ჭდე: ტილერსონი

ტრამპმა ტილერსონი მოხსნა

ტრამპმა ტილერსონი მოხსნა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი თანამდებობიდან გადააყენა, იგი ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელმა მაიკ პომპეომ ჩაანაცვლა. სადაზვერვო უწყებას ჯინა ჰესპელი უხელმძღვანელებს.

კვირიკაშვილმა და ტილერსონმა საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება გააფორმეს

კვირიკაშვილმა და ტილერსონმა საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება გააფორმეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონთან შეხვედრაზე, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა, საუბარი შეეხო თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს, რეგიონში მიმდინარე პროცესებს, უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებსა და მათ დასაძლევად საერთო ძალისხმევის მნიშვნელობას. რექს ტილერსონის განცხადებით, ოფიციალური ვაშინგტონი საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას აღრმავებს. სახელმწიფო მდივნის თქმით, საქართველო არის წარმატების სიმბოლო რეგიონში, ხოლო ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები კარგი საფუძველია ორი […]

ტილერსონი: რუსეთმა იმედები გამიცრუა, რადგან ის კვლავ ასადს იცავს

ტილერსონი: ”აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ გააუქმებს”

ამერიკის ადმინისტრაცია იმედგაცრუებულია რუსეთის რეაქციით აშშ-ის მიერ სირიის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა განაცხადა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის ოფიციალური პირების კომენტარზე, რომ აშშ-ის ქმედება „სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიას წარმოადგენს“. _ მე იმედგაცრუებული ვარ რუსეთის პასუხით, ვინაიდან, ეს პასუხი იმაზე მიუთითებს, რომ ისინი აგრძელებენ ასადის რეჟიმის […]

ტილერსონი: ”აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ გააუქმებს”

ტილერსონი: ”აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ გააუქმებს”

აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ძალაში დატოვებს, ვიდრე მოსკოვი მინსკის შეთანხმებებს არ შეასრულებს, ასევე ვიდრე არ დააბრუნებს ყირიმის ოკუპირებულ ნახევარკუნძულს. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა განაცხადა, რომელიც ბრიუსელში, ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაში მონაწილეობს. _ განვაგრძობთ რუსეთისთვის მოწოდებას, რომ შეასრულოს მინსკის შეთანხმებები და ვალდებულებები. აშშ-ს სანქციები დარჩება, ვიდრე მოსკოვი არ შეცვლის მოქმედებებს, რამაც […]

ერდოღანი ტილერსონს შეხვდა

ერდოღანი ტილერსონს შეხვდა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი მიიღო. შეხვედრა საპრეზიდენტო სასახლეში პრესისთვის დახურულ კარებს მიღმა გაიმართა და ორი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს შესაძლო ერთობლივი ნაბიჯების გადადგმის საკითხები „ისლამურ სახელმწიფოსთან“ და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებთან ბრძოლაში. თურქეთის პრეზიდენტმა ასევე წამოწია აშშ-დან თურქეთში ფეთჰულა გიულენის ექსტრადირების საკითხი.