ჭდე: სტამბოლი

სტიქია სტამბოლში – წყალდიდობის შედეგად არიან დაღუპულები

სტიქია სტამბოლში - წყალდიდობის შედეგად არიან დაღუპულები

 სტამბოლში კოკისპირული, გადაუღებელი წვიმა დაატყდა თავს. ქალაქში მძიმე მდგომარეობაა. წყალდიდობის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. თურქული მედიის ინფორმაციით, განსაკუთრებით რთული მდგომარეობა ქირქლარერის პროვინციაშია, სადაც ამ დრომდე ეძებენ ოთხ მოქალაქეს. ქვეყნის უდიდეს ქალაქში ძლიერმა წვიმამ ქუჩები დატბორა. სტამბოლის გუბერნატორმა, დავუთ გულუმ განაცხადა, რომ ხელისუფლება წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებს დროებით თავშესაფრებში განათავსებს. პარალიზებულია ტრანსპორტი, მეტროს სადგურებში წყალი დგას, ქუჩებში […]

სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით 4 ავიარესი გაუქმდა

ქუთაისი-მილანის თვითმფრინავში ქართველი ქალი გარდაიცვალა

სტამბოლში უამინდობის გამო, თბილისის მიმართულებით ოთხი ავიარეისი გაუქმდა. როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამბობენ, გაუქმებულია სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით დაგეგმილი ავიაკომპანია „პეგასუსის“ ორი ავიარეისი და „თურქეთის ავიახაზების“ ორი ფრენა. მათივე ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი შეუფერხებლად მუშაობს და სხვა რეისები გეგმურად სრულდება.

სტამბოლში ქარხანა აფეთქდა – არის მსხვერპლი

"შეძრწუნებულია მთელი სოფელი" - გურიაში 63 წლის ქალი ხანძარს ემსხვერპლა

თურქეთის ქალაქ სტამბოლში, ტუზლას რაიონში, საღებავების ქარხანა აფეთქდა. როგორც უცხოური მედია იუწყება, შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 9 პირი დაშავდა. დაშავებულთა შორის არიან მეხანძრეები, რომლებიც ქარხანაში ცეცხლის ლიკვიდაციას ცდილობდნენ. რამ გამოიწვია ტერიტორიაზე აფეთქება ჯერჯერობით უცნობია.

სტამბოლში ქართველებს და ჩეჩნებს შორის ჩხუბს 2 ადამიანი შეეწირა

სტამბოლში ქართველებს და ჩეჩნებს შორის ჩხუბს 2 ადამიანი შეეწირა

სტამბოლში ქართველებსა და ჩეჩნებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და ორი ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ადგილზე მისულ მედიკოსებს ორი მოქალაქე გარდაცვლილი დახვდათ. დაშავებულებს შორის ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევა სტამბოლის ერთ-ერთი რესტორნის წინ მოხდა და დაპირისპირებაში 7 ადამიანი მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ დაპირისპირების კადრები ერთ-ერთმა თვითმხილველმა გადაიღო.

თეონა თუაშვილი სტამბოლში ფულის გამო მოკლეს – ის ბინისთვის ფულს აგროვებდა

თეონა თუაშვილი სტამბოლში ფულის გამო მოკლეს - ის ბინისთვის ფულს აგროვებდა

სტამბოლში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები – თავდასხმა, რომელსაც საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა, გუშინ, 22 მარტს, დღის სამ საათზე მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 4 თავდამსხმელი სტამბოლში, ერთ-ერთ ბინაში შეიჭრა, სადაც საქართველოს მოქალაქე თეონა თუაშვილი მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. თავდამსხმელებმა ცოლ-ქმარს დანით ჭრილობები ყელის არეში მიაყენეს. ქალი ადგილზე გარდაიცვალა დაჭრილი მამაკაცი კი ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაში კლინიკაშია. როგორც მოკლულის მეგობრები […]

