაციაში სამი ქვეყნის – სომხეთის, საქართველოს და უკრაინის სამართალდამცველები მონაწილეობდნენ. პოლიციამ მიმდინარე წლის 22 ივლისს, ქალაქ კიევში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის ფაქტზე დააკავა […]

მასშტაბური სპეცოპერაცია გორში – სარდაფში ძმები სოსო და თორნიკე ტურაშვილები ცემეს

მასშტაბური სპეცოპერაცია გორში - სარდაფში ძმები სოსო და თორნიკე ტურაშვილები ცემეს

მასშტაბური სპეცოპერაცია გორში – “ქურდულ სამყაროსთან” კავშირის ბრალდებით 5 პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. “პირველების” ინფორმაციით, გახსნილია დანაშაული, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო 6 თვის განმავლობაში იძიებდა. “ტვ პირველის” მიერ მოპოვებული ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალად ედებათ ე.წ. ქურდული გარჩევების მოწყობა, სარდაფში ადამიანების ცემასა და სხვა დანაშაულში.  ირკვევა, ისიც რომ პროცესები უკრაინის ციხიდან იმართებოდა. საქმის მასალების მიხედვით, საუბარია დანაშაულის რამდენიმე […]

სპეცოპერაცია ქარელში – პოლიციამ 2 პირი გამოკითხვაზე გადაიყვანა

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

სპეცოპერაცია ქარელის მუნიციპალიტეტში – სოფელ მოხისში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ორ საცხოვრებელ სახლში იარაღს რამდენიმე საათის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ. ჩხრეკის დასრულების შემდეგ კი, ორი პირი პოლიციის განყოფილებაში, გამოკითხვაზე გადაიყვანეს. მათ წინააღმდეგ პროკურატურას საჩივრით იმ მიწების ახალმა მეპატრონემ მიმართა, რომელსაც ისინი წლების განმავლობაში ამუშავებდნენ, თუმცა, ეკონომიკის სამინისტრომ ცოტა ხნის წინ აუქციონის წესით გაასხვისა. მაშინ ფაქტი ადგილობრივებმა […]

სპეცოპერაცია თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე – 1 პირი დააკავეს

სპეცოპერაცია თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე - 1 პირი დააკავეს

ამ წუთებში თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით სამართალდამცველი და სპეციალური დანიშნულების რაზმი. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 1 პირი. საქმე სავარაუდოდ ნარკოდანაშაულს ეხება.

სპეცოპერაცია მცხეთაში – სვეტიცხოველთან პოლიცია 2 პირს ეძებს

სპეცოპერაცია მცხეთაში - სვეტიცხოველთან პოლიცია 2 პირს ეძებს

მცხეთაში, სვეტიცხოვლის მიმდებარედ შსს მძიმე დანაშაულში ბრალდებულ ორ პირს ეძებს. ამის შესახებ სვეტიცხოვლის ქუჩაზე მცხოვრები პირები ყვებიან. სამართალდამცველები ამოწმებდნენ ადგილობრივების სახლებს და ეზოებს. სპეცოპერაცია გვიან ღამემდე მიმდინარეობდა და სავარაუდოდ ახლაც გრძელდება. – ჩემთან სახლში 2 პოლიციელი შემოვიდა, საბუთები მაჩვენეს, საიდუმლოდ ინახავდნენ, ვის ეძებდნენ, საშიში პიროვნებები არიანო, თქვეს. მე ვიფიქრე, აბასთუმანში მკვლელობის მერე რომ გაექცათ, იმათ ხომ […]