„ქართული ოცნების“ ოფისთან შეკრებილი ტანძიელების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო. ისინი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას და ტანძიაში არსებულ ვითარებაზე მსჯელობას ითხოვენ. ტანძიიდან ჩამოსული მოსახლეობა ამბობს, რომ “RMG Gold”-ის მიერ კარიერული წესით ოქროს მოპოვებითი სამუშაოები მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.