ქარიშხალი სტამბოლში – მოგლეჯილია ხეები, დაზიანდა შენობების სახურავები

ქარიშხალი სტამბოლში - მოგლეჯილია ხეები, დაზიანდა შენობების სახურავები

თურქეთის უდიდეს ქალაქს სტამბოლს ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ქარიშხალმა მოგლიჯა ხეები და დააზიანა შენობების სახურავები. ერთ-ერთი მოგლეჯილი ხე ავტომობილს დაეცა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ძლიერი ქარის გამო ქალაქში საბორნე გადაზიდვები შეჩერდა. სტამბოლის საზღვაო და ავტობუსების კომპანიაში აცხადებენ, რომ ქარიშხლის გამო ზოგიერთი სერვისი გაუქმდა. იპნ

თამთა ჯანჯღავა სტამბოლში ქმარმა მოკლა და გაიქცა

თამთა ჯანჯღავა სტამბოლში ქმარმა მოკლა და გაიქცა

32 წლის თამთა ჯანჯღავას ცხედარი თურქეთის ქალაქ სტამბულში, ჩაკეტილ სახლში იპოვეს. როგორც „პრაიმტაიმს“ გარდაცვლილის ახლობლები უყვებიან, ახალგაზრდა ქალი ქმარმა დანით დაჩეხა და სახლიდან გაიქცა. გარდაცვლილს სენაკში ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ახლობლების გადმოცემით, ქმარი ცოლზე სისტემატიურად ძალადობდა და მკვლელობის მცდელობას წარსულშიც ჰქონდა ადგილი. თამთა ჯანჯღავას ახლობელი, სალომე კურდღელია სოციალურ ქსელში წერს: „ეს ულამაზესი გოგო თამთაა!(მიჭირს წარსულში მასზე საუბარი). […]

სტამბოლიდან საქართველოში მომავალი ავტობუსი სტამბოლში დააბრუნეს

სტამბოლიდან საქართველოში მომავალი ავტობუსი სტამბოლში დააბრუნეს

სტამბოლიდან საქართველოს მიმართულებით მოძრავი ავტობუსი, რომელშიც საქართველოს 54 მოქალაქე იმყოფება, თურქი სამართალდამცავების გადაწყვეტილებით, უკან, სტამბოლში დააბრუნეს. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მიზეზი დოკუმენტის არქონა გახდა, რის გამოც, ავტობუსს პოლიციამ გადაადგილების უფლება არ მისცა. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ერთ-ერთმა მგზავრმა აღნიშნა, პოლიციამ მძღოლებისგან გადაადგილების ნებართვის დოკუმენტი ითხოვა, რომელიც მძღოლებს არ ჰქონდათ. „დაახლოებით, 2 საათის წინ გამოვედით სტამბოლიდან. გაგვაჩერა პოლიციამ და გვითხრეს, […]

ცოტნე გამსახურდია სტამბოლის კლინიკაში გადაიყვანეს

ცოტნე გამსახურდია სტამბოლის კლინიკაში გადაიყვანეს

პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია სამკურნალოდ სტამბოლის კლინიკაში გადაიყვანეს. ცოტნე გამსახურდია მკურნალობას სტამბოლის ამერიკულ კლინიკაში გააგრძელებს. ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს, საკუთარ სახლთან, ცივი იარაღით დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა. განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ ოთხ პირს: ტატო ღარიბაშვილს, გიორგი სოლოღაშვილს, პეტრე ყუფარაძესა და კახა ჩხეტიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული თორნიკე ქვათაძე კი საქალაქო […]

სტამბოლში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

სტამბოლში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთის დედაქალაქში, სტამბოლში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრემაც 5,7 მაგნიტუდა შეადგინა. გაცხადებული ინფორმაციით, ადამიანებმა სასწრაფოდ დატოვეს შენობები – ევაკუირებულია სკოლები და დროებით შეჩერებულია სწავლის პროცესი. სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს განცხადებით, სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია