ჭდე: სუსი

სუს-ის მტკიცებით, საქართველოში გარკვეული ჯგუფი ოქტომბერ-დეკემბერში „არეულობას” გეგმავს

სუსი - "ადვოკატმა რამაზ რ.-მ ირანელს საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად 10.000 დოლარი მოსთხოვა"

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში “დესტაბილიზაცია და სამოქალაქო არეულობის მოწყობა” იგეგმება. უწყება განცხადებაში აღნიშნავს, რომ ამას “საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი” გეგმავს. სუს-ში ამტკიცებენ, რომ ამის საბოლოო მიზანი “ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაა”. მათი განცხადებით, “დესტრუქციული პროცესების დაწყების” თარიღებად შერჩეულია მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდი, როდესაც ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის […]

სუსი – დაკავებულია ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” მხარდამჭერი საქართველოს 6 მოქალაქე

სუსი - დაკავებულია ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" მხარდამჭერი საქართველოს 6 მოქალაქე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სასამართლო განჩინების საფუძველზე, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს” მხარდამჭერები დააკავეს. უწყების ცნობით, კონტრტერორისტული ოპერაცია ერთდროულად ოთხ ადგილზე ჩატარდა, დაკავებულია საქართველოს 6 მოქალაქე. „კონტრტერორისტული ცენტრის, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ღონისძიებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ აღნიშნულ პიროვნებებს კავშირი ჰქონდათ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთ გავლენიან ლიდერთან და მისი მეთაურობით […]

სუსმა გორში ტურიზმის სააგენტოს მთავარი ბუღალტერი დააკავა

სუსი - "ადვოკატმა რამაზ რ.-მ ირანელს საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად 10.000 დოლარი მოსთხოვა"

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს“ მთავარი ბუღალტერი ლეილა წკრიალაშვილი დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირი, მითითებულ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, სააგენტოს კუთვნილ საბიუჯეტო სახსრებს სისტემატიურად, სხვადასხვა დანიშნულებით […]

სუსი – “მოვუწოდებთ უკრაინას, მოგვაწოდოს დამადასტურებელი მტკიცებულებები”

სუსი - "ადვოკატმა რამაზ რ.-მ ირანელს საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად 10.000 დოლარი მოსთხოვა"

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკრაინულ მხარეს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მიაწოდონ მათი დაზვერვის მთავარი სამმართველოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები „მათზე სამართლებრივი რეაგირების მიზნით“. როგორც სუს-ის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ქმედება, საქართველოს კანონმდებლობით, წარმოადგენს სისხლის სამართლის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს. „უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა, საქართველოს სპეციალურ სამსახურებს აქვთ ფარული კავშირები რუსეთის ფედერაციის შესაბამის სამსახურებთან, […]

სუსმა გახარიას პარტიის წევრი წალენჯიხაში გელა აბულაძე თაღლითობისთვის დააკავა

სუსი - "ადვოკატმა რამაზ რ.-მ ირანელს საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად 10.000 დოლარი მოსთხოვა"

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, გელა აბულაძის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, წალენჯიხის საკრებულოს წევრი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზეა დაკავებული. მათივე განმარტებით, გამოძიებით დადგინდა, რომ საკრებულოს წევრმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს მოსთხოვა, მასთან დაახლოებულ პირებზე საკუთრების უფლებადამდგენი დოკუმენტის ყალბად დამზადება, რის საფუძველზეც მერის წარმომადგენელმა შეადგინა მიწის იდენტობის დამდგენი ყალბი ცნობები. […]

უსაფრთხოების სამსახური – “ვრცელდება დეზინფორმაცია რუსი და ბელარუსი მოქალაქეების მასობრივი შემოდინების შესახებ”

სუსი - "ადვოკატმა რამაზ რ.-მ ირანელს საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად 10.000 დოლარი მოსთხოვა"

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა ფეისბუქში დაწერა: “გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დღეების განმავლობაში მიზანმიმართულად გავრცელებულ დეზინფორმაციას საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების, კერძოდ, რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის მოქალაქეების ე.წ. მასობრივი და უკონტროლო შემოდინების შესახებ. მიმდინარეობს საზოგადოების დაშინება შემოსულ პირთა შორის ე.წ. დივერსანტების, ტერორიზმთან დაკავშირებული ჯგუფების და ა.შ. არსებობის შესახებ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემო სრულ კონტროლს ექვემდებარება. […]

“გაგიევთან ჩემი მეზობელი ოსისგან 3 წამიანი ზარი ფიქსირდება” – ნიკა გვარამია სუსმა გამოკითხა

"გაგიევთან ჩემი მეზობელი ოსისგან 3 წამიანი ზარი ფიქსირდება" - ნიკა გვარამია სუსმა გამოკითხა

– გამაცნეს დასკვნა, ვნახე ვიდეომიყურადების კადრები. დასტურდება, რომ ეს ადამიანები იყვნენ შემოსული, რაც გავრცელდა მედიით და გავიდნენ თავისუფლად ქვეყნიდან – განაცხადა ნიკა გვარამიამ სუს-დან გამოსვლის შემდეგ, სადაც მისი გამოკითხვა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. საუბარია შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზების საქმეზე. როგორც ნიკა გვარამიამ განაცხადა, უსაფრთხოების სამსახურში განუმარტეს, რომ დასახელებულმა პირებმა საქართველო დატოვეს, რადგან არ დადასტურდა, რომ ისინი ქვეყანაში […]

ნიკა გვარამია სუსში დაიბარეს

ნიკა გვარამია - "სააკაშვილი ძალიან ცუდადაა, ის კედელ-კედელ შემოვიდა"

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. გვარამიას გამოკითხვა უწყებაში დღეს, 14:00 საათზეა ჩანიშნული. არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზებას, რომელზეც ინფორმაცია ჟურნალისტმა ელისო კილაძემ გაავრცელა. მისი ინფორმაციით, ნიკა გვარამიას მკვლელობა ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა დაუკვეთა, რის შემდეგაც ქილერები საქართველოში ჩამოვიდნენ.

8.465 ლარის ქრთამად აღებისთვის სუსმა კაჭრეთის სერვისცენტრის უფროსი დააკავა

სუსი - "ადვოკატმა რამაზ რ.-მ ირანელს საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად 10.000 დოლარი მოსთხოვა"

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის სამსახურთან თანამშრომლობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქრთამის აღების ფაქტზე შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ კაჭრეთის სერვისცენტრის უფროსი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებისა და ბრძანებით ოფიციალურად განსაზღვრული თანხის კომპანიის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გვერდის ავლით, შპს ,,სოფლის მეურნეობის […]

სუსმა მე-4 სამედიცინო ცენტრის დირექტორი და ცენტრის ექიმი დააკავა

სუსმა მე-4 სამედიცინო ცენტრის დირექტორი და ცენტრის ექიმი დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე #4 სამედიცინო ცენტრის დირექტორი და ამავე ცენტრის ექიმი დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნულმა პირებმა, კონკრეტული თანხის სანაცვლოდ, დაამზადეს მოქალაქის კოვიდსაწინააღმდეგო „პფაიზერის“ ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთი და უკანონოდ დაარეგისტრირეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის […]