ჭდე: სურამი

 ხაშური-სურამის გზაზე  ერთმანეთს ორი ავტომობილი და ტრაქტორი შეეჯახა

 ხაშური-სურამის გზაზე  ერთმანეთს ორი ავტომობილი და ტრაქტორი შეეჯახა

ხაშური-სურამის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ადგილზე ერთმანეთს 2 ავტომობილი და ტრაქტორი შეეჯახა, რის შემდეგაც, ერთ-ერთ მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. მძღოლი საავადმყოფოშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

სურამთან მანქანა დაიწვა

სურამთან მანქანა დაიწვა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით, სურამის კვანძთან, მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ლითონის ზღუდარს გადაახტა, გაუჩნდა ცეცხლი და დაიწვა. შემთხვევის შედეგად დაშავდა 3 მგზავრი, მათ შორის, ერთი ბავშვია. სამივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. პრაიმ ტაიმი

სურამში ცოლ-ქმარი გაზით გაიგუდა

თბილისის უბნები, სადაც გაზის აფეთქების საფრთხე მაღალია

სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციით, ხაშურის მუნიციპალიტეტში, დაბა სურამში ცოლ-ქმარი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა ცხედრები სახლში ნათესავმა აღმოაჩინა. მეზობლების ინფორმაციით, ოთახში, სადაც ცოლ-ქმარი იმყოფებოდა, გაზის გამათბობელია დამონტაჟებული. მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

სურამში 34 წლის ი.ქ. ცოლის, 31 წლის თ.რ-ს მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

სურამში ქმარმა ცოლი ღამის 3 საათზე საწოლში მოკლა - "რამდენიმე გასროლის ხმა გავიგეთ"

სურამში ცოლის მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ 34 წლის მამაკაცი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ი.ქ., ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით, სურამში დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით […]

სურამში ქმარმა ცოლი ღამის 3 საათზე საწოლში მოკლა – “რამდენიმე გასროლის ხმა გავიგეთ”

სურამში ქმარმა ცოლი ღამის 3 საათზე საწოლში მოკლა - "რამდენიმე გასროლის ხმა გავიგეთ"

სურამში ქმარმა ცოლი მოკლა. მეზობლები სურამში, ქმრის მიერ ცოლის მკვლელობასთან დაკავშირებით დეტალებზე საუბრობენ. როგორც ადგილობრივები „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებენ, ახალგაზრდა მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და „სიმთვრალეში რაღაცები ეჩვენებოდა“. ოჯახის ნაცნობების თქმით, ოჯახს მატერიალური პრობლემები არ ჰქონია მათივე ინფორმაციით, 35 წლამდე მამაკაცმა ცოლს გვიან ღამით, 03:00 საათისთვის, საწოლში ესროლა. როგორც მეზობლები ყვებიან, „ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს“. […]

”ჩემს შვილს ბავშვს არ ატანდნენ და ამაზე ბრაზდებოდა” – სურამში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

”ჩემს შვილს ბავშვს არ ატანდნენ და ამაზე ბრაზდებოდა” - სურამში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

სურამში შემზარავი მკვლელობის მოტივად მეზობლები და ახლობლები ეჭვიანობას და უთანხმოებას ასახელებენ. მათივე ინფორმაციით, მეუღლეები ერთმანეთს წლების წინ გასცილდნენ, თუმცა ბავშვის გამო გარკვეული ურთიერთობა მაინც ჰქონდათ. როგორც ეჭვმიტანილის დედა აცხადებს, წყვილი ერთმანეთს 6 წლის წინ დაშორდა. მისივე თქმით, გარდაცვლილი ქალი მამას შვილის ნახვის უფლებას არ აძლევდა, რაც ეჭვმიტანილის გაღიზიანების მიზეზი ხშირად გამხდარა. “6 წელია ჩემი რძალი ჰქვია და […]

სურამში 26 წლის ბეტა ნაჭყებია მეუღლემ ლოგინში მოკლა

სურამში 26 წლის ბეტა ნაჭყებია მეუღლემ ლოგინში მოკლა

სურამში მკვლელობა მოხდა. 30 წლამდე ბეტა ნაჭყებიას თავის არეში ნაჯახით მიყენებული მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. არსებული ინფორმაციით, გოგონა მეუღლებ 32 წლის ლევან ლომიძემ ლოგინში მოკლა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ცოლ-ქმარს კონფლიქტი ჰქონდათ და ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაშორებულები იყვნენ. მათ 5 წლის შვილი ჰყავთ. მომხდარზე გამოძიება 109-მუხლის მეორე „ვ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში […]

ჯერემი კლარკსონი სურამში ნაზუქებთან

ჯერემი კლარკსონი სურამში ნაზუქებთან

ცნობილი საავტომობილო გადაცემის “Top Gear”-ის წამყვანი ჯერემი კლარკსონი სურამში ნაზუქებთან. 2018 წლის 1 ოქტომბერი. ფოტოს ფეისბუკგვერდი სურამი ავრცელებს. ნიუპოსტი

ვინ არის ბიზნესმენი, რომელიც დღეს სურამში სანადირო თოფით მოკლეს

სურამში დღეს მოკლული პირი ბიზნესმენი მამია ბითაძეა, რომელიც სასტუმრო „სურამი პალასის“ მშენებლობას სურამში, ბაიანთხევში გეგმავდა, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა საპროტესტონ აქციებს მართავდა. შეგახსენებთ, რომ სურამში დღეს მკვლელობა მოხდა, გამთენიისას ადგილობრივმა მამაკაცმა მეორე მამაკაცი სანადირო თოფით მოკლა. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა სანიაღვრე სისტემასთან დაკავშირებით, წარსულში არსებულ კონფლიქტს უკავშირდება. როგორც შსს-ში განაცხადეს, სავარაუდო დამნაშავის ვინაობა სამართალდამცველებმა ოპერატიულად დაადგინეს […]

სურამში მანქანა დედა-შვილს ტროტუარზე დაეტაკა და ორივე მოკლა

მახინჯაურში სახლში ორი კაცის გვამი იპოვეს

მსხვერპლით დასრულდა სურამში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა. თვითმხილველთა თქმით, ავტომანქანა ტროტუარზე მიმავალ დედა-შვილს დაეჯახა. შედეგად ორივე მათგანი გარდაიცვალა. როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია. ნიუპოსტი