ჭდე: ტრაბზონი

ქართველი მძღოლი ტრაბზონთან ავარიაში დაიღუპა

ქართველი მძღოლი ტრაბზონთან ავარიაში დაიღუპა

საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელიც თურქეთში, ტრაბზონის პროვინციაში მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. ადგილზე მობილიზებულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული მძღოლის გადარჩენა ვერ შეძლო. მედიის ცნობით, სატვირთო მანქანა საქართველოს მიმართულებით ქალაქ ისკენდერუნიდან მოდიოდა. ემიგრანტები ორგ

თურქეთში ტრაბზონთან მეტეორი ჩამოვარდა – ვიდეო

თურქეთში ტრაბზონთან მეტეორი ჩამოვარდა - ვიდეო

თურქეთში, ტრაპიზონთან ახლოს მეტეორი ჩამოვარდა. ვიდეოს სოციალურ ქსელში twitter თურქული BBC-ავრცელებს. მეტეორი თურქეთის დროით 20:30 წუთზე ჩამოვარდა და მისი ჩამოვარდნის მომენტი სხვადასხვა ობიექტზე დამონტაჟებულმა უსაფრთხოების კამერებმა დააფიქსირეს.

ავარია ტრაბზონში – დაშავდა საქართველოს 5 მოქალაქე

ავარია ტრაბზონში - დაშავდა საქართველოს 5 მოქალაქე

ტრაბზონში მაგისტრალზე მომხდარი ავარიის შედეგად საქართველოს ხუთი მოქალაქე დაშავდა. თურქული მედიის ინფორმაციით, გზაზე მოულოდნელად ხარმა გადაირბინა, რასაც ავტოკატასტროფა მოჰყვა. ავტომაგისტრალზე მიკროავტობუსი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. ინფორმაციას თურქული გამოცემა Cumhuriet ავრცელებს. ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ტრაბზონში საქართველოს გენერალურ საკონსულოს დაუკავშირდა. როგორც ვიცე-კონსულმა თემურ ტარტარაშვილმა განაცხადა, ამ დროის მონაცემებით, საკონსულოში შემთხვევის შესახებ ინფორმაცია არ შესულა. პირველი არხი 

თბილისი-სტამბოლის თვითმფრინავი ტრაბზონში ავარიულად დაეშვა – ”აფრენიდან 45 წუთში გრუხუნის ხმა გავიგონეთ” – ვიდეო

თბილისი-სტამბოლის თვითმფრინავი ტრაბზონში ავარიულად დაეშვა - ”აფრენიდან 45 წუთში გრუხუნის ხმა გავიგონეთ” - ვიდეო

თბილისიდან სტამბოლში მიმავალი თვითმფრინავი ტრაბზონის აეროპორტში ავარიულად დაეშვა. ამის შესახებ “მაესტროს” ავიარეისის ერთ-ერთმა მგზავრმა ხატია ტყებუჩავამ უთხრა. მგზავრის თქმით, აფრენიდან 45 წუთში გრუხუნის ხმა გაიგეს, რის შემდეგაც პილოტმა თქვა, რომ დროებით ტრაბზონში უნდა დაშვებულიყვნენ. პილოტის თქმით, ერთი ძრავი გაითიშა. მგზავრის თქმით, დანარჩენი მგზავრები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. როგორც მგზავრი განმარტავს, ყველა მგზავრი უსაფრთხოდ არის და თვითმფრინავის […]

ტრაბზონში საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

ტრაბზონში საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

თურქული მედიის ცნობით, ტრაბზონში ძარცვის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს. გამოძების ინფორმაციით, დაკავებულები მაღალსართულიანი სახლების ბინებში სახურავებიდან თოკების დახმარებით აღწევდნენ და ძვირფასეულობა და ელექტროტექნიკა ფანჯრებიდან გაჰქონდათ. ბრალდებულების სახლიდან სამართალდამცველებმა ნაძარცვი ნივთები, მათ შორის რამდენიმე ტელევიზორი, კომპიუტერი და სხვა ტექნიკა ამოიღეს. ნიუპოსტი

ანსამბლ “ლამპრების” ქორეოგრაფს თავის ქალის, ნეკნებისა და კიდურების მოტეხილობა აქვს

ანსამბლ "ლამპრების" ქორეოგრაფს თავის ქალის, ნეკნებისა და კიდურების მოტეხილობა აქვს

საბავშვო ანსამბლის “ლამპრების” ქორეოგრაფს, რომელიც ტრაბზონთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად სერიოზულად დაშავდა, თავის ქალის, ნეკნების და კიდურების მოტეხილობები აღენიშნება. შეგახსენებთ, რომ ქართველი ბავშვებით სავსე ავტობუსი ტრაბზონთან ავარიაში მოხვდა. ავტობუსი, რომელსაც ცეკვის ანსამბლი ბულგარეთში გადაჰყავდა, გზიდან გადავიდა, ბოძს შეეჯახა და ამოყირავდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაშავებულია 38 ადამიანი, მათგან უმეტესობა 9-დან 13- წლამდე ასაკის ბავშვია. მოზარდები თურქულ კლინიკებში […]